ვეფხვის კვალს მიმყოლნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვეფხვის კვალს მიმყოლნი
虎の尾を踏む男達
რეჟისორი კუროსავა აკირა
პროდიუსერი მოტოჰიტო იტო
სცენარისტი კუროსავა აკირა
როლებში სუსუმუ ფუჯიტა
კომპოზიტორი ტადეში ჰატორი
დისტრიბუტორი ტოჰო
ხანგრძლივობა 60 წთ
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური ენა
წინა: ძიუდოს გენიოსი II
შემდეგი: ვინც მომავალს ქმნის
IMDb პროფილი

ვეფხვის კვალს მიმყოლნი (იაპონურად: 虎の尾を踏む男達 Tora no o wo fumu otokotachi) — 1945 წლის სექტემბერში გამოსული აკირა კუროსავას სცენარითა და რეჟისორობით გადაღებული ფილმი. ეს რეჟისორის მესამე ფილმი იყო. მას საფუძვლად დაედო კაბუკის დადგმა, რომელიც თავისმხრივ ეყრდნობოდა ნოს სპექტაკლ „ატაკას". ფილმი მაშინვე აკრძალა საოკუპაციო რეჟიმმა და მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმის დასაწყისში ტიტრები გვაცნობს, რომ 1185 წელს შოგუნ იოროტომოს ძმა იოშიცუნე გამარჯვებული ბრუნდებოდა დედაქალაქში, მაგრამ კაჯივარას ცილისწამების შემდეგ იორომოტო გადაწყვეტს სასიკვდილოთ დასაჯოს იოშიცუნე. იოშიცუნე იძულებულია თავის ერთგულ ექვს სამურაისთან ერთად გაიქცეს და თავშესაფარი ჰპოვოს ფიდიჰარა ფუჯივარასთან. მაგარმ იქ მიღწევა არც ისე ადვილია რადგან გზა გადის კარგად გამაგრებულ უღელტეხილზე, რომელსაც იცავს ტოგაში შაემონი (მსახიობი სუსუმუ ფუჯიტა). ისინი მთიელ მოხეტიალე ბუდისტ ბერთა სამოსით შემოსილნი ცდილობენ გადაიარონ უღელტეხილი ატაკა, რომელსაც საგანგებოდ იცავს ტოგაში შაემონი. ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ გადალახავენ ბერთა სამოსში გადაცმული სამურაები ამ ბარიერს.

ფილმი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში, უელტეხილამდე ორიოდე საათის სავალზე, ჯგუფს წამოეწევა მეკურტნე (მსახიობი ენომოტო კენიჩი). ეს სასაცილო და ერთი შეხედვით მოსულელო თანამგზავრი ადვილად მიხვდება თუ სინამდვილში ვინ არიან ეს მგზავრები და მათ აცნობებს რომ უღელტეხილზე უკვე ინფორმირებულნი არიან იოშიცუნეს გეგმებზე. ფილმის მეორე ნაწილი ასახვს ტოგაში შაემონის მიერ ბერთა დაკითხვის ფსიქოლოგიურ პერიპეტიებს. ბერების სახელით ლაპარაკობს მხოლოდ ბენქეი, რომლის მოხერხებულობას და გამჭრიახობის წყალობით ის დაარწმუნებს ტოგაში შაემონს რომ ისინი მხოლოდ სიმართალეს ამბობდნენ. ფილმის მესამე ნაწილი კი აღწერს ლხინს, რომელიც გაიმართება მას მერე რაც ტოგაში შაემონი ღირს ბერებს ძღვნად საკეს მიაშველებს იმის საპასუხოდ მათ თითქოსდა რომ არ დაუჯერა. ფილმის ბოლოს სცენა გვიჩვენებს წინა ღამის ნამთვრალევს და ბერებისგან მიტოვებულ მეკურტნეს, რომლსაც მდიდრულ სამოსში გამოღვიძებია, რაც აშკარად იოშიცუნეს საჩუქარია. მსახიობთა თამაში და რეჟისურა ნათელს ხდის რომ ტოგაში შაემონი სულაც არ იყო უჭკოო და მის მახვილ მზერას არ გამოპარვია თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში „მოხეტიალე ბერები". მაგრამ დაკითხვა ისე წარმართა, რომ გარშემო მყოფნი დარწმუნებულიყვნენ: ორჯერ ორი ოთხი კი არა ხუთია. ალბათ ეს უთქმელი ამბავი გახდა ამ ფილმის აკრძალვის მიზეზი რადგან ის აღიქმებოდა მოწოდებად: დაეცვათ და არ გაეცათ ამერიკელთა მიერ დამნაშავეებად გამოცხადებული იაპონელი სამხედროები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]