ვიბორგის ციხესიმაგრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი ქალაქიდან

ვიბორგის ციხესიმაგრე (ფინ: Viipurin linna, შვედ: Wiborgs slott) ვიბორგში მდებარე XIII საუკუნის ნაგებობაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი სრულფასოვნად შენარჩუნებული დასავლეთევროპული სამხედრო საგანძურის თვალსაჩინო ნიმუშია.

ისტორია[რედაქტირება]

სიმაგრის მაღალ, საგუშაგო და საბრძოლო კოშკს სკანდინავიის ნათლისმცემლის, ნორვეგიის მეფის ოლაფ წმინდას სახელი ეწოდა. კუნძულის შუაგულში აგებული ეს სიმაგრე იმხანად სკანდინავიაში ყველაზე მაღალი იყო. სიმაგრის კედლების სიგანე 1,2,5 მეტრს შეადგენდა, კოშკის კედლებისა კი 4 მეტრს. კედლის ზეთავი კბილანებით ბოლოვდებოდა, პერიმეტრზე კი ხის საკიდი გალერეა ჩამოსდევდა, როგორც საბრძოლო გზა.

1293 და 1322 წლებში ნოვგოროდელებმა ორჯერ ამაოდ სცადეს ციხესიმაგრისა და მიმდებარე ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მეორე ჯერზე უფლისწულ იურის თანხლებით ჯარი მთელი თვის განმავლობაში იყო სიმაგრეს შემორტყმული, თანაც ლოდსატყორცნებს იყენებდა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: