ვია 75

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვია 75
Via 75.jpg
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
ფოლკ-როკი
ფიუჟენი
პოპ-როკი
ლეიბლ(ებ)ი მელოდია
წევრები
იხ. შემადგენლობა

ვია 75 — ქალაქ თბილისში 1975 წელს ჩამოყალიბებული მუსიკალური ანსამბლი. სახელი დაერქვა ჩამოყალიბების წლის მიხედვით.

ანსამბლის შეკრების ინიციატორი იყო რობერტ ბარძიმაშვილი, რომელიც ანსამბლ ორერას 1958-1975 წლებში ხელმძღვანელობდა.

ისტორია[რედაქტირება]

ანსამბლის ძირითადი შემადგენლობა შეიკრიბა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებისგან, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენდა.

საბჭოთა ფირმა „მელოდიის“ მიერ მოგვიანებით გამოცემული იქნა ანსამბლის პირველი ფირფიტა, რომელიც შედგებოდა როგორც თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების სიმღერების, ასევე სხვა ქვეყნების მუსიკოსების კომპოზიციების ქავერ-ვერსიებით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქართული ხალხური სიმღერების საკუთარი ინტერპრეტაციები, ქართული მრავალხმოვანებისა და მძლავრი რიტმ-სექციის გამოყენებით, რომელიც ფიუჟენის ჟანრს ახასიათებს. 1976 წლიდან ანსამბლმა დაიწყო აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა, მონაწილეობდა როგორც გფრ-ის, ასევე გდრ-ის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე გამართულ კონცერტებში.

1977 წელს ანსამბლის წევრებმა დადგეს ი. ბარდანაშვილის როკ-ოპერა „ალტერნატივა“.

1978 წელს ორკესტრ „რეროდან“ ანსამბლში გადავიდა ბესიკ კალანდაძე. მნიშვნელოვანია სიმღერები მისი ვოკალით — „ტირიფები“, „თეთრი ღამე“, „გიორგობისთვე“ და სხვები.

1979 წელს ანსამბლი გამოვიდა ქ. იალტაში, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სიმღერების შესრულების I საკავშირო კონკურსზე და სიმღერის „აფრო-კუბური რიტმები“ შესრულებით მიიღო ლაურეატის წოდება. მოგვიანებით ეს სიმღერა გამოიცა ფირფიტაზე „სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სიმღერების შესრულების საკავშირო კონკურსი 1979“.

1980 წელს, ფესტივალზე „თბილისი-80“ კოლექტივმა III ადგილი დაიკავა, სიმღერის „სამშობლო“ წარდგენით, რომელიც აგებული იყო სუიტის სახით, რომელშიც ინსტრუმენტული ნომრები სრულდებოდა ვოკალურებთან ერთად (სიმღერა შეტანილი იქნა 1981 წელს გამოცემულ ფირფიტაზე ფესტივალის „გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80“ ლაურეატები).

1981 წელს გამოვიდა ანსამბლის მეორე ალბომი, რომელსაც „სიხარულის რიტმი“ ეწოდა. მის ჩაწერაში თავის გარდაცვალებამდე მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ჯაზ-პიანისტმა ვაგიფ მუსტაფა-ზადემ.

1983 წელი აღინიშნა ფირფიტის „ვარსკვლავთცვენა“ გამოცემით. ამ ფირფიტაზე წინა ალბომებთან შედარებით აღარ იყო მხოლოდ ინსტრუმენტული ნომრები და ქავერ-ვერსიები. 1984 წელს კი გამოვიდა უკანასკნელი ალბომი, „ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!“.

წლების მანძილზე კოლექტივი დაშლილი იყო. ბესიკ კალანდაძე საკუთარ სიმღერებს წერდა. სოლო-შემოქმედებას მიჰყვებოდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც - რომან რცხილაძე, გოჩა ლორია, რობერტ ბარძიმაშვილი და სხვები.

რობერტ ბარძიმაშვილი 2003 წელს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ანსამბლის წევრები ერთად პირველად გამოჩნდნენ გადაცემა „პროფილში“, სადაც შეასრულეს მათი ცნობილი სიმღერა „ბაკურიანი“ (ტელეჩანაწერში გადაიცა ორიგინალური ჩანაწერის ფონოგრამა).

2011 წლის 4 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა ანსამბლის დარჩენილი შემადგენლობის საიუბილეო კონცერტი, რომლის ფინალში ფილარმონიის შენობის წინ გაიხსნა მათი სახელობის ვარსკვლავი.

2012 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა თემურ რევაზიშვილი[1]. აღდგენილმა ანსამბლმა მის გარეშე, 2012 წლის ზაფხულში, ბათუმში ტურნე დაიწყო.[2]

შემადგენლობა[რედაქტირება]

სხვადასხვა დროს ანსამბლში მონაწილეობდნენ:

სოლისტები[რედაქტირება]

ინსტრუმენტალისტები[რედაქტირება]

  • უჩა კორძაია — ვოკალი, ფლეიტა, საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები
  • არჩილ სიმონიშვილი — ვოკალი, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
  • რომან რცხილაძე — ვოკალი, როიალი, ორღანი, ვიბრაფონი
  • ვალერი კონდახჩიანი — ვოკალი, დასარტყმელი საკრავები, როიალი, ბას-გიტარა, საყვირი
  • გოჩა ლორია — ვოკალი, გიტარა, დასარტყმელი საკრავები
  • არჩილ ასლანიშვილი — ვოკალი, გიტარა
  • დავით ჯანელიძე — ვოკალი, ტრომბონი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
  • გარი მოდებაძე — ვოკალი, საყვირი
  • ირაკლი კალანდაძე – გიტარა
  • თამაზ სიჭინავა–სინთეზატორი,ელექტრო პიანო, არანჟირება

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება]

  • 2011 — საუკეთესო სიმღერები

სინგლები[რედაქტირება]

კომპაქტ-კასეტები[რედაქტირება]

კომპაქტ-დისკები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვია_75&oldid=2535861“-დან