ვირის ჯიმლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირის ჯიმლა

ვირის ჯიმლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Hygrophoraceae
გვარი:  Hygrocybe conica
ლათინური სახელი
Hygrocybe conica

ვირის ჯიმლა (ლათ. Hygrocybe conica) — სოკო ლათ. Hygrophoraceae-ის ოჯახისა. ქუდი 15-60 მმ დიამეტრისაა, წვეტიანი კონუსისებური, კონუსისებური, შემდეგ ფართო კონუსისებური წაწვეტებული ბორცვით. რბილობი ცვილისებრია, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე. ფირფიტები თავისუფალია ან მიმაგრებული, რომელიც ფართოვდება ქუდის კიდესთან, მოყვითალო და ღია-მოყვითალოა, ასაკთან ერთად იშლება და დაჭერის ადგილებში ხდება მონაცისფრო-გოგირდისფერ-მოყვითალო. ფეხის ზომებია 50—100 × 4—10 მმ, ცენტრალური, ცილინდრული, სწორი.

სპორული ფხვნილი თეთრია. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით მიწასა და მდელოებზე განმარტოებულად ან მცირე ჯგუფებად ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. დამახასიათებელი და ადვილად შესამჩნევი სოკოა. სუსტად შხამიანია. საკვებში არ იყენებენ. სახეობა მეცნიერულად პირველად აღწერა გერმანელმა მეცნიერმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს, რომელმაც სახეობას უწოდა ლათ. Agaricus conicus. პაულ კუმერმა სახეობა მიაკუთვნა ლათ. Hygrocybe-ს 1871 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]