ვესტ ვილიჯი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტოფერის ქუჩა ვესტ ვილიჯში.

ვესტ ვილიჯი (ინგლ. West Village) — გრინვიჩ ვილიჯის უბნის დასავლეთი ნაწილი მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უბანს განსაზღვრული საზღვრები არ აქვს, ზოგადად ითვლება, რომ ის შემოიფარგლება მდ. ჰუდზონით და მეექვსე ავენიუთი და იშლება მე-14 ქუჩიდან ქვევით ჰაუსტონის ქუჩამდე. მეზობელი უბნებია ჩელსი ჩრდილოეთით, სოჰოს ჰუდზონის მოედნის ნაწილი სამხრეთით და გრინვიჩ ვილიჯის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთით.

უბანი გამოირჩევა მანჰეტენისთვის ჩვეულ ცხრილს აცდენილი ქუჩებით, რაც ხშირად აბნევს ტურისტებსაც და ქალაქის მცხოვრებთაც. ეს ქუჩები დაიგეგმა მე-18 საუკუნეში, დაახლოებით მდ. ჰუდზონის პარალელურად ან ვერტიკალურად, დიდი ხნით ადრე ვიდრე 1811 წლის კომისიონერთა გეგმა შედგებოდა, რომელმაც ქალაქის მთავარი ქუჩების ცხრილი შეადგინა. ქუჩების ნორმები არეულია, მაგ. ვესტ მე-4 ქუჩა კვეთს ვესტ მე-10, მე-11 და მე-12 ქუჩებს და მთავრდება ვესტ მე-13 ქუჩასთან.

ცნობილი როგორც "პატარა ბოჰემია" 1916 წლიდან, ვესტ ვილიჯი კუნძულის ვესტ-საიდის ბოჰემური ცხოვრების სტილის ცენტრია, კლასიკური მხატვართა ლოფტებით და ახალი საცხოვრებელი მაღლივი კორპუსებით, რომლებიც ამერიკელმა არქიტექტორმა რიჩარდ მეიერმა დააპროექტა ჰუდზონის პირას 173-176 პერის ქუჩაზე. მიტპაკინგ დისტრიქტი, რომელიც ამ უბანს ემიჯნება ჩრდილოეთით, ასევე ცნობილია როგორც "განსვურტის ისტორიული უბანი", დატვირთულია მოდური ბუტიკებითა და ღამის კლუბებით.



ჩელსი

ჰუდზონი

საუზ ვილიჯი

ჩელსი

ვესტ ვილიჯი

სოჰო

მიტპაკინგ დისტრიქტი

გრინვიჩ ვილიჯი

სოჰო


მანჰეტენის უბნები (ნიუ-იორკი)
Chrysler building- top.jpg

ალფაბეტ სიტი · ანსონია · ბატერი პარკ სიტი · ბოვერი · ჩელსი · ჩაინატაუნი · დაიმონდ დისტრიქტი · ისტ ვილიჯი · ფაინენშიალ დისტრიქტი · ფლატირონ დისტრიქტი · გარმენტ დისტრიქტი · გრამერსი · გრინვიჩ ვილიჯი · ჰამილტონ ჰაიტსი · ჰარლემი · ჰელს კიჩენი · ჰადსონ ჰაიტსი · ინვუდი · კიპს ბეი · კორიათაუნი · ლიტლ იტალი · ქვემო ისტ საიდი · ქვემო მანჰეტენი · მანჰეტენვილი · მარბლ ჰილი · მიდთაუნი · მიტპაკინგ დისტრიქტი · მორნინგსაიდ ჰაიტსი · მიურეი ჰილი · ნოჰო · ნოლიტა · რუზველტ აილენდი · სოჰო · ესპანური ჰარლემი · სტაივესან ტაუნი · ტენდერლოინი · ტაიმს-სქვერი · ტრიბეკა · ტარტლ ბეი · ზემო ისტ-საიდი · ზემო ვესტ-საიდი · ვაშინგტონ ჰაიტსი · ვესტ ვილიჯი · იორკვილი