ვირზე შესმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვირზე შესმა, ვირს აღსმა — გამაწბილებელი სასჯელის სახეობა ძველ საქართველოში. წყაროებში იხსენიება V საუკუნიდან. დამნაშავის ვირზე შესმა და საჯაროდ ტარება მძიმე სასჯელად ითვლებოდა. მისი მიზანი იყო დამნაშავისათვის მორალური ტანჯვის მიყენება. ასე სჯიდნენ, პირველ ყოვლისა, გაბატონებული ზნეობის დამრღვევთ — მრუშებს, ავხორცებს და მუცლის მოშლაში მხილებულთ, აგრეთვე ხელმწიფის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილეებს. ვირზე შესმას საჯაროდ XX საუკუნემდე იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონი დ., საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა, აპ. როგავას გამოც., თბ., 1959;
  • ნადარეიშვილი გ., განქორწინება ქართული სამართლის მიხედვით, კრ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1973;
  • ნადარეიშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 417, თბ., 1979