ვესტიბულური ნევრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვესტიბულური ნევრიტი იგივე ვესტიბულური ნეორონიტი (vestibular neuronitis) — ვესტიბულარული აპარატის დაავადება. სმენის ნერვის (კოქლეოვესტიბულური) ვესტიბულური ნაწილის მწვავე დაზიანება. შესაძლოა განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვლინდება ძლიერი თავბრუსხვევით, ნისტაგმით, ვესტიბულური ატაქსიით, განმეორებადი ღებინებით.

ვესტიბულური აპარატი შიგნითა ყურში არსებული ორგანოა, რომელიც სხეულის მოძრაობის აღქმას, აგრეთვე მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება. როდესაც ამ ორგანოს ფუნქცია ირღვევა, მაშინ წარმოიშობა სხეულის სივრცეში მოძრაობის ან თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს ორგანო შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაზიანდეს.

დაავადება ხანმოკლეა (რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს) და უმრავლეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ დღეებში იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ვესტიბულური აპარატის აგზნებადობას, გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო და სედატიური საშუალებები შემდგომში მკურნალობის საფუძველია – ვესტიბულური ვარჯიში.