ვილჰელმ ჰოლანდიელი
ვილჰელმ ჰოლანდიელი (გერმ. Wilhelm von Holland) (1227 - 28 იანვარი 1256) გერმანიის მეფე 1247 - 1256 წლებში. იქორწინა 1252 წლის 25 იანვარს ელისაბედ ბრაუნშვაიგელზე.
ვილჰელმი, ჰოლანდიის გრაფი არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ გოგენშტაუფენების მეტოქეების მიერ 1247 წლის სექტემბერში. ამ დროს ტახტზე მჯდომი მეფე, კონრად IV ებრძოდა ვულჰელმს, მაგრამ 1251 წელს იძულებული გახდა იტალიაში წასულიყო. ამის შემდეგ ვილჰელმი დიდებულთა უმეტესობამ მეფედ სცნო. 1252 წელს დიდებულებმა გადაწყვიტეს გოგენშტაუფენებისთვის მამულები ჩამოერთმიათ. მეფემ ეს მიწები თავის მომხრეებს გადასცა, ხოლო ქალაქების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მეტი უფლებები მისცა მათ. ამით დასრულდა ვულჰელმის რეალური მმართველობა.
მიუხედავად იმისა რომ ვილჰელმი მამაცი, კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო, მას არ ჰქონდა მეფობისთვის აუცილებელი თვისებები, არც საკმარისი ჭკუა არც პოლიტიკური ხედვა. დიდებულები მალე მას აღარაფრად აგდებდნენ. ისინი აღარ ჩამოდიოდნენ მეფის კარზე წვეულებების და მიღებებისას. თუმცა ვილჰელმს ეს დიდად არ აღელვებდა. იგი დაკავებული იყო ჩრდილოეთით ფრიზებთან წვრილი ომებით. 1256 წლის 28 იანვარს მორიგი ლაშქრობისას, იგი ცხენით ურთ ჭაობში ჩავარდა. ამით ბრიზებმა ისარგებლეს და მოკლეს იგი.
- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
ლუდვიგ II · კარლმანი · ლუდვიგ III · კარლ III · არნულფ ფონ კერნტენი · ლუდვიგ IV · კონრად I · ჰაინრიხ I · ოტო I · ოტო II · ოტო III · ჰაინრიხ II · კონრად II · ჰაინრიხ III · ჰაინრიხ IV · ჰაინრიხ V · ლოთარ III · კონრად III · ფრიდრიხ I · ჰაინრიხ VI · ოტო IV · ფრიდრიხ II · ჰაინრიხ (VII) · კონრად IV · ვილჰელმ ჰოლანდიელი · რიჩარდი, კორნუელის გრაფი · ალფონსო X კასტილიელი · რუდოლფ I · კონრად II · ადოლფ ფონ ნასაუ · ალბრეხტ I · ჰაინრიხ VII · ლუდვიგ IV · კარლ IV · ვენცელი · რუპრეხტ I · იობსტ მორავიელი · ზიგისმუნდი · ალბრეხტ II · ფრიდრიხ III · მაქსიმილიან I · კარლ V · ფერდინანდ I · მაქსიმილიან II · რუდოლფ II · მათიასი · ფერდინანდ II · ფერდინანდ III · ფერდინანდ IV · ლეოპოლდ I · იოზეფ I · კარლ VI · კარლ VII ალბრეხტი · ფრანც I შტეფანი · იოზეფ II · ლეოპოლდ II · ფრანც II ·
სტატიის