ვიკიპედია:იცით თუ არა/ლიტერატურა/შემდეგი გამოცემის მომზადება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრ სოლჟენიცინი
ალექსანდრ სოლჟენიცინი
  • 1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი განაცხადა ნობელის პრემიის მიღებაზე. იგი თვლიდა, რომ ამ პრემიას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უნდა გადასცემდნენ, რადგან ცოცხალმა ადამიანმა ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს აზრი ან შეცვალოს თავისი მოღვაწეობა.
  • მარგერიტ დიურასის ნამდვილი გვარი დონადიე იყო. დიურასი კი მამამისის მშობლიური ქალაქის სახელწოდება იყო. თუმცა მეორე ვერსიის მიხედვით, ეს ფსევდონიმი კლერ დე დიურასის, XIX საუკუნის ფრანგი მწერალი ქალის გვარიდან შეიძლება იყოს აღებული.
  • 1914-1920 წლებში ნობელის პრემია ძირიათადად სკანდინავიელ მწერლებს გადაეცემოდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის აკადემიამ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატებს არჩევს, გადაწყვიტა ომში მონაწილე არც ერთი ქვეყნისთვის არ გადაეცა პრემია.
  • დანიელ დეფოს თავისი რომანი, რობინზონ კრუზო ნამდვილმა ამბავმა შთააგონა: 1709 წელს ექსპედიციამ Woodes Rogers, აღმოაჩინა შოტლანდიელი მეზღვაური, ალექსანდრ სელკირკი, რომელმავ 4 წელი გაატარა ჩილეს მახლობლად უკაცრიელ კუნძულზე.
  • რუს რომანისტსა და დისიდენტს, ალექსანდრე სოლჟენიცინს (სურათზე) 1945 წელს სტალინის კრიტიკისთვის კატორღა მიუსაჯეს. 1970 წელს მას ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა, მაგრამ რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ბრეჟნევის მეთაურობით, უარი განუცხადა ვიზის მიცემაზე, რის გამოც მწერალი ვერ წავიდა პრემიის მისღებად.
  • უელბეკი არის ფსევდონიმი, რომელიც მწერალმა აიღო კომუნისტი ბებიის (მამის დედა) სახელიდან.