ვიაინიო აალტონენი
ვიკიპედიიდან
ვიაინიო ვალდემარ აალტონენი (Aaltonen) (დ. 8 მარტი, 1894, მარტილა — გ. 30 მაისი, 1966, ჰელსინკი), ფინელი მოქანდაკე. სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი (1958). დაამთავრა ტურკუს სამხატვრო სკოლა (1915). ფსიქოლოგიური პორტრეტების, მონუმენტური და დეკორატიული ქანდაკებების, ფერწერული ტილოებისა და გრაფიკული ნახატების ავტორი.
მთავარი ნამუშევრები:
- „მორბენალი პ. ნურმი“ (ბრინჯაო, 1924-1925, ჰელსინკი)
- ტამპერეს ხიდის 4 ფიგურა (ბრინჯაო, 1927-1929)
- „ა. კივი“ (ბრინჯაო‚ 1932-1934, ჰელსინკი)
- „ი. სიბელიუსი“ (მარმარილო, 1935, პორი)
- „ახალმოსახლენი“ (გრანიტი, 1938, დელავერი, აშშ)
- „მშვიდობა“ (გრანიტი, 1950-1952, ლახტი; მშვიდობის ოქროს მედალი 1953)
- „მეგობრობა“ (ბრინჯაო, 1952, ტურკუ და გეტებორგი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Цагарели И., Вайнё Аалтонен, М., 1961;
- ქსე, ტ. 1, გვ. 10, თბ., 1975

