ვინტერთური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ვინტერთური (გერმ. Winterthur) — ქალაქი ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანია და ამ მხრივ წარმოადგენს შვეიცარიის სიდიდით მე-6 ქალაქს. დღეისათვის, ვინტერთური მომსახურებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრია. მდებარეობს ციურიხის სიახლოვეს, 30 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მატარებლით 18 წუთის სავალ მანძილზე.
ვინტერთური გერმანიასთან და იტალიასთან დაკავშირებულია პირდაპირი სარკინიგზო ხაზით, ასევე ემსახურება ციურიხის აეროპორტი. ამავე დროს, წარმოადგენს რეგიონულ სატრანსპორტო კვანძს. მისი სარკინიგზო სადგური ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია მთელს შვეიცარიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Official Webpage Economic Development Region of Winterthur
- Tourismusbüro Winterthur
- Musikkollegium Winterthur
- Homepage of Winterthur's city Orchestra