ვიოსა
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 272 კმ |
| აუზის ფართობი | 6,6 ათ. კმ² |
| წყლის ხარჯი | 160 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | პინდის მთები |
| · მდებარეობა | საბერძნეთი |
| შესართავი | ადრიატიკის ზღვა |
| · სიმაღლე | 0 მ |
| · კოორდინატები |
/ / |
| ჩაედინება | ადრიატიკის ზღვა |
| განლაგებულია | |
ვიოსის აუზი |
|
| ქვეყნები | |
ვიოსა, აოოსი (ალბ. Vjosë, ბერძნ. Αώος, ლათ. Aous) — მდინარე საბერძნეთსა და ალბნეთში. სათავე აქვს პინდის მთებში (საბერძნეთი),[1][2] მიედინება ღრმა ხეობაში, ქვემოთში - სანაპირო დაბლობზე. ერთვის ადრიატიკის ზღვას ალბანეთის ქალაქ ვლორის ჩრდილოეთით. სიგრძე 272 კმ, აუზის ფართობი 6,6 ათ. კმ². წყალმოვარდნები იცის ოქტომბრიდან მაისამდე, ზაფხულში წყალმცირეა. მთავარი შენაკადია მდინარე დრინო. გაედინება ვიკოს-აოოსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ქმნის შთამბეჭდავ კანიონებს.
1350 მ სიმაღლეზე აშენებულ იქნა ხელოვნური ტბა,[3] რომელზედაც 1987 წლიდან მუშაობს ჰიდროელექტროსადგური.
წყლის საშუალო წლიური ხარჯი 160 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
მდინარე ცნობილია რიგი სხვადასხვა სახელწოდებებით. მაგ., უძველეს დროში მას ბერძნულად Aoös უწოდებდნენ (Ἄωος, Ἀῶος, Ἀῷος), ხოლო ლათინურად Aous. ალბანეთში მას Vjosë ან Vjosa ეწოდება, საბერძნეთში კი როგორც ცნობილია მდინარის უძველესი სახელწოდება (Αώος, თანამედროვე ორთოგრაფიაში), ასევე Vovousa (Βοβούσα)[4] ან Aias (Αίας, Αἴας).[4]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- The Vjosa-Aoos Sub-Basin (ინგლისური)
- Vikos-Schlucht (Reisebericht)
- Jannisgousgounis.net (ინგლისური)
- Environmental Protection and Management Program (ინგლისური)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 417, თბ., 1979 წელი.
- Arqile Berxholi: Ndryshimet në gjeografine e popullsise në zonën Vjose - deti Jon. Studim demografik. Tiranë 1987.
- Eric Fouache, Gjiovalin Gruda, Skender Mucaj: Dynamique géomorphologique et évolution de la navigation maritime depuis l’antiquité dans les deltas du Seman et de la Vjosë (Région d’Apollonia, Albanie). In: Claudio Zaccaria (Hrsg.): Strutture portuali e rotte marittime nell’Adriatico di età Romana. (= Antichità altoadriatiche. 46). Trieste 2001. ISBN 2-7283-0634-6, S. 107ff.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Acta hydrochimica et hydrobiologica
- ↑ Epirus Vetus: the archaeology of a late antique province
- ↑ Egnatia Municipality
- ↑ 4.0 4.1 Λαμπρίδης Ιωάννης "Ζαγοριακά", Τυπογραφείον Αυγής, Αθήνα, 1870