ვიგელანდის სკულპტურათა პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკულპტურათა ბაღი

ვიგელანდის სკულპტურათა პარკი ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, რომელიც 1907-1942 წლებში სკულპტორმა გუსტავ ვიგერლანდმა შექმნა ოსლოში, თუმცა, პარკის გახსნას ვერ მოესწრო. პარკი 30 ჰექტარზეა გაშლილი და ვიგერლნადის 227 სკულპტურას მოიცავს, რომლებიც, მეტწილად, კაცობრიობის ბედ-იღბლის თემებზეა შექმნილი.

პარკის მთავარი თემა "ადამიანის მდგომარეობაა". ქანდაკებების დიდი ნაწილი ადამიანებს გამოხატავს სხვადასხვა მოქმედების დროს, მაგ: სირბილი, ვარჯიში, ცეკვა და ა.შ.

სექციების სია

[რედაქტირება] მთავარი კარიბჭე

წინა კარიბჭე

რკინისა და გრანიტისგან გამოჭედილი ჭიშკარი პარკის უმთავრესი შესასვლელია. კარიბჭე ხუთი ჭიშკრისგან შედგება, აქედან ორი მცირე ზომისა ფეხით მოსიარულეთათვის, ორი მოზრდილი კარი სპილენძით არის გაფორმებული და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნცია აქვს და ორივე ფლუგერებითაა მორთული. მთავარი კარიბჭე ნორვეგიის ბანკის დაფინანსებით 1926 წელს დააყენეს.

[რედაქტირება] ხიდი

პარკის ქანდაკებებიდან 58 ხიდის გასწვრივ არის განლაგებული. ხიდი 100 მეტრია სიგრძით და 15 მეტრი სიგანით და შადრევნიდან მთავარ კარიბჭემდე მიდის. ყველა სკულპტურა ბრინჯაოთია მოპირკეთებული და პარკის ძირითადფ ჩანაფიქრს: "ადამიანის ტემპერამენტს" შეესაბამება. მნახველს აქ შეუძლია სახელგანთქმული ქანდაკი Sinnataggen და "გაბრაზებული ბიჭუნა" ნახოს. 1940 წელს ხიდი პირველი ნაწილი იყო პარკისა, რომელიც დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

[რედაქტირება] საბავშვო მოედანი

ხიდის ბოლოს საბავშვო მოედანია - რვა ბრინჯაოს ქანდაკება, რომლებიც ბავშვებს გამოსახავს თამაშის დროს.

[რედაქტირება] შადრევანი

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბრინჯაოში ჩამოსხმული სამოცი ბრინჯაოსივე რელიეფით მოკაზმული შადრევანი პარლამენტის შენობის წინ უნდა მდგარიყო. შადრევნის ნაგებობაზე ჩონჩხები და ბავშვებია გამოსახული, რაც სიკვდილის შემდეგ ახალი სიცოცხლის ჩასახვას უსვამს ხაზს.

[რედაქტირება] პლატო მონოლითი

პლატო მონოლითი - ქვის პლატფორმაა, რომელიც საფეხურებიოთ არის გარშემორტყმული და პარკის ცენტრლური ფიგურის აზრს ატარებს. მონოლითი "ცხოვრების მორევს" გამოხატავს. მონოლითზე ასასვლელი 8 ჭიშკრით არის, რომლებიც რკინითაა კვეთილი. კარები 1933 და 1937 წლებში დააპროექტეს, ხოლო 1943 წელს, ვიგელანდის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, დაამონტაჟეს.

[რედაქტირება] ცხოვრების ბორბალი

პარკის 850 მეტრი გრძივი კორდინატების დასარულ 1930 წელს ამოკვეთილი მზის საათია აღმართული და ბოლოს "ცხოვრების ბორბალი", რომელიც ხელით არის გაკეთებული 1933-34 წლებში. ბორბალი გვირგვინს გვახსენებს, რომელიც თავიანთ ჰარმონიაში უსასრულოდ ბედნიერ ოთხ ადმიანს და ბავშვს გამოსახავს. მარადიულობის ეს სიმბოლო პარკის ძირითად იდეას ესიტყვება: "ადამიანის მოგზაურობა აკვნიდან დაკრძალვამდე".

ზედხედი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე