ვიადუკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიადუკი
Tren a las nubes cruzando Viaducto la Polvorilla.jpg

ვიადუკი (ფრანგ. viaduc < ლათ. via – გზა და duco – მიმყავს) — გრძელი და მაღალსაყრდენიანი ხიდური ნაგებობა გზისა და დასერილი ადგილის (ხრამი, ხეობა და ა. შ.) გადაკვეთაზე. ვაიდუკს ზოგჯერ მაღალი მიწაყრილის ნაცვლად აგებენ, როცა უკანასკნელის გაკეთება ეკონომიურად არახელსაყრელი ან ტექნიკურად მიზანშეუწონელია (მაგ., ფუძის გრუნტის სისუსტის გამო). ვაიდუკის საყრდენების სიმაღლე (ზოგჯერ კი მისი ყველაზე მაღალი ნაწილის მალების ზომა) თანდათანაბოთ მატულობს. ამით მას განასხვავებენ ესტაკადისაგან, რომლის საყრდნების სიმაღლეთა სხვაობა უმნიშვნელოა, ხოლო მალები ერთნაირი ზომისა აქვს. ვიადუკი არის ქვის, ლითონის, ბეტონის, რკინაბეტონისა, ერთ- და მრავალმალიანი თაღოვანი ან კოჭური კონსტრუქციისა.

ვიადუკი — ქვის მსხვილი ბლოკებით ამოყვანილი თაღებიანი ნაგებობა — ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. რომში. XIX საუკუნის დასასრულიდან ვაიდუკის აშენება დაიწყეს ლითონისა და რკინაბეტონისაგან, რომელთა კონსტრუქციული შესაძლებლობანი საშუალებას იძლევა შეიქმნას თანამედროვე ხასიათის მსუბუქი და მოხერხებული ნაგებობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]