ვიედმის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიედმა (მრავალმნიშვნელოვანი).
ვიედმის ტბა
Lago Viedma
ვიედმის ტბა
ვიედმის ტბა
კოორდინატები: 49°35′ ს. გ. 72°30′ დ. გ. / 49.583° ს. გ. 72.500° დ. გ. / -49.583; -72.500
მდებარეობა სანტა-კრუსის პროვინცია (არგენტინა)
მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონი (ჩილე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 254 
სიგრძე 80 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 1100 კმ²
გამომდინარე მდინარე მდინარე რიო-სანტა-კრუსი
ვიედმის ტბა — არგენტინა
ვიედმის ტბა

ვიედმის ტბა (ესპ. Lago Viedma) — ტბა არგენტინისა და ჩილეს საზღვარზე. მდებარეობს პატაგონიის ანდების აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 254 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1100 კმ². მდებარეობს მყინვარულ ბოლო აუზში, რომელიც აღმოსავლეთიდან შეგუბებულია მორენით. დასავლეთი ნაპირი ციცაბოა და ტყიანი. ტბაში ანდებიდან ეშვება მყინვარი. აღმოსავლეთი ნაპირი დამრეცია, შემოსილია სტეპის მცენარეებით. მდინარე რიო-სანტა-კრუსით უერთდება ლაგო-არხენტინოს ტბას. განვითარებულია ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]