ვესტიბულარული ნევრონიტი
ვესტიბულარული ნევრონიტი (vestibular neuronitis) არის ვესტიბულარული აპარატის დაავადება.
ვესტიბულარული აპარატი არის შიგნითა ყურის ნაწილი, რომლის ფუნქციაა სხეულის მდგომარეობის (განსაკუთრებით თავის) შესახებ ინფორმაცია ნერვულ იმპულსებში გარდაქმნას და შემდეგ თავის ტვინს გაუგზავნოს. როცა ამ აპარატის ფუნქცია ირღვევა, მაშინ წარმოიშობა ვერტიგოს (სხეულის სივრცეში მოძრაობის ან თავბრუსხვევის) შეგრძნება. ეს აპარატი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაზიანდეს. ვესტიბულარულ ნევრონიტს ეძახიან მწვავე დაზიანებას, რომელიც სავარაუდოდ ვირუსულია და შესაბამისად მისი მკურნალობა არ არსებობს.
ეს დაავადება ძალიან ხანმოკლეა (რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს) და უმრავლეს შემთხვევაში გართულების გარეშე წავა.
ახასიათებს თავბრუსხვევა და გულისრევა. თუმცა ეს პრობლემა ბევრი რამისათვის არის დამახასიათებელი. ამიტომ, როცა ეს სიმპტომები აქვს ადამიანს, იგი უნდა გაისინჯოს ნევროლოგის (ან თერაპევტის, რომელსაც ესმის) მიერ და დასვას შესაბამისი დიაგნოზი.
სტატიის