ვივაჰვანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვივაჰვანტი (ინდ. სხივოსანი) — მზიური ღვთაება, ადიტის ძე, მითრასა და ვარუნას უმცროსი ძმა, ცისა და მიწის ნათელი განსახიერება ინდურ მითოლოგიაში. იგი უხელ-ფეხო, მთლიანად გლუვი სხეულით დაიბადა. ითვლება ადამიანთა ერთ-ერთ წინაპრად. მან პირველმა შესწირა მსხვერპლი და ცეცხლი მისცა ადამიანებს. მისი შვილებია იამუ და იამი. როდესაც მისმა ცოლმა სარანიამ აღარ ისურვა მასთან ცხოვრება, გაექცა და ფაშატად იქცა, იგი დაედევნა მას და თავად ულაყად ქცეული შეეუღლა მას; მაშინ ჩაისახნენ აშვინები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, გვ. 95, თბ. 2003.