ვექტორული ნამრავლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვექტორული ნამრავლი a და b ვექტორებისა არის ვექტორი, რომლის სიგრძე რიცხვობრივად ტოლია ამ ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის ფართობის. აღნიშნავენ ორგვარად: [a; b] ან a×b. ვექტორული ნამრავლის მიმართულება დამოკიდებულია i,j,k საკოორდინატო სისტემაზე. a ვექტორის b ვექტორისკენ უმოკლესი მობრუნება ჩანს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც k ვექტორის ბოლოდან ჩანს i-დან j-სკენ.
ვექტორული ნამრავლის თვისებები:
- [ab]=-[ba] (ანტიკომუტატიურობა)
- λ[a; b]=[(λa); b] (ასოციაციურობა სკალარული მამრავლის მიმართ)
- [[ab]c]≠[a[bc]] (არაასოციაციურობა)
- [a(b+c)]=[ab]+[ac] (დისტრიბუციულობა)[1].
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 388, თბ., 1979 წელი.
სტატიის