ვისკი ა გო გო
ვიკიპედიიდან
ვისკი ა გო გო (Whisky a Go Go) — ღამის კლუბი ვესტ-ჰოლივუდში, კალიფორნია, სანსეტ ბულვარზე. კლუბი გაიხსნა 1964 წლის 11 იანვარს და მას ამერიკაში პირველ ნამდვილ დისკოთეკას უწოდებენ. ამავე სახელწოდების (Whisky à Go-Go) კლუბი პირველად პარიზში გაიხსნა 1947 წელს. არსებობს კიდევ ერთი, შედარებით ახალი "ვისკი ა გო-გო" თელ-ავივის ძველ პორტში.

