ვისენტე ბლასკო იბანესი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვისენტე ბლასკო იბანესი
Vicente Blasco Ibáñez
Blasco Ibañez.jpg
დაბადების თარიღი:

29 იანვარი, 1867

დაბადების ადგილი:

ვალენსია, ესპანეთი

გარდაცვალების თარიღი:

28 იანვარი, 1928

ეროვნება:

ესპანელი

საქმიანობა:

ნოველისტი, სცენარისტი, კინორეჟისორი

ვისენტე ბლასკო იბანესი (ესპ. Vicente Blasco Ibáñez; დ. 29 იანვარი, 1867 – გ. 28 იანვარი, 1928) იყო ესპანელი რეალისტი ნოველისტი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

იბანესი დაიბადა ვალენსიაში, ღარიბი კომერსანტის ოჯახში. საშუალო სასწავლების დამთავრების შემდეგ მშობლების სურვილით იძულებული იყო დაემთავრებინა იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ უარი განაცხადა ვექილის კარიერაზე. იბანესი არაერთხელ განდევნეს, მრავალჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ვალენსიიდან დეპუტატად არჩევის შემდეგ გაანთავისუფლეს. იბანესი თანდათან დარწმუნდა პარლამენტური ბრძოლის უნაყოფობაში, 1909 წელს უარი თქვა დეპუტატობაზე, დატოვა ესპანეთი და ამერიკაში გაემგზავრა. მაგრამ მერე კვლავ დაბრუნდა ესპანეთში და განაგძო ოთხი წლით მიტოვებულ ლიტერატურული საქმიანობა.

ოქტომბრის რევოლუციას იბანესი აღტაცებული შეხვდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე რუსეთის ქვეყნის დიდი მეგობარი იყო.

[რედაქტირება] შემოქმედება

მრავალმხრივია XIX საუკუნის ამ დიდი რეალისტი მწერლის შემოქმედება. მან რომანტიკული ტრადიციებით დაიწყო და თანდათან მივიდა კრიტიკული რეალიზმის აღიარებამდე. ადრე წერდა ისტორიული ხასიათის რომანებს. 1894-1902 წლებში გამოვიდა მთელი სერია რომანებისა და მოთხრობებისა ვალენსიელთა ყოფა-ცხოვრებაზე. ბლასკო იბანესმა შთამომავლობას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურიმსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შევიდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე