ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 171 990 სტატია.

რჩეული სტატია
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი


მთავარი სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

17 აპრილი — ამ დღეს...
The Beatles
The Beatles
  • 1855 : პრინს-ედუარდის კუნძულები შეუერთდა კანადის კონფედერაციას.
  • 1961 : კუბელი ემიგრანტები აშშ-ს სამხედროების მხარდაჭერით გადმოსხდნენ ღორების ყურეში, მაგრამ განადგურებულ იქნენ პლაია-ხირონთან.
  • 1970 : დაიშალა ჯგუფი The Beatles (სურათზე)
  • 1975 : წითელმა ქმერებმა დაიკავეს პნომპენი და მთელი კამბოჯა. დაიწყო საკუთარი ხალხის გენოციდი.
  • 1989 : 7-წლიანი იატაკქვეშა მოღვაწეობის შემდეგ ლეგალიზებულ იქნა თავისუფალ პოლონურ პროფკავშირთა გაერთიანება „სოლიდარობა“
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky