ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2006

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საინტერესო ფაქტების 2006 წლის არქივი

კადრი ფილმიდან "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".
კადრი ფილმიდან "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".
  • ... გუსტავ ტენგრენი მთავარი ილუსტრატორი იყო დისნეის კომპანიაში, როცა ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბემბი და პინოქიო იქმნებოდა...
  • ... ლურჯი ხიდი (სანქტ-პეტერბურგის ყველაზე განიერი ხიდი) სახელს XIX საუკუნეში დაწესებული ტრადიციიდან იღებს, რომლის მიხედვით მდინარე მოიკაზე ხიდები ფერებით იყო დანიშნული...
  • ... ნიუ-იორკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარია...
  • ...თურქეთში ოფიცალური რელიგია არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 99.8 % მუსლიმანია...
  • ...თანამედროვე ადამიანის უძველესი ნარჩენები ევროპაში ნაპოვნია პეშტერა სუ ოასეში, სამხრეთ-დასავლეთი რუმინეთი...
  • რუსეთის მეფე ალექსანდრე II-მ ემსის უკაზს, რომლითაც „არარსებული“ უკრაინული ენის ოფიციალური გამოყენება აკრძალა, ხელი მოაწერა ბად ემსში, გერმანია, სამკურნალო აბაზანის მიღებისას...
    მეგაზოსტროდონი.
    მეგაზოსტროდონი.
  • ...მეგაზოსტროდონი საყოველთაოდ მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი პირველი ძუძუმწოვარა ცხოველი დედამიწაზე...
  • ...რუსმა ებრაელმა მხატვარმა მარკ შაგალმა მაინცის წმინდა სტეფანეს ეკლესიის ფანჯრები ებრაელთა და გერმანელთა შერიგების ნიშნად შექმნა...
  • ...როდენის განთქმული „მოაზროვნის“ მოდელი პროფესიონალი მოკრივე ჟან ბო გახლდათ.
  • ...ნიდერლანდების მთავრობის მიერ განხორციელებული დელტაპროექტი ყველაზე მასშტაბური საინჟინრო პროექტია მსოფლიოში და თანამედროვე მსოფლიო საოცრებად ითვლება...
  • ... ტბა ნიკარაგუა ერთადერთი მტკნარი წყლის რეზერვუარია მსოფლიოში, რომელშიც ზვიგენები ბინადრობენ...
  • ...პირველი ნაბეჭდი პორტრეტი წარმოებული ევროპაში ცოცხალი, ამოცნობადი ადამიანისა იყო ხელოვანი ისრაჰელ ფან მეკენემისა და მისი მეუღლე იდასი...
  • ...პოლონურ სოფელ კუროვზე სტატია დაწერილია 118 ვიკიპედიაში.
    პარიზერ პლაცი
    პარიზერ პლაცი
  • ...პარიზერ პლაცს (სურათზე) ბერლინში სახელი დაერქვა 1813 წელს ლაიპციგის ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების აღსანიშნავად...
  • ...პერეშჩეპინას განძი აღმოაჩინეს 1912 წელს, როცა უკრაინელმა მწყემსმა ბიჭმა პირდაპირი მნიშვნელობით ოქროს ქოთანზე წაიბორძიკა და კუბრატის, დიდი ბულგარეთის დამფუძნებლის, სამარხში ჩავარდა...
  • ...ბრინჯის ბროკერები ედოს პერიოდის ოსაკაში ბანკირთა წინამორბედები იყვნენ იაპონიაში...
  • ...ივანე არგუნოვმა, რუსული პორტრეტული ფერწერის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთელი ცხოვრება ყმობაში გაატარა...
  • ...ყველაზე პატარა კუნძული, რომელსაც ორი სახელმწიფო იყოფს, არის წმინდა მარტინის კუნძული კარიბის ზღვაში, მისი ფართობი 83 კმ²-ია (ნიდერლანდების ტერიტორია - 35 კმ², საფრანგეთის - 48 კმ²).
  • ...კიევის დიდი ლავრის სამრეკლოს საათი მხოლოდ ერთხელ გაჩერდა მისი არსებობის განმავლობაში - როცა ახლომდებარე მიძინების ტაძარი აფეთქდა მეორე მსოფლიო ომის დროს...
  • ... საპლანეტთაშორისო ხომალდმა „ვენერა-13“ (სურათზე) 1982 წლის 1 მარტს პლანეტა ვენერაზე ჭექა-ქუხილის ხმა დააფიქსირა - ეს პირველი ხმის ჩანაწერი იყო სხვა პლანეტაზე...
  • ...ნიუტონის უნივერსალური გრავიტაციის კანონის აღმოჩენამდე სამყაროს ცენტრად წარმოედგინათ ე.წ. ცენტრალური ცეცხლი, რომლისკენაც ყველა ციური სხეული ვარდებოდა...
  • ...წითელი არმიისა და თურქეთის ჯარის ერთდროულმა შემოჭრამ საქართველოში ფართომასშტაბიანი თურქეთ-საბჭოთა ომის საშიშროება შექმნა 1921 წელს...
  • ...კარლ ვესტმანი ერთ-ერთი პირველი შვედი არქიტექტორი იყო, რომელმაც საკუთარ პროექტებში ნორდული ნაციონალური რომანტიზმის სტილი გამოიყენა...
  • ...500 ჰექტარის არემარეს ბუქარესტის ცენტრში, რომელიც 1980-იან წლებში ჩაუშესკუს ბრძანებით მიწასთან გაასწორეს, ქალაქის მკვიდრნი ჩაუშიმას უწოდებენ...
  • ...ბერძნული კოლონია ფანაგორია, ამჟამად რუსეთში, ბორპორის მეფეთა სატახტო ქალაქი და დიდი ბულგარეთის დედაქალაქი იყო, სადაც დევნილი იმპერატორი იუსტინიანე II ცხოვრობდა...
    მარგარეტ ტეტჩერი.
    მარგარეტ ტეტჩერი.
  • ...ბრიტანელი თავისუფალი ბაზრის ეკონომისტი რალფ ჰარისი, რომელიც ტეტჩერიზმის არქიტექტორად მოიაზრება, არამემკვიდრეობითი ბარონი გახდა მარგარეტ ტეტჩერის (სურათზე) პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, თუმცა ლორდთა პალატაში კროს-ბენჩებზე იჯდა საკუთარი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საჩვენებლად...
  • ...ინგრიდ ბერგმანს სიცოცხლის განმავლობაში ხუთ ენაზე მოუწია როლების შესრულება - შვედურად, გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად და ფრანგულად...
  • ...ედვარდ პალმერი, ადრეული მე-19 საუკუნის უტოპიური სოციალისტი, ფულის სრულ გაუქმებას ქადაგებდა...
  • ...კასპიის ზღვაზე რუსების ექსპედიციის დროს ქალაქი ბარდა აზერბაიჯანში სრულ განადგურებას რუსების ნაწილებში დიზენტერიის გაჩენის წყალობით გადაურჩა...
  • ...პაჭანიკთა მიერ 968 წელს კიევის ალყა ორი არმიის მეთაურის მიერ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევითა და ფარ-ხმლის გაცვლით დასრულდა...
  • ...კომუნისტური რუმინეთის პირველი ფინანსთა მინისტრი ვასილ ლუკა, რომელიც 1952 წელს რუმინული ლეის დევალუაციის წინააღმდეგობისთვის დააპატიმრეს, ციხეში გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში რეაბილიტირებულ იქნა...
    ვიბორგის ბიბლიოთეკა
    ვიბორგის ბიბლიოთეკა
  • ...ვიიპურის საქალაქო ბიბლიოთეკა (სურათზე), აგებული აალტოს განუმეორებელი დიზაინით 1935 წელს, ათი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო ვიიპურის საბჭოთა კავშირის მიერ მითვისების შემდეგ...
  • ...ესენის ოქროს მადონა უძველესი დღემდე მოღწეული ღვთისმშობლის ქანდაკებაა...
  • ...განთქმული რუსი-აზერბაიჯანელი აღმოსავლეთმცოდნე მუჰამედ ალი კაზიმ-ბეგი ქრისტიანობაზე შოტლანდიელმა პრესბიტერიანელმა მისიონერმა მოაქცია 1821 წელს...
  • ...ფოთლების ფერისცვალება შემოდგომაზე მათში მწვანე პიგმენტი ქლოროფილის შემცველობის შემცირების გამო ხდება...
  • ...მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში განისაზღვრება როგორც დისტანცია, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.
  • ...საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით იმ პირობით, რომ საქართველოს მიწაზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების შეიარაღება არ განლაგდებოდა...
    პლატონი
    პლატონი
  • ...პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო - მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.
  • ...1906 წელს ოპერის ვარსკვლავი ენრიკო კარუზო ნიუ იორკის ცენტრალ პარკის ზოოპარკში მაიმუნების გალიასთან უცნობი ქალისთვის ჩქმეტის გამო დააპატიმრეს...
  • ...ლაინცერ ტიერგარტენი 2.450 ჰექტარის ბუნებრივი ნაკრძალია ქალაქ ვენაში, ავსტრია, და მასში დაახლოებით 1000-მდე გარეული ტახი ბინადრობს...
  • ...გერმანიაში ვიტრას ავეჯის ქარხნის ყველა შენობა მსოფლიოში განთქმული არქიტექტორების, მათ შორის ფრენკ გერის, დაპროექტებულია...
  • ... სარიყული ენა ხშირად მოიხსენიება როგორც ტაჯიკური, მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთის სახელმწიფო ენას მხოლოდ შორით ენათესავება...
  • ...ადამიანთა უმრავლესობას კუნძული ბაუნტი ტროპიკულ სამოთხედ წარმოუდგენია პოპულარული შოკოლადი ბაუნტის რეკლამის წყალობით, სინამდვილეში კი არქიპელაგი ბაუნტი სუბანტარქტიკული კლდოვანი კუნძულების ჯგუფია წყნარ ოკეანეში...
    დოიჩჰაუზი
    დოიჩჰაუზი
  • ...დოიჩჰაუზი (სურათზე) მაინცში გერმანიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის შენობა იყო მაინცის რესპუბლიკის პერიოდში და დღეს მასში რაინლანდ-პფალცის სახელმწიფო დიეტი მდებარეობს...
  • ...მართლმადიდებლური არქიტექტურული კანონის დარღვევით სვიშტოვის წმინდა სამების ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს უზარმაზარი ტალღოვანი აფსიდი ქმნის...
  • ...კანდარია მაჰადევა უდიდესი, ყველაზე ორნამენტული და კარგად შემონახული შუასაუკუნეების ინდუისტური ტაძარია მადჰია-პრადეშში, ინდოეთი...
  • ... ვერა ხოლოდნაია, მუნჯი კინოს პირველი რუსული ვარსკვლავი, რომელსაც გავრცელებული ხმებით საფრანგეთის ელჩთან ჰქონდა რომანი. იგი ამ უკანასკნელის მოწამლული უნდა იყოს ბოლშევიკთა ჯაშუშობისთვის...
  • ...ვერსალის სასახლეში გახსნილი შიდა ეზო შემდგომში მთელი ევროპის მონარქების სასახლეებისთვის ნიმუში გახდა...
  • ... მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ყირიმის აჯიმუშკაის კატაკომბებში კონტინენტს მოწყვეტილი 10 000-ზე მეტი მეომარი და მოქალაქე 170 დღე იცავდა თავს...
    ამერიკული ვერცხლის არწივი
    ამერიკული ვერცხლის არწივი
  • ... ამერიკულ ვერცხლის არწივის (სურათზე) მონეტაში გარანტირებული მინიმუმ ერთი ტროას უნცია .999 წმინდა ვერცხლია...
  • ... ანდანტე დო მაჟორში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პირველი კომპოზიცია იყო...
  • ... კანადის საგადასახადო კოდექსში არ არის მემკვიდრეობის გადასახადი...
  • ... ქალებს პულმონარული ჰიპერტონიით დაავადების მამაკაცებზე ორჯერ უფრო მაღალი რისკის ალბათობა აქვთ...
  • ... ტროცკისტები იოსებ სტალინის საბჭოთა სისტემას ბიუროკრატიულ კოლექტივიზმს უწოდებდნენ...
  • ... იბერთა კარიბჭე (Иверские ворота) მოსკოვში სტალინის ბრძანებით დაანგრიეს წითელ მოედანზე სამხედრო პარადების დროს მძიმე ჯავშნიანი ტრანსპორტისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად...
  • ... ბერძნების ერთ-ერთი საყოველთაო დღესასწაულია "Το Όχι" (უარის დღე), რაც 1940 წელს საბერძნეთის აქსისის ძალებზე დაუმორჩილებლობის გამო აღინიშნება...
  • ...ჩინეთის დიდი კედლის (სურათზე) მშენებლობა ძვ. წ. III საუკუნეში დაიწყო, ამჟამად კი მისი საერთო სიგრძე 6,352 კილომეტრია...
  • ...უკრაინულ 2 გრივნიან მონეტაზე დავით გურამიშვილია გამოსახული...
  • ...ადოლფ ჰიტლერს არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც სიმწიფის ატესტატი ჰქონდა...
  • ...გემის აბორდაჟით აღება ძველმა რომაელმა სამხედროებმა მოიგონეს პირველი პუნიკური ომის დროს, რათა კართაგენელებთან ზღვაზე ხელჩართული ბრძოლა შესძლებოდათ...
  • ...ნობელის პრემიის გარდა არსებობს იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც "ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს", თუმცა მათი დანერგვა სასურველი არ არის.
  • ...მზის სისტემის მეათე პლანეტა (პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეაქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.
    წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი
    წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი
  • ...1113 წელს აგებული წმინდა მიხეილის მონასტერი (სურათზე) კიევში პირველი რუსულ-უკრაინული ეკლესია იყო, რომელსაც ოქროს გუმბათი ჰქონდა, რაც ასე ტიპიურია საეკლესიო არქიტექტურისთვის ამჟამად აღმოსავლეთ სლავურ ქვეყნებში...
  • ...სვიატო-კამენნი მონასტერი, უძველესი ქვის მონასტერი ჩრდილოეთ რუსეთში, კომუნისტებმა დაანგრიეს 1937 წელს ადგილობრივი კულტურის სასახლისთვის აგურის გამოსაყენებლად....
  • ... კომპოზიტორი ვენიამინ ფლეიშმანი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაიღუპა, ვიდრე ოპერა "როტშილდის ვიოლონოს" დამთავრებას მოასწრებდა, თუმცა მისმა მასწავლებელმა დმიტრი შოსტაკოვიჩმა გადაარჩინა ხელნაწერები ალყაშემორტმული ლენინგრადიდან და თავად დაასრულა იგი...
  • ...ზედაპირიდან 50 კმ-ში ვენერის ატმოსფეროს იგივე ტემპერატურა და წნევა აქვს რაც დედამიწას, შესაბამისად იგი ყველაზე დედამიწის მგავსი სივრცეა მზის სისტემაში...
  • ...იალტის კონფერენციაზე უინსტონ ჩერჩილი იმდენად მოიხიბლა ერევნის კონიაკით, რომ სტალინს სთხოვა ყოველწლიურად 400 ბოთლი გაეგზავნა მისთვის...
  • ...პიკასოს ნახატზე ”სამი მოცეკვავე” (სურათზე) ასახულია სინამდვილეში არსებული სიყვარულის სამკუთხედი, რომლის გამოც პიკასოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა თავი მოიკლა...
  • ...1533 წელს დაფუძნებული პეჩენგას მონასტერი მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მონასტერი იყო...
  • ...სკოტლანდ იარდი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პოლიციის დაწესებულება, გაუხსნელი მკვლელობის ადგილზე აიგო...
  • ... ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთადერთი ადგილი იყო ნაცისტების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში, სადაც სადოქტორო ნაშრომების განხილვა მიმდინარეობდა...
  • ... მზის სისტემის მოწყობის ჰელიოცენტრული თეორია ჯერ კიდევ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტარქემ ჩამოაყალიბა ძვ. წ. 270 წელს, ნიკოლოზ კოპერნიკამდე 1800 წლით ადრე, ხოლო პლუტარქე ამ თეორიის ცოდნას რომის მეორე მეფეს ნუმა პომპილიუსს მიაწერდა, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა...
    პოტიომკინის საფეხურები, ოდესა
    პოტიომკინის საფეხურები, ოდესა
  • ...პოტიომკინის საფეხურები (სურათზე) ოდესაში, ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის, სადაც შეხედვის კუთხის მიხედვით ან პლატფორმებია უხილავი და ან თავად საფეხურები...
  • ...ნეორენესანსის არქიტექტურული სტილი მოიცავს ისეთ განსხვავებულ სტრუქტურებს, როგორიცაა გარნიეს სასახლე და მერიის შენობა პარიზში, ეროვნული თეატრი პრაღაში, რაიხსტაგი ბერლინში, მენტმორის ტაუერები ლონდონთან, ვლადიმირის სასახლე სანქტ-პეტერბურგში და ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა...
  • ...1990 წელს ალასკის სამხრეთით წყნარ ოკეანეში კონტეინერული ტანკერიდან "Hansa Carrier" შტორმისას 80.000 ნაიკის ფეხსაცმელი ჩაცვივდა და ისინი მეცნიერებმა ოკეანის დინებების საკვლევად გამოიყენეს...
  • ...ლენინის პორტრეტი საბჭოთა ბანკნოტებზე პირველად 1937 წლის ჩერვონეცზე გამოჩნდა...
  • ...ამერიკელი ჯარისკაცებისთვის საველე პირობებისთვის შემუშავებულია სპეციალური სენდვიჩი, რომელიც სამი წლის განმავლობაში არ ფუჭდება...
    მაია ჩიბურდანიძე
    მაია ჩიბურდანიძე
  • ...მაია ჩიბურდანიძე (სურათზე) ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც ოდესმე ქალთა მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატში გაუმარჯვია...
  • ...ნადეჟდა დუროვამ, რომელიც რუსეთის კავალერიის წარჩინებული ჯარისკაცი გახდა ნაპოლეონის ომების დროს, 1807 წელს პირატობით დაიწყო, ხოლო 1816 წელს კი უკვე შტაბს-როტმისტრის რანგით გადადგა.
  • ...რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მოსკოვში, 1,7 მილიონი მონეტა ინახება...
  • ...1904 წლის ზაფხულის ოლიმპიურ მარათონში ფრედერიკ ლორცი ფინიშამდე პირველი მივიდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მარშრუტის 10 მილი მანქანით იმგზავრა...
  • ...ივანე მრისხანემ ყაზანის აღების აღსანიშნავად წითელ მოედანზე ვასილი ნეტარის ტაძარი ააგებინა...
  • ... ვენეციური, რომელზეც ვენეციაში და მის რეგიონში საუბრობენ, იტალიური ენის დიალექტი არ არის...
  • ... მძიმე წონით კატეგორიას კრივში არა აქვს მაქსიმალური წონის ლიმიტი...

    პირველი ათეული (001 - 010)

    • 001. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის და ღირსების ეროვნული ორდენების კავალერია.
    • 002. საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს IV ს-ში.
    • 003. დმანისში აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.
    • 004. კონტინენტების რაოდენობა შეიძლება იყოს 4, 5, 6 ან 7. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ.
    • 005. სიტყვა “ვიკი” მომდინარეობს ჰავაიური ენიდან, სადაც wikiwiki “სწრაფს” ნიშნავს.
    • 006. აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე სცნო 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების დღეებში.
    • 007. კვირადღეს ბევრ სლავურ ენაზე ჰქვია «неделя », ე.ი. დღე, როცა არ მუშაობენ («не делают»).
    • 008. კავკასიელები კულტურულად და პოლიტიკურად ევროპელები არიან, მაგრამ გეოგრაფიულად აზიაში ცხოვრობენ.
    • 009 საქართველოში რუსეთის ჯარი 1799 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა.
    • 010. ერაყის პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯალალ თალაბანმა, ქურთი აჯანყებულების ყოფილ ლიდერმა.