ვილი ნელსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილი ნელსონი
Willie Nelson
Willie Nelson at Farm Aid 2009 - Cropped.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვილი ჰიუ ნელსონი
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1933 (1933-04-29) (81 წლის)
აბოტი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ქანთრი,
პროგრესიული ქანთრი,
ქანთრი-როკი,
აუტლოუ ქანთრი,
ალტერნატიული ქანთრი,
ტრადიციული პოპი
საქმიანობა მომღერალი
და
კომპოზიტორი
, პროდიუსერი,
მსახიობი, აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა,
ვოკალი
აქტიური 1956-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA Records,
Atlantic Records,
Columbia Records,
Island Records
ასოციაციები ჯონი კეში,
ვეილონ ჯენინგზი,
კრის კრისტოფერსონი
საიტი http://www.willienelson.com/
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
„სასხლეტი“ (Martin N-20)

ვილი ჰიუ ნელსონი (ინგლ. Willie Nelson; დ. 29 აპრილი, 1933) — ამერიკელი ქანთრის მომღერალი და კომპოზიტორი, ასევე, პროდიუსერი, მწერალი, პოეტი, მსახიობი და აქტივისტი. ნელსონს მოგებული აქვს არაერთი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის 11 გრემი. ის, ასევე, მონაწილეობს 30-მდე ფილმში და არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი; აგრეთვე, აქტიურად მონაწილეობს ბიოსაწვავის გამოყენებისა და მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდამჭერ მოძრაობებში.

ნელსონი დაიბადა დიდი დეპრესიის პერიოდში და იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან. პირველი სიმღერა მან 7 წლისამ დაწერა, ხოლო პირველ მუსიკალურ ჯგუფს 10 წლისა შეუერთდა. საშუალო სკოლაში სწავლისას, იგი, როგორც მთავარი სოლისტი და გიტარისტი, აწყობდა ადგილობრივ ტურებს ჯგუფ Bohemian Polka-სთან ერთად. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950 წელს, ნელსონი შეუერთდა ამერიკის საჰაერო ძალებს, თუმცა მოგვიანებით იგი ზურგის პრობლემის გამო გაათავისუფლეს. დაბრუნების შემდეგ იგი ორი წელი ესწრებოდა ლექციებს ბეილორის უნივერსიტეტში, თუმცა მან მიატოვა სწავლა, რადგან წარმატებას მიაღწია მუსიკაში. ამ დროისათვის ნელსონი დიჯეიდ მუშაობდა ტეხასის რადიოსადგურებში და პარალელურად მღეროდა ბარებში. 1956 წელს გადავიდა ვანკუვერში (ვაშინგტონის შტატი), სადაც დაწერა ალბომი „Family Bible“ და ჩაწერა სიმღერა „Lumberjack“. 1958 წელს, D Records-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნელსონი გადასახლდა ჰიუსტონში. ამ პერიოდში მან გამოუშვა ქანთრის რამდენიმე ტიპური სიმღერა, როგორიცაა: „Funny How Time Slips Away“, „Hello Walls“, „Pretty Paper“ და „Crazy“. 1960 წელს კი იგი გადავიდა ნეშვილში და ხელი მოაწერა Pamper Music-სთან, რომელიც მას დათანხმდა რეი პრაისის ბენდში ბასისტად მიღებაზე. 1962 წელს მან ჩაწერა თავისი პირველი ალბომი „...And Then I Wrote“. ამ წარმატების შემდეგ 1964 წელს ნელსონმა კონტრაქტი გააფორმა RCA Records-სთან, ხოლო მომდევნო წელს შეუერთდა Grand Ole Opry-ის. 1972 წელს ვილი ნელსონმა დაანება მუსიკალურ კარიერას თავი და დაბრუნდა ოსტინში, თუმცა ჰიპური მუსიკის პოპულარობის ზრდამ მას დაბრუნებისკენ უბიძგა.

1976 წელს ნელსონმა, ვეილონ ჯენინგზთან, ჯესი კოლტერთან და ტომპოლ გლეიზერთან ერთად, ჩაწერა აუტლოუ ქანთრის ალბომი Wanted! The Outlaws. 1980-იან წლებში იგი შეუერთდა ქანთრის სუპერჯგუფ The Highwaymen-ს, რომლის წევრები იყვნენ ჯონი კეში, ვეილონ ჯენინგზი და კრის კრისტოფერსონი. 1990-იან და 2000-იან წლებში ნელსონი აქტიურად აწყობდა ტურნეებს და ყოველ წელს წერდა ალბომს. ქანთრის გარდა, მან გამოიყენა მუსიკის სხვადახვა ჟანრი, როგორიცაა: რეგი, ბლუზი, ჯაზი და ფოლკი. ნელსონი პირველად 1979 წლის ფილმ „ელექტრონულ მხედარში“ გამოჩნდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფილმსა და ტელეგადაცემაში.

ნელსონი არის აქტიური ლიბერალი აქტივისტი და ჩართულია მოძრაობებში, რომლებიც მარიხუანას ლეგალიზაციას მოითხოვს. ის, ასევე, არის გარემოს დამცველი და ფლობს ბიოსაწვავის საკუთარ ბრენდ „Willie Nelson Biodiesel“-ს, რომელიც საწვავს ბოსტნეულისგან ამზადებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: