ვიკიპედია განხილვა:ლიტერატურის მითითება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სულ ბოლოში მითითებული მაგალითი არასწორია. ქართულში დამკვიდრებულია სქოლიოში ლიტერატურის მითითება არა ამ ფორმით (ს.ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, გვ. 95 - თბილისი, “მერანი”, 1998.), არამედ ამ ფორმით ს.ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, თბ. 1985 წ., გვ. 95ჯაბა ლაბა 08:14, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ალბათ უფრო ასე: ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, თბილისი, 1985, გვ. 95დავით პასუხი 08:16, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მასეც შეიძლება, მაგრამ არა ისე როგორც ახლაა. — ჯაბა ლაბა 14:10, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გადავწყვიტოთ, რომელი ვერსიით ჩავანაცვლოთ და შევცვალოთ. პირადად მე, ჯაბას ვერსიით უფრო შემხვედრია ჩანაწერები (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დათოსას რამეს ვუწუნებ :))—G.G. 14:19, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ მე ჩემი ვერსიისა უფრო ხშირად მხვდება :)). ზოგადად, ორივე მართებულია ალბათ, უბრალოდ ჩემს ვერსიაში თბილისი სრულად წერია, ჯაბას ვერსიაში თბ.. წიგნებში შემოკლებების მიზანია საწერი მასალის (მელნის თუ ქაღალდის) დაზოგვა... ვიკიპედიაში ეს პრობლემა რადგან არა გვაქვს, ხომ არ ჯობია სრულად დავწეროთ? თუნდაც სიტყვები ტომი და წელი. — დავით პასუხი 14:23, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
რამე დარღვევა არ იქნება სიტყვების სრულად დაწერა. პედანტი ფორმალისტები ხომ არ ვართ :). — დავით პასუხი 14:24, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ, ფილოლოგიაში ჩემი ცოდნა სკოლაში მიღებულით შემოიფარგლება (იმ ორ-სამ ლექციას უნივერსიტეტში, არც ვთვლი). მაგრამ ლოგიკა არის დათოს სიტყვებში: მელანი და ქაღალდი ნამდვილად არ გვეხარჯება :))—G.G. 14:28, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გერმანელები მაგალითად (რომლებიც ხშირად პედანტებად აღიქმებიან) სრულად წერენ როგორც სიტყვა ტომს (Band), ისე სიტყვა გვერდს ზოგიერთ შემთხვევაში (Seite). თუმცა გვერდის დასაწერად გვ. უნდა გამოვიყენოთ, ეს უკვე ძალიან მდგრადი ტრადიციაა ამ სიტყვის შემოკლებისა :). — დავით პასუხი 14:38, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
სხვების აზრსაც დაველოდოთ... მარტო ჩვენ ხომ არ ვართ.ვიღიმი—G.G. 14:47, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ტ. და თბ. – ც უკვე იმდენად მდგრადია (გვ. – სთან ერთად), რომ ზედმეტად მეჩვენება ფორმალიზება და რაიმე აკრძალვის დაწესება ამ კუთხით. მელნის და ქაღალდის დაზოგვაზე – ხელის ჩამორთმევაც თავის დროზე იმ მიზნით შემოიღეს, რომ ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მაჯაზე დაშნა არ ჰქონდათ აკრული, მაგრამ დღეს რადგან დაშნებით არღარ დავდივართ, ხელის ჩამორთმევის წესი ხომ არავის გაუუქმებია?--Ouzo განხილვაწვლილი 15:59, 14 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]