ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 4/წიგნით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 172 008 სტატია.

სიახლე: ქართულ ვიკიპედიაში გაჩნდა თემატური პორტალები!
რჩეული სტატია
ჰანგულზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი
ჰანგულზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი

ჰანგული (კორ. 한글), ალტ. ჩოსონგული (조선글) დამწერლობა არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა. ანბანი ფონეტიკურია, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან შედგება.

ჰანგული მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს შექმნა ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონგ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ჩინურისგან ძალიან განსხვავდებოდა და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. ახალი ანბანის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად "ჰუნმინ ჯონგუმ", რაც ნიშნავს "ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე". სწორედ ამ დოკუმენტის სათაურიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღეთ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგულის დღეს აღნიშნავენ. (...სრულად)

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი


მთავარი სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

20 აპრილი — ამ დღეს...
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
  • 1303 : პაპი ბონიფაციუს VIII-ის ედიქტით რომის უძველესი საპიენცის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1653 : ოლივერ კრომველმა პარლამენტის კუდი დაითხოვა.
  • 1657 : ადმირალმა რობერტ ბლეიკმა ტენერიფესთან ესპანური ვერცხლის გადამზიდავი ფლოტი გაანადგურა.
  • 1770 : ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ჯარი დაამარცხა.
  • 1862 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა და ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა პასტერიზაციის პირველი ცდა დაასრულეს.
  • 1922 : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (სურათზე).
  • 2009 : ნიუ-იორკ ტაიმზმა ერთდროულად ხუთი პულიცერის პრემია მიიღო.
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    ვიკიპედიის დობილი პროექტები