ვირჯინია ელიზა კლემ პო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირჯინია ელიზა კლემ პო

ვირჯინია ელიზა კლემ პო
აკვარელით დახატული ვირჯინია პო სიკვდილის შემდეგ
დაბადების თარიღი 1822 წლის, 22 აგვისტო
დაბადების ადგილი ბალტიმორი, მერილენდი
გარდაცვალების თარიღი 1847 წლის, 30 იანვარი
გარდაცვალების ადგილი ფორდჰამი, ნიუ იორკი
მეუღლე ედგარ ალან პო

ვირჯინია ელიზა კლემ პო (დაბადების სახელი ვირჯინია ელიზა კლემი) (22 აგვისტო, 182230 იანვარი, 1847) იყო ედგარ ალან პო-ს ცოლი. წყვილი ერთმანეთის ენათესავებოდა და პომ ვირჯინია კლემი მაშინ მოიყვანა ცოლად როდესაც ვირჯინია 13 წლის იყო ხოლო პო 27-ის. ზოგიერთი ბიოგრაფისტი ამბობს რომ წყვილის ურთიერთობა უფრო წააგავდა ძმის და დის ურთიერთობას ვიდრე ცოლ-ქმრის. 1842 წლის დასაწყისიდან, ვირჯინია ებრძოდა ტუბერკულიოზს და გარდაიცვალა ამ დაავადებისგან 1847 წლის იანვარში 24 წლის ასაკში, ნიუ-იორკში.

სხვა წევრებთან ერთად, ვირჯინია კლეი და ედგარ ალან პო გარკვეული დროის განმავლობაში ცალკე და რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ცოხვრობდნენ სანამ დაქორწინდებოდნენ. წყვილი პოს სამუშაოს გამო ხშირად გადადიოდა ერთი სახლიდან მეორეში, პერიოდულად ცხოვრობდნენ ბალტიმორში, ფილადელფიაში და ნიუ იორკში. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პო ფრანსის სარჯენტ ოსგუდი და ელიზაბეტ ფ. ელეტი-თან ერთად სკანდალის მონაწილე გახდა. ჭორები ქმრის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ვირჯინიზე იმდენად იმოქმედა, რომ სასიკვდილო სარეცელზე ის ამბობდა რომ იგი ელეტმა მოკლა. ვირჯინიას სიკვდილის შემდეგ მისი გვამი დაკრძალული იყო იმავე ადგილას სადაც ქმრის Westminster Hall და Burying Ground-ში ბალტიმორში, მარილანდში. მხოლოდ ერთი სურათი შემორჩა ვირჯინია ელიზა პოსი: აკვარელით დახატული პორტრეტი მისი სიკვდილის შემდეგ.

ცოლის ავადმყოფობამ და მისმა სიკვდილმა ძალიან იმოქმედა პოზე, რომელიც ამ ამბის შემდეგ სევდიანი გახდა და სმა დაიწყო. ვირჯინიას ბრძოლა დაავადებასთან და სიკვდილთან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოს პოეზიაში და პროზაში, სადაც მოკვდავი ქალი ხშირი ლეიტ მოტივია და გვესახება როგორც "Annabel Lee".

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

პოს გენეტიკური ხე

ვირჯინია ელიზა კლემი დაიბადა 22 ატვისტოს, 1822 წელს[1] და ეს სახელი მას დის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა[2] დაბადებიდან 10 დღის შემდეგ.[1] ვირჯინიას მამა უილიამ კლეი უმცროსი იყო ვაჭარი ბალტიმორში.[3] მან ცოლად მოიყვანა მარია პო, ვირჯინიას დედა 1817 წლის 12 ივლის,[4] პირველი ცოლის მარიას პირველი კუზინის ჰარიეტის სიკვდილის შემდეგ.[5] კლემს 5 შვილი ყავდა წინა ქორწინებიდან და 3 მარიასთნა.[3] კლემი 1826 წელს გარდაიცვალა და ოჯახს ძალიან ცოტა რამ დაუტოვა[6] და არც ნათესავები ეხმარებოდნენ მარიას, რადგან ისინი წინააღმდეგი იყვნენ მათი ქორწინების.[3] მარია თავს კერვით ირჩენდა და აგრეთვე მდგმურებს იღებდა, ხოლო მისი პენსია რომელიც 240 დოლარს შეადგენდა ძირითადად სულ დედას ელიზაბეტ კაირნეს ხმარდებოდა, რომელიც პარალიზებული იყო და საწოლზე მიჯაჭვული.[6] ელიზაბეტი ამ პენსიას მისი გარდაცვლილი ქმრის დახმარებით იღებდა გენერალ დევიდ პოსი, რომელიც ყოფილი კვარტერმეისტერი იყო მერლიანდში და რომელმაც სახელმწიფოს ასესხა ფული.[7]

ედგარ პო თავის კუზინას ვირჯინიას პირველად შეხვდა 1829 წლის აგვისტოს, 4 თვის შემდეგ რაც იგი ჯარიდან წამოვიდა. მაშინ ვირჯინია 7 წლის იყო.[8] 1832 წელს ოჯახი - შემდგარი ელიზაბეტი, მარია, ვირჯინია და ვირჯინიას ძმა ჰენირსგან,[8] – შეძლეს ელიზაბეტის პენსიით ბინის დაქირავება ბალტიმორში, რომელიც მოგვიანებით ედგარ ალან პოს სახლი და მუზეუმი გახდა.[9] პოს უფროი ძმა უილიამ ჰენრი ლეონარდ პო, who რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა,[8] 1831 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა.[10] პო ოჯახს 1833 წელს შეუერთდა[11] მალევე მოიხიბლა მეზობლით მარი დევეროთი. პატარა ვირჯინია ფოსტალიონის როლსაც კი ასრულებდა მათ შორის.[12] ეილზაბეტ კაირნეს პო გარდაიცვალა 1835 წლის 7 ივლის და მისმა გარდაცვალებამ ოჯახის ფინანსური სიტუაცია უფრო დაამძიმა. ჰენრიც ამ პერიოდში გარდაიცვალა 1836 წლამდე. დარჩა მხოლოდ ვირჯინია, მარიას ერთადერთი ცოცხალი შვილი.[13]

1835 წლის აგვისტოში, პომ მიატოვა ოჯახი და გადარბარგდა, რიჩმონდ, ვირჯინია-ში, რათა ემუშავა Southern Literary Messenger-ში.[14] სანამ პო იყო ბალტიმორიდან შორს, სხვა კუზინამ, ნელსონ პომ, ვირჯინიის ნახევარ დის ჯოზეფინ კლემის ქმარმა,[15] გაიგო რომ ედგარს გადაწყვეტილი ჰქონდა ვირჯინიაზე დაქორწინება. ნელსონმა ვირჯინიას შესთავაზა თავისთან წაყვანა და განათლების მიცემა, რათა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისთვის ასეთ ადრეულ ასაკში.[16] ედგარი შეეხმიანა ნეილსონს, გაზეთის მფლობელს ბალტიმორში, მერილანდში, მის "მწარე მტერს" და მისი კუზინის მოქმედებები ახსნა როგორც მასსა და ვირჯინიას შორის ურთიერთობის ჩამშლელად.[17] On 1835 წლის 29 აგვისტოს,[17] ედგარმა მიწერა ემოციური წერილი მარიას, სადაც ირწმუნებოდა რომ იგი "ცრემლად იღვრებოდა სანამ წერილს წერდა",[15] და თხოვდა რომ მიეცა ვირჯინიისთვის უფლება რომ თვითონ მიეღო გადაწყვეილტება..[18] Southern Literary Messenger-ში მუშაობით წახალისებული, პომ მარიას, ვირჯინიას და ჰენრის ფინანსურად დახმარება შეთავაზა, თუ ისინი გადმოვიდოდნენ რიჩმონდში.[19]

ვირჯინიას და ედგარის ქორწინების მოწმობა

ქორწინება[რედაქტირება]

ქორწილი უკვე დაგეგმილი იყო და პო ბალტიმორში დაბრუნდა საქორწინო ლიცენზიისთვის, 1835 წლის 22 სექტემბერს. წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა.[20] ერთადერთი საჯარო ცერემონია ჩატარდა 1836 წლის 16 მაის, როდესაც ისინი დააქორწინა პრესბიტერიან მინისტრმა სახელად ამაზა კონვერსე.[21] პო 27 წლის იყო ვირჯინია კი 13-ის, თუმცა დოკუმენტში 21 წელი ეწერა.[21] Tქორწინება დარეგისტრირებული იყო რიჩმონდში და თან ერთვოდა წერილი რომას კლელანდის, რომელიც ადასტრუებდა საცოლის ასაკს.[22] ცერემონია ჩატარდა მისის ჯეიმზ იარინგტონის სახლში.[23] სადაც პო, ვირჯინია და ვირჯინიას დედა მარია გაჩერდნენ..[24] იარინგტონი მარიას დაეხმარა საქორწინო ტორტის გამოცხობაში და ხორცის მომზადებაში.[25] წყვილს მოკლე თაფლობის თვე ჰქონდათ პიტსბურგში, ვირჯინიაში..[23]

დებატები არ წყდებოდა იმის შესახებ თუ რა უცნაური იყო ეს წყვილი მათი ასაკის და სისხლის გამო. პოს ბიოგრაფი არტურ ჰობსონ კუინი ამბობს რომ სულაც არ არის უცნაური ეს ფაქტი და არც პოს მიერ წარმოთქმული ნიკნეიმი თავისი ცოლისადმი "Sissy" ან "Sis".[26] სხვა პოს ბიოგრაფი, კენეტ სილვერმანი, ამბობს რომ მათი ნათესავობა კი არა არამედ ასაკი იყო უცნაური.[20] ვარაუდია იმის შესახებ, რომ კლემ და პოს ურთიერთობა უფრო და-ძმის ურთიერთობას გავდა ვიდრე ცოლ-ქმრის.[27] ზოგიერთი სწავლულს მათ შორის მარი ბონაპარტე-ს, პოს ბევრი ნაწარმოები აქვს წაკითხული და დასკვნა აქვს გამოტანილი იმის შესახებ, რომ ვირჯინია გარდაიცვალა ქალიშვილი[28] რადგან მას და მის ქმარს არასოდეს ქონიათ ახლო ურთიერთობა.[29] ხშირად ვარაუდობენ, რომ ვირჯინია წარმოდგენილია პოს პოემაში ანაბელ ლი: "ქალწული....სახელად ანაბელ ლი".[28] პოს ბიოგრაფი ჯოზეფ ვუდ კრატჩი ამბობდა რომ პოს სულაც არ უნდოდა ქალები "იმ გაგებით როგორც ნორმალურ კაცს უნდა", მხოლოდ შთაგონების წყაროდ ჭირდებოდა,[30] და პოს სექსუალურად არასოდეს იზიდავდა ქალები.[31] პოს მეგობრები ამბობდნენ, რომ წყვილს ქორწინების პირველი ორი წლის განმავლობაში ერთად არ ეძინათ, მაგრამ როდესაც ვირჯინია გახდა 16 წლის, მათ უკვე ჩვეულებრივლი სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ, სანამ ვირჯინიას არ შეეყარა სენი.[32]

ვირჯინია და პო ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი და ერთმანეთის ერთგული ცოლ-ქმარი იყვნენ. პოსთან ერთად მომუშავე ჯორჯ რექს გრეჰემი ასე წერს მათი ურთიერთობის შესახებ:tionship: "მისი სიყვარული ცოლისადმი იყო აღსატაცებელი თაყვანისცემა სილამაზის სულისადმი".[33] პომ ერთხელ თავის მეგობარს მიწერა, "მე ვერაფერს ვხედავ ისეთ ლამაზს, როგორიც არის ჩემი ცოლი."[34] იგი თვის სიყვარულს პოსადმი პოემებში გამოსახავდა, რომელიც მან დაწერა 1846 წლის თებერვალში, როდესაც იგი 23 წლის იყო:

ვირჯინიას ხელნაწერი
Ever with thee I wish to roam -
Dearest my life is thine.
Give me a cottage for my home
And a rich old cypress vine,
Removed from the world with its sin and care
And the tattling of many tongues.
Love alone shall guide us when we are there -
Love shall heal my weakened lungs;
And Oh, the tranquil hours we'll spend,
Never wishing that others may see!
Perfect ease we'll enjoy, without thinking to lend
Ourselves to the world and its glee -
Ever peaceful and blissful we'll be.[35]

ოსგუდ/ელეტის სკანდალი[რედაქტირება]

ფრენსის სარგენტ ოსგუდი

ფრაზა "ენების მიტანა", რომელიც ვირჯინიას პოემაში იყო გამოყენებული, დაკავშირებული იყო ოსგუდ/ელენტის სკანდალთან.[36] 1845 წელს, პომ ფლირტი დაიწყო ფრენსის სარგენტ ოსგუდთან, 34 წლის გათხოვილ პოეტთან.[37] ვირჯინიამ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ და შეიძლება კიდეც მისი დამსახურებაა მათი ეს ფლირტი.[38] ვირჯინია ხშირად ეპატიჟებოდა ოსგუდს თავისთან სახლში, რადგან სჯეროდა რომ ამ ქლას კარგი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო პოზე, რომელიც თავისთვად შეპირდა ვირჯინიას რომ არასდროს დალევდა ოსგუდის თანდასწრებით.[39]

იმავე დროს, სხვა პოეტი, ელიზაბეტ ფ. ელეტი, მოიხიბლა პოთი და დაიწყო ოსგუდზე ეჭვიანობა.[38] მიუხედავად იმისა, რომ წერილში სარა ელენ უაიტმანისადმი, პომ ელეტის სიყვარულის მისადმი "გულისამრევი" უწოდა და დაწერა რომ "არაფერი შეუძლია გარდა იმისა რომ ზიზღს გრძნობდეს", პომ ელეტის ბევრი პოემა გამოაქვეყნა ბროდვეის ჟურნალში, როდესაც ის მისი რედაქტორი იყო..[40] ელეტი ცნობილი იყო როგორც აბეზარი და შურისმაძიებელი[41] aდა ერთხელაც როდესაც იგი პოს ოჯახს სტუმრობდა 1846 წლის იანვარსი, მან ნახა ოსგუდის პირადი წერილი პოსადმი.[42] ელეტის თანახმად, ვირჯინია შიშობდა "ერთ-ერთ პარაგრაფზე" ოსგუდის წერილში.[43] ელენი დაუკავშირდა ოსგუდს და ურჩია რომ წინდახედულობა გამოეჩინა და პოსთვის მოეთხოვა წერილების დაბრუნება,[42] ეს მოტივირებული იყო ან ეჭვიანობით ან სკანდალის გამოწვევის სურვილით..[43] ოსგუდმა პოს გაუგზავნა მარგარეტ ფულერი და ენ ლინჩ ბოტა რათა მათი სახელით მოეთხოვა პოსთვის, წერილების დაბრუნება. გააფთრებული მათი ჩარევით, პომ მათ უწოდა აბეზარი ხალხი და უთხრა, რომ ელეტი უკეთ მიხედავს ამ წერილებს, ანუ ამითი აღნიშნა ელეტის მონაწილეობა ამ საქმეში.[44] მოგვიანებით მან ყველა წერილი მოაგროვა ელეტისგან და მის სახლში დატოვა.[42]

მიუხედავად იმისა, რომ წერილები უკვე დაბრუნებული იყო, ელეტმა ძმას მოთხოვა წერილების დაბრუნება.[44] ელეტის ძმამ, კოლონელ უილიამ ლუმისმა, არ დაუჯერა პოს, რომ მას უკვე დაბრუნებული ჰქონდა ეს წერილები და მოკვლით დაემუქრა. თავის დაცვის მიზნით პომ მოითხოვა იარაღი ტომას დუნ ენგლიში-სგან..[42] ენგლიშმა, პოს მეგობარი და მინორული მწერელი, რომელიც ემზადებოდა ექიმობისთვის და ადვოკატობისთვის, ანალოგიურად არ დაიჯერა რომ პომ დააბრუნა წერილები და კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენა ამ წერილების არსებობა.[44] ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, მან თქვა, არის უარის თქმა უსაფუძვლო ბრალდებებზე.[45] გაბრაზებულმა იმ ფაქტით რომ მას მატყუარა უწოდეს, პომ ენგლიში ჩხუბში გამოიწვია. პო მოგვიანებით ირწმუნებოდა რომ ის იყო ტრიუმფატორი ამ ბრძოლაში, თავის მხირვ ენგლიში თავის თავს ეძახდა ტრიუმფატორს, თუმცა ენგლიში საპირისპიროს ამტკიცებდა და ამას ემატებოდა ის რომ პოს სახე საშინლად იყო დამახინჯებული ენგლიშის ერთ-ერთი ბეჭდის მიერ..[42] პოს თავის ვერსიაში ამბობდა. "მე ისე ვხიე ენგლიშს, რომ მას ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება". ყველაფრისდა მიუხედავად ამ ჩხუბმა გამოიწვია ჭორები ოსგუდთან ურთიერთობის შესახებ.[46]

ოსგუდის ქმარი დაემუქრა ელეტს და უთხრა, რომ მის წინააღმდეგ სარჩელს აღძვრიდა თუ ის არ მოუბოდიშებდა ცილისწამების გამო. ელეტმა თავისი სიტყვები უკან წაიღო და განაცხადა, რომ წერილები, რომლებიც მას მისის პომ უჩვენა ყალბი უნდა ყოფილიყო, თავად პოს მიერ შექმნილი.[47] მან ყველაფერი პოს დააბრალა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ პო თავშეუკავებელი და შეურაცხადია.[48] ელეტმა პოს სიგიჟის შესახებ ჭორები გაავრცელა, რაც პოს მტრებმა გამოიყენეს და გაზეთებში გამოაქვეყნეს. სენტ ლუისის რევილემ გამოაცხადა, რომ არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ მისტერ ედგარ ალან პო, პოეტი და მწერალი, ჭკუიდან შეიშალა და მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი მოთავსება ფსიქიატრიულში, ექიმ ბირგჰემის მეთვალყურეობის ქვეშ.[49] სკანდალი მას შემდეგ დამთავრდა, როდესაც ოსგუდი თავის ქმარს დაუბრუნდა.[48] ვირჯინიაზე, ამ ისტორიამ ძალიან იმოქმედა. ის 1845 წელს ანონიმურ წერილების იღებდა, სადაც ირწმუნებოდნენ რომ პო მას ღალატობდა. იყო ვარაუდი, რომ ელეტი ამ წერილებთან კავშირში იყო, რამაც ვირჯინია თითქმის გაანადგურა და სწორედ ეს მიზეზი იყო როდესაც ვირჯინიამ სიკვდილის წინ თქვა მისის ე.-მ მომკლა.[50]

ავადმყოფობა[რედაქტირება]

ამ დროისთვის, ვირჯინიას განუვითარდა ტუბერკულიოზი, პირველად 1842 წლის იანვარში, როდესაც პიანინოზე უკრავდა და მღეროდა. ვირჯინიას პირიდან სისხლი წასკდა, თუმცა პო ირწმუნებოდა რომ უბრალოდ სისხლძარღვი გაეწყვიტა.[51] მისი ჯანმრთელობა ნელ-ნელა უკან მიიწევდა და ის ინვალიდი გახდა, რამაც პო ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვირჯინიას გამოჯანმრთელების ნიშნები აღარ ეტყობოდა. წერილში, რომელიც პომ მიწერა თავის მეგობარ ჯონ ირვინს, ამბობს: "ყოველ დროს მე ვგრძნობ მისი სიკვდილით გამოწვეულ ტანჯვას და მისი ავადმყოფობის ყოველი ზრდის შემდეგ, მე იგი უფრო და უფრო მიყვარს და სასოწარკვეთილად ვებღაუჭები მის სიცოცხლეს. მაგრამ მე ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს, გიჟს ვგევარ, საშინელი ფსიქიკური მდგომარეობით.[52]

ვირჯინიას მდგომარეობამ, შეიძლება გამოიწვია ის, რომ პოს ოჯახი, ხშირად გადაადგილდებოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, იმ იმედით, რომ ვირჯინია გამოჯანმრთელებულიყო. ისინი რამდენიმეჯერ გადავიდნენ ფილადელფია-ში და ბოლო სახლი სადაც ისინი გაჩერდნენ, ამჟამად შენახულია, როგორც ედგარ ალან პოს ნაციონალური ისტორიული ადგილი.[53] ამ სახლში ვირჯინია თავს უკეთესად გრძნობდა[54] და სტუმრებს სიმღერით და პიანინოზე დაკვრით ართობდა.[55] ოჯახი შემდეგ გადავიდა ნიუ იორკში, 1844 წლის აპრილში. ვირჯინია პოს გემის ბორტზე ელოდებოდა, სანამ ის გრენვიჩის ქუჩაზე ცდილობდა ბინის დაქირავებას.[56] 1846 წელს ოჯახის მეგობარმა ელიზაბეტ ოაკეს სმიტმა ვირჯინიას ნათქვამი გაახმოვანა: მე ვიცი მალე მოვკვდები, ვიცი რომ ვერ გამოვჯანმრთელდები, მაგრამ მე მინდა ვიყო ისეთი ბედნიერი როგორც შევძლებ და მინდა ედგარი ბედნიერი გავხადო.[57] იგი თავის ქმარს დაპირდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი მფარველი ანგელოზი იქნებოდა.[58]

ფარდჰამში გადასვლა[რედაქტირება]

ვირჯინიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა პოს კოტეჯში ბრონქსში. მისი საწოლი იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია.

1846 წლის მაისში, ოჯახი (პო, ვირჯინია და მისი დედა მარია) გადავიდნენ პატარა კოტეჯში ფორდჰამში, ნიუ იორკში, ქალაქიდან 14 მილის დაშორებით,[59] შემორჩენილია ერთი წერილი, რომელიც პომ მიწერა ვირჯინიას, დათარიღებული 1846 წლის, 12 ივნისით. ის არწმუნებდა მას რომ ყოფილიყო ოპტიმისტურად განწყობილი:"გაამხნევე შენი გული იმედით და ენდე კიდევ ცოტა ხნით". თავის დანაკარზე, ბროდვეის ჟურნალში, ერთადერთ ჟურნალში, რომელსაც პო ფლობდა, ასე წერდა, "მე უნდა დამეკარგა ჩემი გულადობა, მაგრამ "შენთვის", ჩემო საყვარელი პატარა ცოლო, შენ ჩემი "უდიდესი" და "ერთადერთი"" სტიმული ხარ ამ არასამართლიან ცხოვრებასთან ბრძოლაში.[60] მაგრამ ამავე წლის ნოემბერში, ვირჯინიას მდგომარეობა უკვე უიმედო იყო.[13] სიმპტომები რომელიც მას გამოუვლინდა, იყო არარეგულარული მადა, წითელი ლოყები, არასტაბილური პულსი, ღამე ოფლიანობა, მაღალი სიცხე, ჟრჟოლა, მოკლე სუნთქვა, ტკივილები გულმკერდში, ხველება და სისხლის ღებინება.[60]

ნათანიელ პარკერ უილისი-მა, პოს მეგობარმა და გავლენიანმა რედაქტორმა გამოაქვეყნა განცხადება 1846 წლის 30 დეკემბერს, სადაც ითხოვდა ოჯახისთვის დახმარებას, თუმცა მისი ფაქტები სავსებით სწორი არ იყო:[61]

ვიკიციტატა
„ედგარ ალან პოს ავადმყოფობა - ჩვენ ვწუხვართ იმ ამბის გაგებით, რომ ეს ჯენტლმენი და მისი ცოლი, ორივენი ძალიან ავად არიან ტუბერკულიოზით და ის რომ მათი უბედურება მძიმედ დააწვა მათ დროეიბთ საქმიანობას. ჩვენ ვწუხვართ, რადგან გვიწევს იმის თქმა, რომ ისინი ისე მწირად ცხოვრობენ, რომ არ შეუძლიათ მიიღონ სიცოცხლისთვის აუცილებელი საგნები. ამგვარად, ჩვენ გვჯერა, რომ პოს მეგობრები და თაყვანისმცემლები მას დაეხმარებიან, მისთვის ასე მძიმე საათებში.[62]

უილისი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში პოსთან მიმოწერა ჰქონდა და რომელსაც ცოლი დაღუპული ყავდა, პოს ყველაზე დიდი დამხმარე იყო ამ პერიოდში. მან პოს და მის ცოლს სულისჩამდგმელი საშობაო წიგნი გაუგზავნა: "საქორწინო ბეჭედი: ან როგორ გააბედნიერო ოჯახი".[62]

განცხადება მსგავსი იყო ადრინდელის, როგორც პოს დედაზე ელიზა პო-ზე გაკეთდა, ტუბერკულიოზის ბოლო სტადიის დროს.[61] სხვა გაზეთებმა წამოწიეს ეს თემბა და განაცხადეს: "დიდო ღმერთო", თქვა ერთმა, "ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ ლიტერატურული საზოგადოება, უფლებას აძლევდეს საცოდავ პოს მოკვდეს ნიუ იორკში, სიღატაკეში და სიცივეში? ჩვენ გვეუბნებიან, სტატიებში სადაც ხშირად წერენ ამაზე, რომ პო და მისი მეუღლე, მიჯაჭვულნი არიან საწოლზე, უბედურებაში, ავადმყოფობაში და მათ ერთი დუკატიც კი არ გააჩნიათ ამ ქვეყანაზე."[62] Saturday Evening Post-ი ამტკიცებს, რომ ვირჯინიის მდგომარეუბა უიმედოა ხოლო პო შეიშალა: "ედგარ ალან პო მძიმე ტვინის ანთებით წევს, ხოლო მისი ცოლს ტუბერკულიოზის ბოლო სტადია აქვს - მათ არც ფული აქვთ და არც მეგობრები ყავთ გვერდში."[60] ჰირამ ფულერმაც კი, რომელზეც პომ ადრე საქმე აღძვრა ცილისწამების გამო, მივიდა 'New York Mirror-ში და შეეცადა რომ მხარი დაეჭირა პოსთვის, მან დაწერა: "ჩვენ, ვისთანაც პოს განხეთქილება ჰქონდა, შევეცდებით ინიციატივის ხელში აღებას."[62]

ვირჯინია აღწერილი იყო შავი თმებით და იისფერი თვალებით, და ისეთი თეთრი კანით, რომელსაც "სუფთა თეთრი" უწოდეს,[63] ამან გამოიწვია ალბათ ის კომპლექსურობა, რომელმაც გააფუჭა მისი გარეგნობა.[2] ერთ-ერთმა მნახველმა პოს ოჯახისა თქვა, რომ "ვარდისფერი ელფერი, რომელიც მის ლოყებზე ძალიან თეთრი იყო" ალბათ სიმპტომია მისი ავადმყოფობის.[64] სხვა მნახველმა ასე დაწერა, "მისის პო ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, მას დიდი შავი თვალები ჰქონდა და მარგალიტივით თეთრი ფერი, მისი ფერწასული სახე, ბრილიანტივით თვალები და ყვავივით შავი თმები მას არამიწიერ შეხედულებას აძლევს."[65] ეს არამიწიერი შეხედულება, სხვებმაც აღნიშნეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს შეხედულება ადამიანურს არ გავდა.[66] უილიამ გოვანსმა, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა პოს ოჯახთან, აღწერა ვირჯინია როგორც "შეუდარებელი სილამაზე და მომხიბვლელობა, მისი თვალები, უტოლდება მხოლოდ სამოთხის ქალწულის თვალებს და მისი სახე კანოვას მისაბაძად გამოიწვევს".[67] ვირჯინია შეიძლება ცოტათი მსუქანი ყოფილიყო.[66] ბევრი თანამედროვე მთვლელები და აგრეთვე თანამედროვე ბიოგრაფები აღნიშნავენ მის ბავშვურ გარეგნობას, ბოლო წლებშიც კი..[8][66][68]

სანამ მოკვდებოდა, ვირჯინიამ დედას თხოვა: "საყვარელო.... ანუგეშებთ და მიხედავთ ჩემ საცოდავ ედის - თქვენ მას "არასდროს, არასდროს" არ მიატოვებთ?[69] ვირჯინიას დედა, პოსთან 1849 წლამდე, პოს სიკვდილამდე დარჩა, სანამ ვირჯინია კვდებოდა, ოჯახთან ბევრი სტუმარი მოდიოდა, მათ შორის მათი ძველი მეგობარი მერი სტარი. ერთ-ერთ მომენტში ვირჯინიამ სტარის ხელი, პოს ხელს დაადო და თხოვა მას "იყავი ედის მეგობარი და არ მიატოვო ის".[70] ვირჯინიაზე ზრუნავდა 25 წლის მარი ლუიზე შუვი. შუვმა, რომელიც მედდად მუშაობდა ვირჯინიასთან, სამედიცინო განათლება ჰქონდა ქმრისგან და მამისგან, რომლებიც ექიმები იყვნენ..[71] ის ვირჯინიას უზრუნველყოფდა ნუგეშით, პოს ძველი პალტოთი, რომელსაც მას აფარებდა და ღვინის ბოთლით, რომელსაც ინვალიდი სვამდა "და იცინოდა მაშინაც კი როდესაც ძალიან მძიმედ იყო".[70] ვირჯინიამ ასევე პოს ანახა ლუიზ პატერსონის წერილი, პოს გამზრდელი-მამის ჯონ ალანის მეორე ცოლის, რომელსაც წლებია ინახავდა.[72] და რომშიც ჩანდა, რომ ზუსტად პატერსონმა გააფუჭა პოს და ალანს შორის ურთიერთობა..[70]

მემორიალი გაკეთებული ვირჯინია კლემისთვის, მარია კლემისთვის და ედგარ ალან პოსთვის, ბალტიმორში, მერილანდში

სიკვდილი[რედაქტირება]

1847 წლის 29 იანვარს, პომ მიწერა მარი ლუიზე შევს "ჩემი საცოდავი ვირჯინია ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობა უკან მიდის და ის ახლა უფრო იტანჯება ტკივილისგან."[68] ვირჯინია მეორე დღეს გარდაიცვალა, 1847 წლის 30 იანვარს,[73] ხუთ წლიანი ავადმყოფობის შემდეგ. შევი პოს დაეხმარა ყველაფრის ორგანიზაციაში და კუბოც თვითონ იყიდა.[74] სიკვდილის შესახებ ცნობები, რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა. თებერვალში, ნიუ იორკის Daily Tribune-მ და Herald-მა უბრალო ნეკრალოგი გამოაქვეყნეს: "შაბათს, გასული თვის 30 რიცხვში, ფილტვების ტუბერკულიოზით, 25 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ვირჯინია ელიზა, ედგარ ა. პოს ცოლი."[70] დაკრძალვა გაიმართა 1847 წლის 2 თებერვალს.[68] დამსწრეებს შორის იყვნენ ნათანიელ პარკერ უილისი, ენ ს. სტეფენსი, და გამომცემელი ჯორჯ პოპ მორისი. პომ უარი თქვა შეეხედა მკვდარი ცოლისთვის, მან განაცხადა რომ ურჩევინა ის ახსოვდეს ცოცხალი.[75] მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ვირჯინია დაკრძალულია Westminster Hall და Burying Ground-ში, თავდაპირველად იგი დაკრძალეს აკლდამაში, რომელსაც ვალენტინის ოჯახი ფლობდა, რომელთაგანაც პომ დაიქირავა ფორდჰამის სახლი.[74]

მხოლოდ ერთი სურათი შემორჩა ვირჯინიის, რომელიც დახატული იყო მისი სიკვდილის შემდეგ.[8] სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პომ გააცნობიერა, რომ მას არ ჰქონდა ვირჯინიას სურათი და დაახატინა პორტრეტი აკვარელით.[68] იგი დახატულია ლამაზ თეთრეულში, რომელიც შევმა ჩააცვა;[75] შევი შეიძლება პორტრეტის ავტორიც იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია გაურკვეველია.[74] სურათში იგი გამოსახულია შეუმჩნეველი ორმაგი ნიკაპით და თაფლისფერი თვალებით.[68] სურათი გადაეცა ვირჯინიას ნახევარ დას, ნელსონ პოს ცოლს.[75]

1875 წელს, იმავე წელს, როდესაც ვირჯინიის ქმრის სხეული ახლიდან დაკრძალეს, სასაფლაო სადაც ვირჯინია იყო დასაფლავებული გაანადგურეს და მისი ნარჩენები დაიკარგა. პოს ადრეულმა ბიოგრაფმა, უილიამ გილმა, შეაგროვა ეს ძვლები და ყუთში შეინახა, რომელიც თავისი საწოლის ქვეშ დამალა.[76] გილის ისტორია დაიბეჭდა Boston Herald-ში 27 წლის შემდეგ: მან თქვა, რომ ფორდჰამის სასაფლაო მოინახულა 1883 წელს, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მესაფლავე დენის ვალენტინეს ეჭირა ვირჯინიის ძვლები და გადაგდება უნდოდა. თავად პო გარდაიცვალა 1849 წელს და გილმა, მას შემდეგ რაც მოელაპარაკა ნელსონ პოს და ჯონ პრენტის პოს ბალტიმორში, გადაწყვიტა ამ ყუთის ჩატანა და პოს გვერდით დაკრძალვა.[77] ვირჯინია საბოლოოდ ქმრის გვერდით დაკრძალეს 1885 წლის 19 იანვარს.[78] - ქმრის დაბადებიდან 76 წლისთავზე და 10 წლის შემდეგ რაც ეს საფლავი იყო გაკეთებული. ცერემონია იგივე ადამინმა ჩაატარა, ვინც პოს დაკრძალვას და მის ხელახლა დაკრძალვას ხელმძღვანელობდა.[77]

ზემოქმედება და ზეგავლენა პოზე[რედაქტირება]

ვირჯინიას სიკვდილმა მნიშნველოვანი ზემოქმედება მოახდინა პოზე. მისი სიკვდილის შემდეგ, პო რამდენიმე თვის განმავლობაში, ღრმა მწუხარებაში იყო. მეგობარმა მასზე ასე დაწერა "ცოლის დაკარგვამ ღრმა დარტყმა მიაყენა პოს. ვირჯინიას სიკვდილის შემდეგ პო თავის თავზე აღარ ზრუნავდა, გადიოდა რა საათები, დღეები, კვირები, წლები, მისთვის ვირჯინია იყო ყველაფერი."[79] ვირჯინიას სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, მან თავის მეგობარს მიწერა რომ ყველაზე დიდი უბედურება გადაიტანა, რაც კი შეუძლია ადამიანს გადაიტანოს, მან თქვა, რომ "ცოლი, რომელიც მე მიყვარდა ისე როგორც არავის უყვარდა მანამდე" ავად გახდა.[32] ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვირჯინია თავის ავადმყოფობას ებრძვოდა, დიდი ხნის დანებების შემდეგ, პო კვლავ ალკოჰოლს მიუბრუნდა, როგორ ხშირად და რამდენს სვამდა ეს საკამათო საკითხია, რომელსაც განიხილავენ ბიოგრაფები.[53] პომ ცოლის ავადმყოფობა როგორც საკუთარი ავადმყოფობა ისე აღიქვა, და თქვა, რომ მან წამალი იპოვა "ცოლის სიკვდილში. მე ეს შემიძლია ავიტანო როგორც ადამიანმა - ეს იყო გაუთავებელი რხევა იმედსა და უიმედობას შორის და რომ არ დამეკარგა მთლიანად საღი აზრი, მე ამას ვერ გადავიტანდი."[80]

პო რეგულარულად დადიოდა ვირჯინიას საფლავზე. როგორც მისი მეგობარი ჩარლზ ჩაუნსერ ბური წერდა. "ბევრჯერ, მისი საყვარელი ცოლის სიკვდილის შემდეგ, პოს ხშირად ნახულობდნენ გაყინულს, მომაკვდინებელ ზამთარში, ვირჯინიას საფლავის ქვის გვერდზე მჯდომს".[81] ვირჯინიას სიკვდილის შემდეგ, პო რამდენიმე ქალს ხვდებოდა, მათ შორის ნენსი რიჩმონდს მასაჩუსეტიდან, სარა ჰელენა უიტმანს როდ აისლენდიდან და ბავშვობის საყვარელს სარა ელმირა როისტერს. მიუხედავად ამისა, ფრენსის სარგენტ ოსგუმდა განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი ვინც პოს ნამდვილად უყვარდა ეს იყო მისი ცოლი ვირჯინია.[82]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Quinn, 17
  2. 2.0 2.1 Silverman, 82
  3. 3.0 3.1 3.2 Silverman 81
  4. Quinn, 726
  5. Meyers, 59
  6. 6.0 6.1 Meyers, 60
  7. Quinn, 256
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Sova, 52
  9. Haas, Irvin. Historic Homes of American Authors. Washington, DC: The Preservation Press, 1991. ISBN 0891331808. p. 78
  10. Quinn, 187–188
  11. Silverman, 96
  12. Sova, 67
  13. 13.0 13.1 Silverman, 323
  14. Sova, 225
  15. 15.0 15.1 Quinn, 219
  16. Silverman, 104
  17. 17.0 17.1 Meyers, 72
  18. Silverman, 105
  19. Meyers, 74
  20. 20.0 20.1 Silverman, 107
  21. 21.0 21.1 Meyers, 85
  22. Quinn, 252
  23. 23.0 23.1 Quinn, 254
  24. Quinn, 230
  25. Sova, 263
  26. Hoffman, 26
  27. Krutch, 52
  28. 28.0 28.1 Hoffman, 27
  29. Richard, Claude and Jean-Marie Bonnet, "Raising the Wind; or, French Editions of the Works of Edgar Allan Poe", Poe Newsletter, vol. I, No. 1, April 1968, p. 12.
  30. Krutch, 54
  31. Krutch, 25
  32. 32.0 32.1 Sova, 53
  33. Oberholtzer, 299
  34. Phillips, 1184
  35. Quinn, 497
  36. Moss, 214
  37. Silverman, 280
  38. 38.0 38.1 Meyers, 190
  39. Silverman, 287
  40. Moss, 212
  41. Silverman, 288
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 Meyers, 191
  43. 43.0 43.1 Moss, 213
  44. 44.0 44.1 44.2 Silverman, 290
  45. Moss, 220
  46. Silverman, 291
  47. Moss, 215
  48. 48.0 48.1 Silverman, 292
  49. Meyers, 192
  50. Moss, 213–214
  51. Silverman, 179
  52. Meyers, 208
  53. 53.0 53.1 Silverman, 183
  54. Quinn, 385
  55. Oberholtzer, 287
  56. Silverman, 219–220
  57. Phillips, 1098
  58. Silverman, 301
  59. Meyers, 322
  60. 60.0 60.1 60.2 Meyers, 203
  61. 61.0 61.1 Meyers, 202
  62. 62.0 62.1 62.2 62.3 Silverman, 324
  63. Krutch, 55–56
  64. Silverman, 182
  65. Meyers, 204
  66. 66.0 66.1 66.2 Krutch, 56
  67. Meyers, 92–93
  68. 68.0 68.1 68.2 68.3 68.4 Meyers, 206
  69. Silverman, 420
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 Silverman, 326
  71. Sova, 218
  72. Quinn, 527
  73. Krutch, 169
  74. 74.0 74.1 74.2 Silverman, 327
  75. 75.0 75.1 75.2 Phillips, 1203
  76. Meyers, 263
  77. 77.0 77.1 Miller, John C. "The Exhumations and Reburials of Edgar and Virginia Poe and Mrs. Clemm", from Poe Studies, vol. VII, no. 2, December 1974, p. 47
  78. Phillips, 1205
  79. Meyers, 207
  80. Moss, 233
  81. Phillips, 1206
  82. Krutch, 57

შენიშვნები[რედაქტირება]

  • Hoffman, Daniel. Poe Poe Poe Poe Poe Poe Poe. Baton Rouge: Louisiana State University Press, 1972. ISBN 0807123218.
  • Krutch, Joseph Wood. Edgar Allan Poe: A Study in Genius. New York: Alfred A. Knopf, 1926.
  • Moss, Sidney P. Poe's Literary Battles: The Critic in the Context of His Literary Milieu. Southern Illinois University Press, 1969.
  • Meyers, Jeffrey. Edgar Allan Poe: His Life and Legacy. Cooper Square Press, 1992. ISBN 0684193701.
  • Oberholtzer, Ellis Paxson. The Literary History of Philadelphia. Philadelphia: George W. Jacobs & Co., 1906. ISBN 1932109455.
  • Phillips, Mary E. Edgar Allan Poe: The Man. Chicago: The John C. Winston Company, 1926.
  • Quinn, Arthur Hobson. Edgar Allan Poe: A Critical Biography. Baltimore: The Johns Hopkins University Press, 1998. ISBN 0801857309
  • Silverman, Kenneth. Edgar A. Poe: Mournful and Never-ending Remembrance. New York: Harper Perennial, 1991. ISBN 0060923318.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: