ვიკიპედია:ყავახანა/2009/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

შეტყობინება

კოლეგებო, სულ მავიწყდებოდა თქმა. ვებ მისამართ [www.nukri.org]-ის მასალების გამოყენება შეგვიძლია შეუცვლელად (გამოსახულებებისთვის გამოიყენეთ ლიცენზია {{Attribution}}).--იორგი(საუბარი) 10:50, 1 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბიუროკრატის მოქმედება: მომხმარებელი:Gaeser

(Starting now, I'll be posting here accomplished user renaming requests to avoid confusions. No harm meant to the renamed ones ვიღიმი) მომხმარებელი:Gaeser-ის ახალი სახელია მომხმარებელი:Gaeser. Malafaya 11:14, 6 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Thank's.:)--იორგი(საუბარი) 11:14, 6 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Your signature is still linking to the old user page :). Malafaya 13:03, 6 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დავიწყე მედიავიკის გაქართულება, ყველა მოხალისეს ვთხოვ მასში მონაწილეობის მიღებას --ბრუტ () 13:03, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართული შრიფტით ბეჭდვა

დაყენებულია ქართული შრიფტით ბეჭდვის პროგრამა. კოდები ინდური ვიკიპედიებიდან არის შემოღებული (იხ. mr:, ne:, ml:). სამწუხაროდ ბეტა ვერსიაში არ მუშაობს, თუმცა ბეტა ვერსიის მომხმარებლებს ეს ალბათ არ სჭირდებათ. - Island 15:16, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მედიავიკი:vector.js ხომ არ ჩაწეროთ აქაც? :) და ბეტას მომხმარებლებიც გამოიყენებენ.--იორგი(საუბარი) 15:18, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა რჩევისთვის. ჯერ გავსინჯავ. - Island 15:34, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ბეტაში რაღაც პრობლემები შემხვდა (განსაკუთრებით IE8-ში) და ჯერჯერობით მარტო არა-ბეტაში იყოს. - Island 16:18, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი თხივნის შემთხვევაში იმედია არ მომკლავ :) ახალი მცირე პრობლემა წარმოიშვა - PX და thumb-საც ქართული ანალოგები რომ გავუკეთოთ? ცოტა რთულია ქართულად წერისას კლავიატურის გადართვა. იმედია ეს უკვე კისერზე დაჯდომა არ იქნება :)--იორგი(საუბარი) 17:47, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბარეღამ right და left -ის ანალოგების გაგვეკეთებინა --ბრუტ () 17:55, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისათვის: გერმანელებს აქვთ მასე ნათარგმნი ეგ ტერმინები, თუკი ეს რამეში დაგეხმარებათ. — დათო პასუხი 17:56, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სწორედ მაგათგან მოვიპარე აზრე :)--იორგი(საუბარი) 17:58, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

IE-ში მაინც პრობლემაა და დროებით გაუქმებულია. - Island 09:43, 9 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სალიცენზიო შეტყობინება 2

კოლეგებო, გარყობინებთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროექტ ლემილის მასალები იმ შემთხვვევაში, თუ მიუთითებთ მის ავტორსა და ბმულს ნამუშევარზე, ლემილის მასალების გამოყენება შესაძლებელი გახდა ვიკიპედიის GFDL ლიცენზიის CC-BY-SA ლიცენზიით შეცვლის მეშვეობით. გამოიყენეთ, მაგრამ ავტორების მითითება არ დაგავიწყდეთ.

P.S. არ დაგავიწყდეთ, რომ თვითონ ლემილი ავტორიტეტული წყარო არ არის :)--იორგი(საუბარი) 17:37, 9 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გრამატიკული შეცდომები

ამხანაგებო, გათავისუფლება, გაათავისუფლა არასწორია! არსად არ უნდა, დამეხმარეთ შეცდომების გასწორებაში. ძიების ყუთში შავწეროთ და გადავასწოროთ, მე დღეს რაც შევძელი გავასწორე. --მოცარტი 18:09, 12 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

„გაათავისუფლა“ არ ვარგა, მაგრამ „განთავისუფლება“ სწორი ფორმაა. ჩაიხედეთ ლექსიკონში. - Island 00:52, 15 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბეტა

რას ნიშნავს მოსინჯეთ ბეტა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნაპოლეონი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გვერდების დიზაინის ახალი საცდელი ვერსიაა. დააჭირეთ ბმულს და მოსინჯეთ. - Island 00:52, 15 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯექსონის სტატია

დროზე მიხედეთ და დაბლოკეთ ადამიანი, რომელიც შლის მის შიგთავსს. მაიკლ ჯექსონის სტატიას ვგულისხმობ. აცარიელებს, ვითომ რამის დამატება უნდა. ან რაღაც ვერ გაიგო, ან განგებ აკეთებს ამას. --Lavender 09:59, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპროექტისგან დასვენება

ხომ არ ჯობია ერთი თვე (ნოემბერი) ვიკიპროექტისგან დავისვენოთ? მემგონი იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც სტატიებს წერდა დაიღალა.

P.S. გთხოვთ ქვებს ნუ მესვრით, ეს მხოლოდ წინადადებაა. ვიღიმი--იორგი(საუბარი) 12:25, 26 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

უფ... ისე ვწვალოთ, რომ... ვიკრიჭები--TEMURI RAJAVI 18:06, 28 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ

ახალბედა ვარ და ჯერ სერიოზულ მუშაობას ვერიდები, მეშინია რამე არ გავაფუჭო; ჯერჯერობით რასაც ვაკეთებ ისაა, რომ ხშირად ინგლისურ ვერსიას სტატიისას არა აქვს ქართული ვერსია ენების მენიუში (და პირიქით), არადა ორივე არსებობს:) ჰოდა ამათ ვაკავშირებ და უკვე შედეგსაც ვხედავ:) ქართველებმა შეამჩნიეს ინგლისურენოვანი ვერსიები საქართველოზე და დაიწყეს იმათი გაუმჯობესება:) ძირითადად მაინც ინგლისურ ვიკიპედიაში ვარ, მაგრამ თუ რამეში გამოგადგებით მითხარით. ჰო კიდევ, ეს ქართული კლავიატურა ვერაფრით დავაყენე: ქართულზე რომ გადავრთავ, რუსული განლაგებით წერს, იქნებ მირჩიოთ? არადა ქართული უნიკოდი ფონტები მაქვს:(

Zvi_Zvi

მაშინ გაეცანით ქართული კლავიატურის დაყენების ინსტრუქციას, წარმატებები :) --ბრუტ () 19:36, 30 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

...

ხალხნო, ვერა და ვერ მივხვდი, სურათი როგორ უნდა ჩავსვა. დამეხმარეთ რა. და ძალიანაც ნუ დამცინებთ.

თან რა მაინტერესებს, სურათის ჩასმა უნივერსალურია? ანუ ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ბრაზილიურ, იაპონურ და ა.შ. და ა. შ. ვიკიპედიებშიც ერთნაირი წესით ხდება სურათების ჩასმა? --Achiko-84 11:30, 31 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მარცხნივ ინსტრუმენტებში წერია ფაილის დამატება, ანდაც გადადით პირდაპირ აქედან – სპეციალური:ატვირთვა. თუმცა გახსოვდეთ რომ უნდა მიუთითოთ ლიცენზია აქედან, სხვა შემთხვევაში სურათი წაიშლება.

მეორე კითხვას რაც შეეხება, ყველა ვიკიპედიაში სურათის ჩასმა ერთნაირად ხდება, ყველგან ლიცენზიის მითითებით. ოღონდ ქართულ (ანდაც სხვა) ვიკიპედიაში ატვირთულ სურათებს სხვაგან ვერ გამოიყენებთ, თუკი იგი ვიკისაწყობში არ არის ატვირთული --ბრუტ () 11:42, 31 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ჰომ არ შეგეძლოთ უფრო დეტალურად და მარტივად აგეხსნათ, თუ არ შეწუხდებოდით და თუ დრო გაქვთ? --Achiko-84 12:15, 31 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, გადადით სპეციალური:ატვირთვა–ზე. Choose ღილაკით ატვირთეთ სურათი. შემდეგ მოკლე აღწერაში უნდა მიუთითოთ ინფორმაცია შემდეგნაირად


{{ინფორმაცია
| აღწერა   = სურათის აღწერა
| წყარო    = წყარო
| თარიღი   = სურათის შექმნის თარიღი
| ავტორი    = სურათის ავტორი
| უფლება   = ლიცენზია
}}

აქედან ყველა ველის შევსება სავალდებულო არაა, გარდა უფლებისა, რომელიც უნდა ამოირჩიოთ აქედან, თუ სურათი თქვენი შექმნილია ჩასვით {{PD-self}}. შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს ფაილის დამატება --ბრუტ () 12:49, 31 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვარსკლავი ინტერვიკთან.

[1] ბეტაში არ ჩანს ჩვენთან. ბულგარულში არის. ხომ არ გაგვეკეთა ანოლოგიური.--TEMURI RAJAVI 16:49, 31 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ინფოდაფა დასახლება

მემგონი ამ თარგს თარგი:ინფოდაფა დასახლება რაღაც ჭირს, რადგან ყველა სტატიაში სადაც კი ის გამოყენებულია აი ამ კატეგორიას სვამს კატეგორია: Coord template needing repair--დათო_დათო 07:42, 18 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რამხელა კატეგორია იყო:) ცხონებული ეს.--იორგი(საუბარი) 08:11, 18 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მივწერე ამ საიტის საკონტაქტო პირს (orthodoxy@wanex.net) და ვკითხე ამა თუ იმ სურათებისა თუ ინფორმაციის გამოყენების შესახებ, მან გამომიგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი:

ვიკიციტატა
„ვიკიპედიის დიდი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, მანდ ლინკების მითითება შეიძლება. თან თავისუფალი ენციკლოპედიაა და დიდი შეზღუდვები არ არსებობს. შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან რაც გამოგადგებათ, გადაიტანოთ ვიკიპედიაში. მივესალმები ქართული ვიკიპედიის შევსებას, მე თვითონაც მინდოდა და ვერ მოვიცალე. საიტის მისამართი შეგიძლიათ ლინკებში მიუთითოთ.“

ასე რომ შეგვიძლია მისი სურათების გამოყენება თარგით {{CopyrightedFreeUse}}, თუ რამე მეშლება მითხარით :)) --ბრუტ () 17:22, 18 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შეტყობინება

ყურადღება! დღეიდან ვიკიპროექტში ახალი სტატიების ჩაწერა აღარაა საჭირო. ამას განახორციელებს სპეციალური ბოტი.

დეტალური - მომხმარებელმა აღარ უნდა განაახლოს ვიკიპედია:ვიკიპროექტი:ეგვიპტე/ახსტატ, რადგანაც მის ნაცვლად ამას ბოტი განახორციელებს.

გთხოვთ ასევე გაითვალისწონოთ,იმისთვის, რომ ბოტმა ჩაწეროს რომელიმე სტატია სიაში, საჭიროა მასში იყოს მითითებული რომელიმე ის კატეგორია, რომელიც კატეგორია:ეგვიპტეში შედის. მაგ. - გიზა (მუჰაფაზა) ზის კატეგორიაში ეგვიპტის საგუბერნატოროები, რომელიც ზის კატეგორიაში ეგვიპტე. შესაბამისად, სტატია, რომელიც შევა ამ კატეგორიაში, ავტომატურად გაჩნდება ახალი სტატიების სიაში.--იორგი(საუბარი) 12:48, 19 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Top5

ქვემოთ გავაკეთე მცირე სტატისტიკა, ქართული ვიკის ტოპ 5 გვერდზე - ეგებ დაგაინტერესოთ:)

1. მთავარი გვერდი 40652
2. საქართველო 6764
3. Ajax 5405
4. ვიკიპედია:თემატური საძიებელი 3455
5. სამხრეთ ოსეთის ომი (2008) 3338
--იორგი(საუბარი) 06:24, 21 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
საიდან მოიძიე? სტატისტიკის გვერდის ბმულიც დადე რა :). — დათო პასუხი 10:49, 21 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
აქ ნახე :)--იორგი(საუბარი) 11:14, 21 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Ajax რატოა ეგეთი პოპულარური? --გოტა (პასუხი) 12:35, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შენ კიდე ის გეკითხა, ვიკიპედია რატომაა პოპულარული.;)--იორგი(საუბარი) 12:46, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყავახანის დაარქივება

მოგეხსენებათ, რომ გიორგობის დღიდან ყავახანის გვერდი ავტომატურად დაარქივდება - ამისთვის სპეციალურადაღზრდილი ბოტი იმუშავებს:-). ახლა გაჩნდა კითხვა - ამ მომენტისთვის ბოტი აარქივებს იმ თემას, რომელშიც ახალი შეტყობინებები 14 დღის განმავლობაში არ ჩაწერილა. არის თუ არა ეს ვადა საკმარისი და ოპტიმალური? თუ არა, გთხოვთ ჩაწეროთ, რა ვადაა ოპტიმალური, რათა ვიმსჯელოთ და ყველაზე ოპტიმალური ვადა ავირჩიოთ.--იორგი(საუბარი) 12:22, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩვენს ვიკიპედიაში, ვფიქრობ, ცოტაა ორი კვირა. ალბათ ერთი თვემდე მაინც... — დათო პასუხი

16:19, 24 ნოემბერი 2009 (UTC)

შენი აზრით, ძველი განხილვა უნდა 30 დღე იყოს? მე რაღაც არამგონია, რომ თუ 15 დღეში რაიმე არ ჩაიწერა, არც ჩაიწერება. მარა კაი ბატონო, ერთი ვარიანტი 30 დღე. სხვა ვარიანტები?--იორგი(საუბარი) 16:51, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მეც 30 დღეს ვუჭერ მხარს --Nika 243 17:08, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოლო დროისთვის 30 დღე მგონი არც ისე ბევრია. 45 ან 60 დღე. ეს ჯობია ჩემი აზრით--TEMURI RAJAVI 17:41, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად 15 დღეს ვემხრობი, რადგან თუ ამ ხნის განმავლობაში ახალი არაფერი მიეწერა ე.ი. ეს თემა აქტუალური აღარ არის და უნდა დაარქივდეს--დათო_დათო 18:01, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხო, მაქსიმუმ 20–25 დღე --ბრუტ () 18:27, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: სანამ ბჭობაა, გადავრთე 30 დღეზე.--იორგი(საუბარი) 18:48, 24 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ადმინებსაც, რომ დაველოდოთ?--TEMURI RAJAVI 05:06, 25 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე ჩემი აზრი ვთქვი უკვე და ალბათ ამ იდეის წამომწყები გადმოიტანს აქაც. - ალ-ო     @ 16:10, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიკიციტატა
„იმ არქივის გვერდი ძალიან პატარაა. ასე უამრავი გვერდი შეიქმნება და რაიმეს პოვნა გართულდება. ყავახანა თემატურად უნდა დაარქივდეს განხილვის საგნის მიხედვით. ზოგადი თემები კი კვარტალში ერთხელ დაარქივდეს (უვარგისი მიმოწერა საერთოდ უნდა წაიშალოს). “
ორიგინალი.--იორგი(საუბარი) 16:19, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კვარტალში ერთხელ ნორმალურია. თუ არ ვცდები ისლანდი თემატურად ააქირვებს (შეიძლება ვცდები). ავტომატი ამას ალბათ ვერ გააკეთებს ვწუხვარ. მიმოწერის უვარგისიანობა - ეს რითი განისაზღვრება? ცანგალა () 17:18, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არ ცდები, უტვინო ბოტი ვერ შეძლებს თემატურად დააარქივოს გვერდი. ხოლო, რაც შეეხება უვარგისიანობას, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი კამათი თუ განხილვა, რისიშემცველიც არ უნდა იყოს ის (ცენზურის საჭირო ვანდალიზმის გარდა), უნდა დარჩეს არქივებში, ვიკიპედია ამით არ გადაიტვირთება (მემგონი :)). — დათო პასუხი 18:21, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ახლა შევამჩნიე:
ვიკიციტატა
 კომენტარი: სანამ ბჭობაა, გადავრთე 30 დღეზე.
- ჩემი აზრით გადაწყვეტილების მიღებამდე საერთოდ უნდა გამოირთოს.--ცანგალა () 18:39, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ გამორთოთ ბოტი.--ცანგალა () 22:19, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ნუს? 30 დღე?--იორგი(საუბარი) 06:40, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ავტოწაშლა

რას იტყვით, ავტოწაშლა რომ შემოვიღოთ? ანუ არსებობს კატეგორია:წასაშლელი გვერდები, ამ კატეგორიას ადმინისტრატორები ახლა ხელით აცარიელებენ. არის საშუალება, რომ ეს საქმე ბოტს გადავაბაროთ. რას იტყვით იმაზე, რომ ბოტმა პერიოდულად დააცარიელოს ეს კატეგორია?--იორგი(საუბარი) 15:24, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგი იდეაა მე მომხრე ვარ --Nika 243 15:41, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ყველაფრის ავტომატიზაცია გამოიწვევს უმუშევრობასა და კრიზისს ვიკიპედიაში :) მალე იქამდე მივალთ რომ სტატიებს ბოტები ავტომატურად დაწერენ და ჩვენ, ფუქციადაკარგულ, უმუშევარ ყოფილ ვიკიპედიელებს შეგვცვლიან  :) (ხუმრ..) ისე, ყველაფრის ავტომატურად ამუშავება... ზოგი რაღაც მართლა კარგია, მაგრამ ზოგ რამეს ჩვეულებრივი მომხმარებელი უკეთ გააკეთებს და არცაა საჭირო იგი ბოტმა შეცვალოს... ავტოწაშლას რაც შეეხება, შეიძლება კარგია, შეიძლება ცუდი, მაგრამ მე თავს ვიკავებ ამ კონკრეტული სათაურის ქვეშ ჩემი აზრის დაწერას (ალბათ ვმერყეობ :))... — დათო პასუხი 16:33, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მერე {{წასაშლელი}}სთან ერთად {{მოიცადეთ}} რო იქნება, რას იზავს ბოტი? --გოტა (პასუხი) 17:39, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

{{მოიცადეთ}} წასაშელთან არ უნდა გამოიყენებოდეს. {{მოიცადეთ}} გამოიყენება მხოლოდ {{წაშლის კანდიდატი}}სთან.--იორგი(საუბარი) 17:49, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დათო გარკვეულწილად მართალია. ამ საკითხში ბოტებს სრული უფლებები არ უნდა მიენიჭოს. არსებობს ისეთი სტატიები რომლებლების წაშლა არ წაშლა მომხმარებლების დიდი ბჭობის შემდეგ წყდება. მგონი მათ ჩვეულებრივი ვანდალური და უვარგისი სტატიები უნდა წაშალონ რომლებიც ასე ხშირად იქმნება ვიღიმი.--Nika 243 18:35, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამგვარი სტატიებისთვის არსებობს {{წაშლის კანდიდატი}}, ანუ ის, რომ ბოტი შემთხვევით წაშლის საკამათო სტატიას - არაა არგუმენტი.--იორგი(საუბარი) 18:43, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დათო მართალია, ბოტებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ და ადმინების სამუშაოში არ უნდა ჩაერიონ --ბრუტ () 19:30, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტულად ხომ ვერ იტყვი, რა არის ბოტის სამუშაო? მეორე, ადმინისტრატორებს სხვა ბევრი საქმეც აქვს (სტატიების წერა მაგალითად).--იორგი(საუბარი) 19:31, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
სტატიების წერა? იმედია იხუმრე. ახლა რაც შეეხება ავტოწაშლას. მე პირადად ადმინისტრატორის უმუშევრობა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ავტოწაშლამ არ გამოიწვიოს იმ სტატიების წაშლაც, თუ ვანდალიზმის მიზნით ვინმემ თარგი წასაშლელი ჩასვა შედარებით კარგ სტატიებში. პირადად მე, როდესაც კატეგორია:წასაშლელი გვერდები, ყველა სტატიის წაშლა ამ მსურს მიუხედავად იმისა, რომ სტატია უხარისხოა. ზოგჯერ ის უხარისხო სტატიაც რაღაცა მცირე ინფორმაციას იძლევა. შეიძლება ვცდები. შედი კატეგორიაში და წაშლას უნდა წამი, ხოლო სტატიის დაწერას წამი ნამდვილად არ ყოფნის.--ცანგალა () 19:53, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

წამი ნამდვილად არ უნდა - ა) ბოტი ღამის 12 საათზე ირთვება, მანამდე კი მგონი მოვასწრებთ ვანდალიზმის განეიტრალებას. ბ) ბოტისთვის შეიძლება ბრძანების მიცემა, რომ წაშალოს მხოლოდ ის სტატია, რომელიც კატეგორიაში გარკვეულ დღე ზის.--იორგი(საუბარი) 19:56, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ერთი მითხარი, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ მომხმარებელსა და ადმინისტრატორს შორის? არაფერი, გარდა იმისა, რომ მათ მომხმარებლის დაბლოკვა და გვერდის წაშლა შეუძლიათ. თუკი ეს მოვალეობაც აღარ ექნებათ, მაშინ ადმინისტრატორობის გარეშეც შეუძლიათ ყველა მოქმედების გაკეთება. ამ შემთხვევაში გამოვა რომადმინებს ექნებათ არა დამატებითი მოვალეოები, არამედ უბრალოდ სახელი... ეს კარგია თუ ცუდი თქვენ გადაწყვიტეთ. მეორე: უბრალოდ მაინტერესებს. სტატიის წაშლა მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია. გამოდის რომ რობოტი ადმინისტრატორად უნდა ავირჩიოთ, რომ ამ მოვალეობის შესრულება შეძლოს? თუ ეს სხვაგვარად მოხდება? — დათო პასუხი 20:00, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ადმინისტრატორობა არის უბრალოდ ტექნიკური დროშა. ეს ერთი. მეორე, რაში სჭირდება ბოტს ვინმესი დაბლოკვა? მეორე, ამ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკურ დროშას რობოტი იღებს, სტანდარტული არჩევნები აუცილებელი არაა (რუსულში და ინგლისურში ესეა, თუმცა თუ აღმოჩნდება ვინმე, ვინც თვლის რომ ბოტის მფლობელი სანდო პიროვნება არაა, შეიძლება არჩვნებიც ჩატარდეს.) ანუ უბრალოდ ვთხოვთ მალაფაიას მისცეს ტექნიკური დროშა.--იორგი(საუბარი) 20:16, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც შენი ნათქვამიდან გავიგე, ადმინისტრატორების ჩვეულებრივი მომხმარებლებისაგან განსხვავებული მოვალეობა იქნება ვანდალთა დაბლოკვა. ბოტს კი მივანიჭებთ ადმინის უფლებებს, რათა მან თავისი მოვალეობა შეასრულოს... ყველაფერს კი იქით მივყავართ, რომ მომავალში შეიძლება ვიკიპედიაში ადმინისტრატორები აღარ იყვნენ(?), დასაბლოკი მომხმარებლის დაბლოკვასაც შეძლებენ ალბათ ადმინი ბოტები. სწორად გავიგე?— დათო პასუხი 20:23, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არა, სანამ ხელოვნური ინტელექტი არ შეიქმნება, მანამ დამბლოკველი ბოტი არ იქნება.--იორგი(საუბარი) 20:26, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ოდესმე ხომ შეიქმნება :). — დათო პასუხი 20:44, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არამგონია უახლოეს მომავალში შეიქმნას. ისე თვითონ ადმინისტრატორები რა აზრის არიან სამუშაოს შემცირებაზე?--იორგი(საუბარი) 20:47, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
სამუშაოს შემცირება ყოველთვის კარგია. თარგის ჩასმის მაგივრად მომხმარებლები სტატიებს თუ გააუმჯობესებენ უკეთესი იქნება. მაგრამ „აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია“. გთხოვთ იხ. კატეგორია:წასაშლელი გვერდები რამდენი გვერდია წასაშლელი (27), ხოლო 14 მომხმარებლების მიერ შექმნილი monobook.js. რატომ მოხვდა ამ კატეგორიაში? იქნებ გაასწოროთ. ანდა ბოტებს ვთხოვოთ. ისე სხვა მომხმარებლების აზრიც საინტერესოა. ერთპიროვნულად ნუ იცით გადაწყვეტა და ისიც 12 საათში.ცანგალა () 22:29, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითი, სად მუშაობს ამგვარი ბოტი? მე ამ ბოტის, ამ ეტაპზე, წინააღმდეგი ვარ. - ალ-ო     @ 22:34, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოტის მიერ სტატიების ავტომატურად წაშლის წინააღმდეგი ვარ. მიზეზი ასეთია: ახლა კი ჩვენ ვართ აქ ვიკიპედიაში და ყოველდღე ვუყურებთ ვინმე მაინც. მაგრამ არ არის გარანტია, რომ მომავალშიც მუდმივად ასე იქნება. შეიძლება, გარკვეული ხანი მაინც, არავინ შემოვიდეს აქა და ვიკიპედია სრულიად მიტოვებული იყოს. ასეთ დროს ვინმე ვალდალმა რომელიმე სტატიაში წასაშლელის თარგი რომ ჩასვას, ის ავტომატურად წაიშლება. ანდა გამორიცხული არ არის, რომ უბრალოდ ჩვენ გამოგვრჩეს ამგვარი ქმედებისთვის თვალყურის დევნება, რომც აქ ვიყოთ. - Island 01:49, 28 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

იმდენი ლოგიკური არგუმენტი იქნა წამოყენებული რომ მე ამ თემასთენ დაკავშირებით ნეიტრალობას ვინარჩუნებ :)--ნიკა 05:48, 28 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი. — დათო პასუხი 06:45, 28 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მთელი ამ დისკუსიის შედეგად მგონი შეგვიძლია დავასკვნათ: რომ ამ ეტაპზე ავტოწაშლის შემოღება არ მოხერხდება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც --ბრუტ () 08:17, 28 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რუკები ქართულ ვიკიპედიაში

მინდა დავეხმარო ქართულ ვიკიპედიას ისტორიული რუკებით, რის ნაკლებობასაც ის განიცდის. რუკები იქნება ქართულ ენაზე. მაგრამ რა ფორმატში უნდა გამოვგზავნო, იქნებ შემატყობინოთ (შემიძლია ნებისმიერ ფორმატში გავაკეთო). და ასევე მაცნობეთ, სად შეიძლება მოვათავსო. ხომ არ არის რაიმე სპეციალური ადგილი (ან folder-ი? ვერ ვერკვევი თქვენს სისტემაში). გთხოვთ მომწეროთ ელ-ფოსტაზე: cqwito@gmail.com

საუკეთესო სურვილებით ცქვიტო 07:35, 29 ნოემბერი 2009 (UTC)

ქართულენოვანი რუკები შესანიშნავაია. რაც შეეხება ფორმატს - რეკომენდირებულია შეიქმნას .svg ვერსია, თუმცა .png ან რაიმე სხვა ფორმატებიც მისაღებია. ფაილის ატვირთვისას უნდა ჩაწეროთ შესაბამისი ლიცენზია. ატვირთვისთვის გამოიყენეთ სპეციალური ფორმა.--იორგი(საუბარი) 08:40, 29 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ყველა ფორმატს ვერ ატვირთავთ. აი ეს არის სრულის სია იმ ფორმატებისათვის, რომლებიც ვიკიპედიაშია მიღებული: png, gif, jpg, jpeg, xcf, pdf, mid, ogg, ogv, svg, djvu, oga. ამათგან, თუ თქვენთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, svg საუკეთესო იქნება რუკებისათვის. შეგიძლიათ გიორგის მიერ მითითებული ფორმით ატვირთოთ. ამ შემთხვევაში მას ქართული ვიკიპედია გამოიყენებს მხოლოდ. თუ გსურთ, რომ თქვენი ნაშრომი ყველა ვიკიპედიაში და ვიკიპედიის დობილ პროექტებში იქნეს გამოყენებული (ნათარგმნი), მაშინ შეგიძლიათ ვიკიმედიის საერთო საცავზე ატვირთოთ. არ დაგავიწყდეთ ლიცენზიის მითითება. თქვენს შემთხვევაში, რადგან თავად ქმნით რუკებს, ალბათ {{PD-self}} გამოგადგებათ. — დათო პასუხი 10:21, 29 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
Too much bla-bla-bla. არ შეიძლება რუკები უფრო მარტივად მოგაწოდოთ და მერე თქვენ თითონ რაც გინდათ ის უყავით.ცქვიტო 06:04, 1 დეკემბერი 2009 (UTC)
არაფერი თუ მაჩ ბლა ბლა ბლა არ არის :) 1 წუთის საქმეა ატვირთვა. --გოტა (პასუხი) 23:04, 1 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

იქნებ დამეხმაროთ ისტორიის ფალსიფიკაციის მაგალითების მოძიებაში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ადრე სიუჟეტიც გავიდა რუსტავი 2-ზე იქ ვიკიპედიის მასალებიც იკო ჩართული მაგრამ ვერ ვიპოვე. წინასწარ მადლობა. --kravai 10:33, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


მისალმება

არ შეიძლება რომ ახალ მომხმარებლებს ბოტმა (ალბათ გიორგის :)) დაუწეროს {{სალამი}} ან {{ახმომხ}}? --ბრუტ () 11:33, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოტისთვის ბრძანების მიცემა მარტივია, მაგრამ ორი რამაა გასარკვევი - პირველი იყოს თუ არა ხელმოწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოტი კითხვის დამსმელს ვერ უპასუხებს, ლოგიკურია რომელიმე ცოცხალი მომხმარებლის ხელმოწერა ეყენოს შეტყობინების ბოლოს. ჩნდება კითხვა - ვისი ხელმოწერა? რადგანაც ბოტის მფლობელი სავარაუდოდ მე ვიქნები, გამოდის, რომ ჩემი ხელმოწერა უნდა ეყენოს, რისი წინააღმდეგიც ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრებაა ხელმოწერის სტანდარტული ტექსტი (ანუ მომხმარებლის სახელი/ზედმეტსახელი მაგ.არგელოდი, ზვიგენტი ან რაიმე მისთ.:))) შეიცვალოს ამ ტექსტით - კითხვის დასმისთვის ამ ბმულს დააჭირეთ. ახლა კიდევ ერთი - ახალბედას მიერ ბევრი "ახალბედური" შეკითხვით ჩვეულებრივი ყავახანის გადატვირთვა არ ღირს - ანუ შეიქმნას ყავახანის კიდევ ერთი განყოფილება, მაგ. პპვიკიპედია:ყავახანა/კითხვები]] და ბმულიც ამ გვერდზე გადადიოდეს. ხელმოწერის პრობლემასაც მოვიშორებთ, და ყავხანასაც აღარ გადავტვირთავთ.--იორგი(საუბარი) 11:49, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ოკ, გასაგებია:)) --ბრუტ () 11:51, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ რომ მომხმარებლებს მივესალმებით პირადად. არანაირი ბოტი არაა საჭირო... ძალიან გადაღლილები ვართ მომხმარებლის გვერდზე თარგის ჩასმით? :)) — დათო პასუხი 17:53, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სწორია დათო, სტატიებს არ ვწერთ, ეს მაინც გავაკეთოთ, თორემ გავზარმაცდებით და გავსუქდებით არარეალურად ვიკრიჭები--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 19:32, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კაი არ მცემოთ, ვიკრიჭები ერთი ვთქვი --ბრუტ () 19:41, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არა, გენაცვალე, არ გცემთ =)--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 19:44, 3 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Mere rato ar wert? Modi tkven statiebi daweret da momxmareblebs botic kargad miesalmeba. GoTA

ქართულ ვიკიპედიაში საკმაოდ ცოტა მუშა რედაქტორია, ამიტომ შძლებისდაგვარად იწერება სტატიები. ახალ მომხმარებლებზე მისალმება რა პრობლემაა, მაგას ჩვენც კარგად ვაკეთებთ :]--ნიკა 04:33, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

1.) დათოს - თუ რთული არაა, შემახსენე სად ვისაუბრეთ. მე როგორც მახსოვს წინა განხილვა იმით დამთავრდა, რომ ბოტის არ ქონის გამო ეს აზრი მმ.. ჩაიფუშა.

2.) თემურს - სტატიებს რომ არ წერთ ამაში საამაყო არაფერია.

3.) პირადად მე ამის კეთება მომბეზრდა. დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია აქვს სანდროს.

4.)ამ თარგებს აქტიურად ძირითადად სწორედ მე, სანდრო, ლიკა, ჯაბა და დათო 1010 ვსვამთ. დათო, ბოლოს მისალმების თარგი როდის ჩასვი :)?--იორგი(საუბარი) 06:19, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოლო დროს თუ არ ვაქტიურობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არასდროს ვყოფილვარ აქტიური. ჩამისვამს, და შესაძლოა თქვენზე მეტიც, თუმცა მე არ მომბეზრებია ახალი მომხმარებლებისთვის ამეხსნა ყველაფერი, რაც ვიკიპედიაში იყო საჭირო. სად ვისაუბრეთ ამის მოძებნა გამიჭირდება... სადღაც არქივებში იქნება. ბოლო გადაწყვეტილება კი ის იყო, რომ მომხმარებლები ჩასვამდნენ (სწორად მახსოვს). — დათო პასუხი 09:11, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მოძებნე გეთაყვა.--იორგი(საუბარი) 09:24, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე გამაკეთებინეთ მაინც. ერთი სადაა აქ შედეგი, შეჯამება ან რაიმე მისთანა? როგორც ჩანს, ნომინატორს დაეზარა საქმის ბოლომდე მიყვანა.--იორგი(საუბარი) 09:31, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
აუცილებელი არაა ბოლოში შეჯამება ეწეროს. მაშინაც შეგვეძლო მაგის გაკეთება, მაგრამ არ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ მომხმარებელი უკეთ ასრულებს მაგ მოვალეობას. (თუ ამჩნევ, აზრი შემიცვლია :)) — დათო პასუხი 09:51, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
რას ასრულებს მომხმარებელი უკეთ?! რედაქტირებას აჭერს და თარგს სვამს??? იმედია ხუმრობ. ეს არგუმენტი ნამდვილად არ არის.--იორგი(საუბარი) 09:58, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არ ვხუმრობ. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ბოლოში კონკრეტული მომხმარებლის ხელმოწერა რომ წერია, ეს უკეთ დაეხმარება მომხმარებელს. პირდაპირ შეეკითხება აქტიურ მომხმარებელს. როდესაც გვერდია მითითებული, სადაც კითხვები უნდა დასვავს, იქ შეიძლება ერთხელ კითხვის დასმის შემდეგ არც შეიხედოს და ვერც გაიგებს მანამ, სანამ ყვითელი აბრა არ გამოუხტება ვიკიპედიის მთავარ გვერდზე, ახალი შეტყობინების მაუწყებელი. ამიტომ, მომხმარებლებთან პირადი კონტაქტი, პირადად თვითოეულთან ცალ–ცალკე ახსნილი უფრო ამართლებს, ვიდრე რომელიღაც გვერდზე თავმოყრილი კითხვა–პასუხი.— დათო პასუხი 10:04, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
იმ გვერდზე ჩაიწერება მარტო შეკითხვა. პასუხს დაინტერესებული აქტიური მომხმარებელი მისწერს ახალბედის განხილვის გვერდზე. გარდა ამისა, ეს უფრო გამართლებულიც არის - მაგალითად, ფაილები ლიცენზირებაში მე უფრო ვერკვევი ვიდრე სიტყვაზე შენ, მაგრამ შენ უფრო ერკვევი აკაბია თუ აქაბი. ამითაცაა ეს უფრო ხელსაყრელი. მომხმარებელი თავისთვის საინტერესო შეკითხვაზე გასცემს პასუხს.--იორგი(საუბარი) 10:09, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
იმ მომხმარებელს, რომელსაც აინტერესებს აკაბია თუ აქაბი, შენ ჩემთან გამოგზავნი, ხოლო იმას რომელსაც ფაილები – შენ გამოგიგზავნი :) მე, მაგალითად, რომელიმე ზოგად გვერდზე დასმულ კითხვას უფრო გვიან გავცემ პასუხს, ვიდრე ჩემს პირად განხილვაზე... — დათო პასუხი 10:12, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არსებობს ერთი კარგი ფუნქცია, მას ჰქვია "კონტროლი". დააყენებ იმ გვერდს კონტროლზე და ეგაა. რაიმე სხვა ობიექტური არგუმენტი საწინააღმდეგოდ არსებობს?--იორგი(საუბარი) 10:21, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ვემხრობი, რომ ეს საქმე ბოტს დავავალოთ --გოტა (პასუხი) 10:29, 4 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თოვლი

ხომ არ გვინდა თოვლი? ;) საახალწლო განწყობა და მისთანა? user:Gaeser/monobook.js აქ სატესტო ვერსია.--იორგი(საუბარი) 17:58, 5 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე გავეცნობი :)) --ბრუტ () 18:08, 5 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ფიფქებმა არ შეგაშიონონ :) მაქსიმალურად ვეცადე სუ-ს დაცვა. თუ დავაყენებთ, ნორმალური ფიფქის დახატვა პრობლემა არ იქნება.:)--იორგი(საუბარი) 18:12, 5 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ბეტაში არ ჩანს?--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 20:24, 5 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არ ჩანს. ან ესეთი ფიფქები რა უბედურებაა =)))) ისე მათემატიკური ქანქარის სისტემით მოძრაობს--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 20:26, 5 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
თემურ, ბეტაში "ясный перец" არ იმუშავებს. ბეტაში ასამუშავებლად user:თეკა/vector.js-ში უნდა ჩასვა კოდი ;)--იორგი(საუბარი) 05:14, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
რამდენიმე კითხვა - ა) რამდენი ფიფქი გვინდა ბ) რამდენ წამში გაქრნრნ ეს ფიფქები (ან მუდამ იყვნენ;)? გ)ფიფქის სურათი...--იორგი(საუბარი) 06:30, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
თქვენა და Hot Cat?:) --ბრუტ () 07:07, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
არაფერ შუაშია:) ეს მე წავშალე მთელი მონობუკები, ფიფქის ტესტსთვის წაშლა არაა საჭირო. უბრალოდ ცხელი კატის ქვევით გადააკოპირე ეს ფიფქების კოდი.--იორგი(საუბარი) 07:13, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
შემმოწმებლებო როგორაა საქმეები?:) --იორგი(საუბარი) 13:26, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე მომწონს, საახალწლო განწყობას ქმნის:)) --ბრუტ () 13:55, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ ჩანს ფიფქები ჩემთან :| --გოტა (პასუხი) 14:05, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა არ ჩანს:) ამ გვერდზე რაცაა გადააკოპირე ამ გვერდზე და გაჩნდება:)--იორგი(საუბარი) 14:11, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
და მერე რესტარტიც მიეცი:)) --ბრუტ () 14:33, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცოტა პატარა ფიფქები უნდა იყოს... რავი მე არ მომეწონა --გოტა (პასუხი) 14:39, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რესტარტი არაა საჭირო. მოკლედ, ესსე მაქვს დასაწერი მონობუკებთან დაკავშირებით.:) ახლა გოტას. კონკრეტულად რა არ მოგეწონა? თუფიფქის ნახატები, ესენი ბეტავერსიაა და ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს. თუ სხვა რამე - დაწერე, ყოველთვის საინტერესოა.--იორგი(საუბარი) 14:42, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველა გადასვლაზე რომ ფიფქებს აგდებს რატომღაც მე ვერ შევეგუე. ისე კარგია :]--ნიკა 14:56, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ისე ამ ფიფქების გათიშვა და ჩართვა არ შეიძლება როდესაც მე მომინდება?--ნიკა 14:58, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მედიავიკების რედაქტირება რომ შემეძლოს, გაგიკეთებდით გაჯეთს.

ფიფქების მოსშორებლად მონობუკის წაშლა არ არის საჭირო!შენახვის შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ ბრაუზერის ქეშის გაწმენდა ცვლილებების სანახავად. Mozilla / Firefox / Safari: დააჭირეთ Shift Reload-ზე დაწკაპებისას, ან დააჭირეთ Ctrl-Shift-R (Cmd-Shift-R Apple Mac-ზე); IE: დააჭირეთ Ctrl Refresh-ზე დაწკაპებისას, ან დააჭირეთ Ctrl-F5; Konqueror:: მხოლოდ დააწკაპეთ Reload ღილაკს, ან დააჭირეთ F5; Opera შესაძლოა საჭირო გახდეს ქეშის სრულიად გაწმენდა Tools→Preferences-დან. --იორგი(საუბარი) 15:01, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხო დავწერე, ცოტა პატარა ფიფქები უნდა იყოს მეთქი. ეგაა ჩემი აზრი და მაგიტო არ მომეწონა ამხელა ფიფქები. --გოტა (პასუხი) 15:03, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ახლა კაია? თუ კიდე დავაპატარავო?--იორგი(საუბარი) 15:31, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გოტა, ფიფქები არა, ბიზონები ცვიოდნენ --თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 18:52, 6 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Google Chrome-ში სხვა გვერდზე გადასვლისას ხანდახან მარტო ფიფქები ჩნდება და ტექსტი არა (ბეტაში). - Island 05:14, 7 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

35.000

გილოცავთ 35000 სტატიას, ახალ წლამდე ეს ლოგო რომ იყოს?
ფაილი:35000wikika.png
--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 07:20, 8 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
პრეს რელიზი გვინდა?--იორგი(საუბარი) 08:16, 8 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი შეიძლება სერბულ ვიკიპედიაშია ზუსტად ასეთი (ოღონდ იქ 25 000–ია).--გიორგი გუგბერიძე 08:31, 8 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არჩევნები

კოლეგებო, მიმდინარეობს ადმინისტრატორის არჩევნები. გთხოვთ ყველამ გამოთქვათ აზრები და სურვილასამებრ დაუსვათ კანდიდატს შეკითხვები.--იორგი(საუბარი) 13:29, 8 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ლიცენზიები და ეთიკა

სავარაუდოდ, წესების დამორჩიელბება სავალდებულო იყო - მაგრამ არა, როგორც აღღმოჩნდა წესები მხოლოდ სხვა მომხმარებლებისთვის არსებობს. ეს ნათლად აჩვენა ჩემმა საუბარმა ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორ ალსანდროსთან - ჩემს შენიშვნაზე, რომელიც ფონდ ვიკიმედიის პოლიტიკან გამომდინარეობდა, ალსანდრომ ჯერ ჩემს მიერ თავის მობეზრებაზე ისაუბრა და მერე მაიმუნი მიწოდა.

1) რომელი ჩვენგანი იყო მართალი - მე, რომელმაც ფონდის გადაწყვეტილებებზე მოვიყვანე ბმულები თუ ალსანდრო რომელმაც ამ წესების შესრულება არ ისურვა?

2) რამდენად მიღებულია ამგვარი ქცევა ადმინისტრატორისთვის? --იორგი(საუბარი) 07:54, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოდოშით, რომ ვერევი, მაგრამ ჩვენს ვიკიში სიმართლე ფარდოვითია, მითუმეტეს, როდესაც საქმე პატრიციებსა (ადმინები) და პლებეიოსებს (უბრ. მომხმარებელი) ეხება =)--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 08:20, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ერთს ვიტყოდი, მე ალსანდროსთან ურთიერთობამ ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ალსანდროს აზრით კანონი და წესი თავადაა ვიკიპედიაში.--წკაპო 09:13, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


დაძაბულობა არაა საჭირო, საქმეს ნუ გავართულებთ. გთხოვთ თავი შეიკავოთ, ეს მეგობრული რჩევაა. --ჯაბა ლაბაძე () 09:22, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დაძაბულობას არ ვიწვევ - ვკითხულობ, რომელი ჩვენგანია მართალი. --იორგი(საუბარი) 09:27, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს ყველას შეეხება გიორგი მარტო შენ არა--ჯაბა ლაბაძე () 09:29, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ან რაც წვალობთ, რას ნერვიულობთ? ალსანდრო ამას მაინც წაშლის ვიკრიჭები--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 09:49, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რაც არ უნდა იყოს განხილვები არ იშლება, იმედია ალო ამაზე არც ფიქრობსვიღიმი --ბრუტ () 09:55, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა წესით არ უნდა წაიშალოს... მარა კარგი სიმღერა არის რუსული Короли ночной Вероны, нам не писаны законы =)))--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 10:09, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო თავს ზედმეტის უფლებას აძლევს, რასაც ყველა ვიკიპედიელი ამჩნევს, ეს უნდა მორჩეს.--92.54.223.178 11:39, 11 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლების მონობუკები

მომხმარებლების მონობუკები, სულ 15, კატეგორია:წასაშლელი გვერდები–ში ყრია, ამიტომ ამოსაყრელად ყველას ვთხოვ თავ–თავიანთ მონობუკებში //თარგ წასაშლელის ღილაკი–ში თარგი:წასაშლელი <includeonly>–ში ჩასვან. ანუ ესე: <includeonly>{{წასაშლელი}}</includeonly> --ბრუტ () 17:36, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი სახელი გაქრა მაგ 15–დან. დამნაშავეც მე ვარ, კოდის ის ნაწილი, რომელშიც წასაშლელი წერია, მე მოვიგონე და მერე ჩემგან გავრცელდა... — დათო პასუხი 18:01, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი <includeonly></includeonly> შველის არა? --ბრუტ () 18:10, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი არ უშველა--ჯაბა ლაბაძე () 18:18, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეგ ადგილი უნდა ამოშალოთ, ერთი ღილაკი გაგიქრებათ რედაქტირების ფანჯარაში. — დათო პასუხი 18:22, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მოიცა ნუ ჩქარობთ, მინიმუმ 1 დღე მოგიწევთ ცდა, სანამ ქეში გაიწმინდება:) --ბრუტ () 18:23, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
P.S. მარა ჩემი რო ამოიშალა:)))) --ბრუტ () 18:24, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა <nowiki></nowiki> მოაშორეთ:) --ბრუტ () 18:26, 16 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ჩემმა ცდამ არ გაჭრა, :( სტატიაშიც ჩნდება <includeonly></includeonly> იქნება ისლანდმა რამე მოიფიქროს, რომ ამოვყაროთ ბოლო–ბოლო კატეგორიიდან:) --ბრუტ () 05:55, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

//თარგ წასაშლელის ღილაკი
mwCustomEditButtons[mwCustomEditButtons.length] = {
"imageFile": "http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/a5/Button_not_done.png",
"speedTip": "",
"tagOpen": "{{წასა",
"tagClose": "შლელი}}",
"sampleText": ""}

ამით შეცვალე.--გიორგი, 06:47, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა მგონია მაგან უშველოს ადრე მქონდა[2]

//თარგ წასაშლელის ღილაკი
mwCustomEditButtons[mwCustomEditButtons.length] = {
"imageFile": "http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/a5/Button_not_done.png",
"speedTip": "წასაშლელი",
"tagOpen": "{{წასაშლელი|",
"tagClose": "}}",
"sampleText": ""}

მაგრამ არ გაჭრა --ბრუტ () 06:58, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რომ უკვე უშველა? [3]--გიორგი, 07:00, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიღიმი --ბრუტ () 07:03, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს ერთი ღილაკი რა გახდა? :) ბოლობოლო იმ ერთ სიტყვას ხელით დაწერთ... ამოშალეთ ეგ კოდი (მარტო ერთი ღილაკი გაქრება). — დათო პასუხი 09:02, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კომენტარით დააგვიანე. გავაკეთეთ უკვე. :)--გიორგი, 09:06, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ მაშინ :) — დათო პასუხი 09:11, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შეცდომის შეტყობინება

რუსულ და რამდენიმე სხვა ვიკიპედიაში მოქმედებს ე.წ. შეტყობინება შეცდომის შესახებ. მისი არსი ამაშია - მარჯვენა მენიუს ემატება ღილაკი "შეცდომის შეტყობინება". მასზე დაჭერისას მარტივი ჯავასკრიპტის ამუშავებით გამოხტება სპეციალური ფორმა, რომელშიც 2 ველია და რომლის შევსების შემდეგ შეტყობინება სპეციალურ გვერდზე გამოჩნდება. ამ ხერხის მთავარი + ის არის, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას აქვს რეფლექსი განხილვაში კი არ ჩაწერონ, არამედ პირდაპირ დაუკავშირდნენ ადმინისტრაციას.--გიორგი, 18:22, 18 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მარცხენა მენიუ

Support/ka უკვე ამოქმედდა აი აქ, მარცხენა მენიუში (მონაწილეობაში) კი შემოწირულობების ბმული კვლავ ინგლისურს გვაჩვენებს. შეიძლება შეიცვალოს?--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 08:27, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეგვიპტის ისტორია

მინდა ეგვიპტის ისტორიაში ჩავამატო მთლიანი ქრონოლოგიური ტაბულა. ასევე შესასწორებელია ზოგიერთი ტერმინი: მაგ. პტოლემეების, პტოლემეს მაგივრად უნდა იყოს პტოლემაიოსები, პტოლემაიოსი და ა.შ. ეს ტერმინები პირდაპირ არის რუსულიდან გადმოღებული. სამწუხაროდ რატომღაც რედაქტირება ვერ ხერხდება. ეტყობა ვიკიპედია ღია პროექტი აღარაა.ცქვიტო 15:35, 19 დეკემბერი 2009 (UTC)

ვიკიპედია ყოველთვის იყო, არის და იქნება ღია პროექტი, დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისათვისაც კი! თუკი ყავახანის რედაქტირება შეძელით, ჩვეულებრივ სტატიაში შესწორების შეტანა არ უნდა გაგიჭირდეთ. უბრალოდ გვერდის ზემოთ სპეციალურ "ყუებში" მოძებნეთ რედაქტირება (როგორც ეს ამ გვერდზე გააკეთეთ) და ბოლოს დააჭირეთ ღილაკს "შენახვა". დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს ვიკიპედიაში! — დათო პასუხი 16:17, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვითხოვ IP ბანს

ვითხოვ IP ბანს პიროვნებებზე, რომლებიც შემოდიან და აფუჭებენ სტატიებს დისნეის ანიმაციურ ფილმებზე. თავად ინგლისურენოვანები არიან და ჰგონიათ, რომ ინგლისურ-ქართული ონლაინ თარჯიმნით შეუძლიათ თარგმნა და სტატიების ჩასმა. არსებულ სტატიებში რაღაც უაზრობებს სვამენ. ამიტომ ვითხოვ, მათი IP ოქმები ბლოკირებული იქნას. --ციკლოვშიკი 18:20, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა. 18:40, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძლივს. აი თურმე ვინ ყოფილა --ციკლოვშიკი 18:46, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი, ვუსტჯემ თქვა. მგონი თემა დაიხურა?--Gaeser 18:47, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ალბათ, არ ვიცი. მაგრამ ისე დიდი ხანია, აწუხებს აქაურობას. რამდენიმე თვე იქნება. --ციკლოვშიკი 18:48, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
დასვენების დრო ჯერ არ არის. კიდევ მოქმედებს. --ციკლოვშიკი 19:30, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისევ გამოჩნდა 74.230.35.187 --ციკლოვშიკი 21:24, 19 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის შეცდომები

კოლეგებო, ვინმეს ხომ არა აქვს ქართული ენის სტანდარტული შეცდომები? მაგ. ჩემის აზრით -> ჩემი აზრით. მათი გამოსწორება ერთბაშად შეიძლება, მაგრამ სია მჭირდება.--Gaeser 19:00, 24 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მასეთი რამ მგონი არც არსებობს, მაგრამ რაც ახლა მახსოვს დავწერ:

შეცდომაასწორია
ჩემსა და შენს შორის – მე და შენ შორის
ჩემსა და მას შორის – მე და მას შორის
რო – რომ
რაღაცები – რაღაცები
ვიღაცები – ვიღაცები
კვირები – კვირები
გაათავისუფლა – გაათავისუფლა/განათავისუფლა - გაკეთდა
აღადგინა – აღადგინა
მეორეული – მეორეული - გაკეთდა
რეები – რაები
ესეეთი – ასეთი
განასხვავებს – განასხვავებს/გაასხვავებს
ჩემსკენ – ჩემკენ
შენსკენ – შენკენ
ჩემს/შენს გამო – ჩემ/შენ გამო - N არ გაკეთდა (არამგნია რომელიმე სტატიაში იყოს და განხილვის გვერდების შესწორება მიუებელია)
ორივე – ორივე

აქ შეიძლება ბევრი სიტყვა არ გამოდგეს ენციკლოპედიისათვის, მაგრამ მაინც. — დათო პასუხი 19:42, 24 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა გაკეთდა? --გოტა (მომწერე) 10:02, 25 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რამოდენიმე = რამდენიმე, რა თქმა უნდა = რა თქმა უნდა --გიგა პასუხი 03:41, 22 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის გამოყენების შესახებ

ახლახანს წავაწყდი ამას - http://wikipedia.ucoz.org/ , რომელიც top.ge-ზე wikipedia-ს ძებნისას ამოვარდა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? მითითება არ არის ქართულ ვიკიპედიაზე, არა და ბმულებს სწორედ აქ გადმოვყავართ. --Rastrelli F 15:16, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? –ბრუტ () 15:23, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ოფიციალური შეტყობინება, მაგრამ ამას ვკითხულობ ჩიტი ბრდღვნად ღიირს?! კონტაქტიც კი არ წერია. R. 15:31, 28 დეკემბერი 2009 (UTC)
მაგას მე ვეცდები მივხედო.--გიორგი, 15:46, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მოიცადეთ! რატომ არის ცუდი? პირიქით კარგი რეკლამაა ვიკიპედიისთვის. არა? ჩვენ ტოპ.ჯი-ზე რეგისტრაციის უფლება არ გვაქვს, უქოზის პროტოტიპს აქვს, იქიდან ჩვენს სესახებ მეტი ხალხი იგებს, ბმული ხომ მაინც აქ გადააქვთ =). ასე რომ მადლობა უნდა გადავუხადოთ ავტორს. მე ვფიქრობ, რომ უფრო რეკლამაა ვიდრე იდეის მიტაცება--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 15:55, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ვერ დაგეთანხმები –ბრუტ () 15:59, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
თემურ, თითქმის ვიკის ყველა გვერდს უწერია ბოლოში: „მოცემული ტექსტი წარმოდგენილია Creative Commons Attribution/Share-Alike ლიცენზიით; იხილეთ გამოყენების წესები.“ R. 16:04, 28 დეკემბერი 2009 (UTC)
ლიცენზიის დარღვევა ფონდის რეზოლუციებიდან გამომდინარე სერიოზული დანაშაულია. ეს ერთი. მეორე ფონდის და ყველა ვიკიპროექტის ლოგო დაცულია საავტორო უფლებებით, მათი გამოყენება მარტო სტუარდის ნებართვით შეიძლება.--გიორგი, 16:06, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ღმერთო ჩემო, დამესიეთ =))). მე ამის მომხრე ან მექმნელი არ ვარ. უბრალოდ პოზიტიური მხარის ძიება მინდოდა. უიმეეეე--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:08, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
UCOZ-ს მივწერე, თუ გინდათ თქვენც დააყარეთ წერილები [4]--გიორგი, 16:11, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

უყურე შენ, უკვე დაუბლოკიათ კიდეც! საშური ოპერატიულობა გამოიჩინე გიორგი ვიღიმი R. 16:51, 28 დეკემბერი 2009 (UTC)

მართლაც =)))--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 17:16, 28 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიკების შესახებ

არ შეიძლება ინტერვიკებზე hot cat-ის მსგავსი რამ რომ გავაკეთოთ? ანუ ადვილად რომ ჩავამატოთ, რედაქტირებაში შესვლის გარეშე. და ვაბშე კარგი იქნება თუ ინტერვიკების ქვემოთ პატარა ღილაკი იქნება copy, რომლითაც დავაკოპირებთ მარტივად ინტერვიკებს. ნუ ეს უკანასკნელი ალბათ უცხოურ ვიკიპედიებში თუ გამოგვადგება, თორე აქ არავის არ დაჭირდება. --გოტა (მომწერე) 09:55, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიფიქრებ, რისი გაკეთება შეიძლება.--გიორგი, 11:30, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ ინგლისურ ვიკიპედიაზე არ მიგვიწვდება ხელი ხო? თუ მოვახერხეთ და ეგ copy გავაკეთეთ, ინგლისურზე მაინც არ იქნება ალბათ...ისე მგონია ინგლისურ ვიკიპედიაში რამე hot cat-ის პონტში იქნება, არა?? --გოტა (მომწერე) 11:36, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოლოს და ბოლოს! ყველა თუ ნახავს, კარგია.

ხალხნო, ბოლოს და ბოლოს არ შეიძლება რომელიმე ადმინისტრატორმა გაარკვიოს ეს საკითხი? რამდენი ხანია ვყვირი, რომ გვინდა ვარდნითი სია და ატვირთვის ახალი ფორმა. ყველაფერში სოიმეტრიაა საჭორო - საავტორო უფლებების დარღვისთვის კი ვიძლევით გაფრთხილებებს, მაგრამ კეთილსინდისიერ მომხმარებლებს ხომ უნდათ დახმარება?! ჩვენი ატვირთვის ფორმა როგორც შეიქმნა 2006 წელს, იმის მერე არ განახლებულა (მცირე შესწორებები არ ითვლება). ბოლოს და ბოლოს, ესეთი ელემენტარული რამ, როგორიცაა ვარდნილი სია - ისიც დღემდე არ გაგვიკეთებია. გასაგებია, რომ კონსერვატიზმი და მისთანა შესანარჩუნებელია, მაგრამ რატომღაც კონსერვატორებს ავიწყდებათ პროექტის მთავარი მიზანი - ქართულენოვანი ზუსტი და სრული ენციკლოპედიის შექმნა. ეს მიზანი კი ითვალისწინებს ახალი მომხმარებლებისთვის სამუშაოს გამარტივებას და კომფორტულობას. ნუთუ კონსერვატიზმი ამაზე მნიშვნელოვანია?! იმის უმრავლესობა, რაც შეიქმნა 2006 წელს, მოძველდა და განახლებას საჭიროებს - დაწყებული მედიავიკებით, დასრულებული წესების და სხვა დამხმარე გვერდებით. ამიტომაც შეკითხვა - ასე რთულია განახლება?!!!--გიორგი, 19:41, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები გიორგი!!!!--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 19:43, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ ვარდნილი სია კარგად მუშაობს სხვა პროექტებში, ცუდი არც აქ იქნება. მე თანახმა ვარ ვარდნილი სიის შემოღებისა ფაილების ატვირთვის გვერდზე. თუ რაიმე ტექნიკურ წინააღმდეგობას წარმოშობს აღნიშნული ცვლილება გთხოვთ განმარტოთ. --ჯაბა ლაბაძე () 20:04, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს თვითონ ფორმის ახალი ვერსია.. ვარდნილი სია. ფორმის განახლება ხდება - ამ გვერდზე, ხოლო ვარდნითი სია განახლდება აქ.--გიორგი, 20:13, 29 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვარდნილი სია არ ვიცი რა არის და ვერც მივხვდი ახლა, მაგრამ ფაილის დამატების გიორგისეული ფორმა უფრო მომწონს ვიდრე დღევანდელი. — დათო პასუხი 09:13, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი გიორგის ფორმა მეც მომწონს, რუსულშიც ესეთია მგონი ;)

აუცილებელია ცვლილების შეტანა! --გოტა (მომწერე) 12:26, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალბათ აჯობებს მედიავიკის განხილვის გვერდზე დაიწეროს.--ცანგალა () 11:44, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:წასაშლელი

მეგობრებო. ერთი თხოვნა მაქვს. თუ სტატია შეიქმნება მაგრამ მასში ინფორმაციაა არაა შეტანილი ნორმალურად ეგრევე ნუ ჩაუსვამთ წასაშლელს თუკი მისი მოძიება შეიძლება. ბოლოსდაბოლოს სამი წინადადება ვეგარ მიგვიმატებია? მაგალითად პორტ-ოვ-სპეინი, შეხედეთ დილით წავშალეთ, კიდევ შეუქმნია მომხმარებელს მაგრამ აბა ახლა ნახეთ. ასევე აღვადგენ სტატიას სუვა, ესეც შეიძლება მსგავსად გაკეთდეს. --ჯაბა ლაბაძე () 11:50, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, სამწუხაროდ ეს მომხმარებლის გადასაწყვეტია :) თუ მინიმალურ კრიტერიუმებს არ პასუხობს, მომხმარებელს რა თქმა უნდა შეუძლია განავრცოს იგი, მაგრამ ვალდებული არ არის. ეს უკვე მომხმარებლის სურვილის ნებაა.--გიორგი, 11:52, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ვალდებული ჩვენ აქ ყველანი ვართ იმაში, რომ კარგი სტატიები ვწეროთ ან გავმართოთ ისინი და არა წასაშლელი ჩავსვათ. --ჯაბა ლაბაძე () 12:06, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ბევრჯერ მინახავს, ისეთ სტატიებში ჩაესვათ "წასაშლელი", რომელიც 2 წუთში მშვენიერ სტატიად ვაქციე... --გოტა (მომწერე) 12:28, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე გოჩა მეც მაგას ვგულისხმობდი. --ჯაბა ლაბაძე () 12:31, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მერე რა უდგას წინ თარგის ამოღებას?:) –ბრუტ () 12:36, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აბა რა. თუ არ ჩავსვამთ ამოსაღებიც არაფერი იქნება. --ჯაბა ლაბაძე () 12:38, 30 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შეცდომები ეგვიპტის ქალაქების მართლწერაში

საკმაოდ ბევრი შეცდომებია, რაც თავის დროზე გავასწორე, იმის გარდა კიდევ ვიპოვე დღეს. მაგრამ პირდაპირ არ გადავიტანე, რადგან არაბულის გამოთქმას ხშირად არ ემთხვევა ეგვიპტური დიალექტი ამ ენისა. თუმცა ზოგი რამ დანამდვილებით ვიცი (ﺥ – ჰ არაა, ﻍ – ჰ არაა, ﻙ – კ არაა, ﻕ – ქ არაა, ﻁ – თ არაა და ა. შ.). ასევე შევამჩნიე, რომ ზოგი ქალაქის გადმოქართულებისას არტიკლი ელ– ან გამოტოვებულია, ან ცალკე დგას სიტყვის წინ, ან დეფისითაა გამოტოვებული მისგან. ესეც გასარკვევია, რომელია სწორი. იგივე ეხება ირანის ქალაქებსაც. — დათო პასუხი 09:13, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ირანის ქალაქებზე ბევრი არაფერია დაწერილი, ამიტომ მგონი ირანს ეს არ ეხება :).--ႬႨႩႠ 10:45, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გადავხედავ და განხილვის გვერდებზე დავწერ იქაც. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არაბულად ხმოვნებს ვერ წერენ, ასე რომ თუ ხმოვნებშია გაპარული შეცდომა, ამას მე ვერ აღმოვაჩენ. — დათო პასუხი 10:49, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ირანის ქალაქების ზოგი სახელი გუშინ შევასწორე. დღეს ახალი ვეღარ ვიპოვე შეცდომა. — დათო პასუხი 10:52, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კომპანიების სახელწოდებაზე

მოდით საბოლოოდ გადავწყვითოთ, კომპანიების სახელწოდებები როგორ გადმოვიტანოთ? მე მგონია რომ უცვლელად! ანუ ნოკია უნდა იყოს NOKIA-ზე, სონი ერიქსონი Sony Ericsson-ზე და ა.შ. თუ უკვე განხილული გაქვთ ეს საკითხი, თუ შეიძლება ლინკი მომეცით. --გოტა (მომწერე) 15:36, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მრავალჯერ გვქონდა საუბარი ამ საკითხზე. ჩემი აზრით რადგან ქართული სალიტერატურო ენის ნორმები არ ვიცით ჯობია ლათინურად იყოს. ადრე სულ ვითხოვდი ქართული შრიფტით ყოფილიყო. სხვების აზრსაც დაველოდოთ.--ცანგალა () 15:47, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ცანგალას ვეთანხმები ჯობია ლათინური სახელწოდება დარჩეს ქართული თარგმანის გარეშე--დათო_დათო 15:52, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ავტომწარმებლების სახელებზეც შემექმნა იგივე პრობლემა და მეც ვფიქრობ, რომ ლათინურად იყოს კომპანიების სახელები ჯობია. - ალ-ო     @ 15:56, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი გადაწყდა...--გოტა (მომწერე) 16:14, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე წინააღმდეგი ვარ. როდესაც გუგლში შეგვაქვს ლათინურად ამოდის ინგლისურენოვანი ვიკიპედიები, ხოლო ქართულად თუ იქნება, მეტი შანსია, რომ ჩვენს სტატიას ნახავენ.--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:17, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აბა ჩაწერე გუგლში ნოკია, ქსეროქსი, სონი ერიქსონი. რა არ ამოაგდო პირველი ან მეორე ჩვენი ვიკიპედია? სამაგიეროდ ჩვენთან ლათინური ასოებითაა სათაური. ასე რომ შენი გასაჩივრება უსაფუძვლოა ვიკრიჭებიენა --გოტა (მომწერე) 16:54, 31 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გოტას. ჩემი აზრი ასეთია - სახელმწიფო ენის ნორმები, მართალია ამ ეტაპზე ახალი არ არსებობს, მაგრამ ძველი ხომ არსებობს?! თან საქმე იქითკენ მიდის, მგონი კაი ხანი არ შემუშავდება ახალი. პირველი: რაც მთავარია უნდა გავმიჯნოთ ქართულად თარგმნა და ქართულად ჩაწერა. მეორე: სახელმწიფო ენას აქვს თავისი დამწერლობა, რომელიც ლათინურს ნამდვილად არ ეფუძნება და ვერ ვხვდები რატომ ლათინური?! მესამე: პრობლემა მხოლოდ ინგლისურში ხომ არაა?! არის კიდევ საკუთარი სახელები სხვადასხვა ენებზე, რომლების ჩაწერაც ქართულად მთარგმენელ რედაქტორს შეიძლება გაუჭირდეს, მსგავსად ინგლისურენოვანი ავტომწარმოებელების სახელებისა, მიუხედავად ამისა გინახავთ ამ ენაზე დატოვებული სტატიის სახელები ქართულ ვიკიში? ამიტომ, სტატიის სახელი უნდა იყოს ქართულად ჩაწერილი, ხოლო სტატიის შესავალში იქნება მშობლიურ ენაზე ცანაწერი, შესაბამისი დამწერლობით), ასევე გადამისამართება იქნება ამ სახელიდან. ჯობია ქართული იყოს შეცდომით და მერე ის გასწორდეს, ვიდრე პირიქით. პ.ს. გილოცავთ ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით! :) R. 22:05, 31 დეკემბერი 2009 (UTC)