ვიკიმაპია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიმაპია
WikimapiaLogo.PNG
World map blank shorelines semiwikimapia.svg
საიტი wikimapia.org
სლოგანი აღვწეროთ მთელი სამყარო!
საიტის ტიპი ერთობლივი რუკის შედგენა
რეგისტრაცია არ არის სავალდებულო
ხელმისაწვდომი ენა 101 ენა (მათ შორის ქართული)

ვიკიმაპია (WikiMapia) — ინტერნაციონალური უფასო ვებ-საიტი; გეოგრაფიული ონლაინ-ენციკლოპედია, რომლის მიზანია ონლაინ-რუკაზე დედამიწის გეოგრაფიული ობიექტების აღნიშვნა და აღწერა. ვიკიმაპია შეიცავს ინტერაქტიულ რუკას. პროექტი დააარსეს ალექსანდრე კორიაკინმა და ევგენი საველიევმა 2006 წლის 24 მაისს. ამჟამად ვიკიმაპიაში დარეგისტრირებულია 1,5 მლნ. მომხარებელი და რუკაზე დამატებულია 19,5 მილიონზე მეტი ობიექტი (ოქტომბერი, 2012). ვიკიმაპიის რუკებზე გამოსახულია მთები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ქალაქები და სხვ. ვიკიმაპია იყენებს ვიკის თავისუფალი რედაქტირების პრინციპს, თუმცა ფონდ ვიკიმედიას არა აქვს კავშირი ამ პროექტის გაშვებასთან. ვიკიმაპია არ წარმოადგენს ფონდს, იგი არსებობს კომერციული კომპანიის ხარჯზე და შემოსავალს ღებულობს რეკლამებიდან. ვიკიმაპიაში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომია საერთო მოხმარებისთვის და ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 ლიცენზიით. პროექტის ლოზუნგია „აღვწეროთ მთელი სამყარო!“ (ინგ. Let’s describe the whole world!)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]