ვირისტერფა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვირისტერფა
Tussilago farfara - Köhler–s Medizinal-Pflanzen-142.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: რთულყვავილოვანნი
ლათინური სახელი
Tussilago
დაცვის სტატუსი

ვირისტერფა (Tussilago), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ 1 სახეობას - Tussilago farfara. მხოხავფესურიანი ბალახია. აქვს ქეჩისებრ შებუსვილი ღერო (5-25 სმ), რომელიც მოწითალო-მურა ქერქლისებრი ფოთლებითაა დაფარული. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე (ყვავილები ყვითელია), დაყვავილების შემდეგ მწვანე ფესვთანური ფოთლები გამოაქვს. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება საქართველოშიც. სახლდება მდინარის პირზე, ხრამების გაშიშვლებულ ნაპირებზე, ტენიან თიხნარ ჩამონაზვავებზე, ზოგჯერ ასარევლიანებს ნათესებს. ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდ ტუსილაგინს, ინულინს. ნაყენს ხმარობენ მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად. თაფლოვანია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე