ელისო ვირსალაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვირსალაძე, ელისო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისო ვირსალაძე

ელისო კონსტანტინეს ასული ვირსალაძე (დ. 14 სექტემბერი, 1942, თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1974). ანასტასია ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959).

ელისო ვირსალაძე და ვატო კახიძე

ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.

ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • თორაძე გ., უკრავს ელისო ვირსალაძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1959, № 1;
  • მისივე, შთაბეჭდილებები განაგრძობენ სიცოცხლეს (ე. ვირსალაძე ჩაიკოვსკის სახელობის II კონკურსზე), იქვე, 1962, № 12;
  • Александров Б., Элисо Вирсаладзе, «Советская музыка», 1971, № 10;
  • თორაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 419, თბ., 1979


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე