ვერხოტურეს კვართის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერხოტურეს კვართის მონასტერი

ვერხოტურე 1910 წლის ფოტოზე

ვერხოტურეს კვართის მონასტერი — რუსეთი
ვერხოტურეს კვართის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 58°51′39″ ჩ. გ. 60°48′32″ ა. გ. / 58.86083° ჩ. გ. 60.80889° ა. გ. / 58.86083; 60.80889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ვერხოტურე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6610065000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

ვერხოტურეს კვართის მონასტერი (რუს. Верхотурский Покровский монастырь) — მართლმადიდებლური დედათა მონასტერი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ვერხოტურეში. მონასტერი დაარსდა 1621 წელს.

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას. მონასტერი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერხოტურეს კვართის მონასტერი დაარსდა 1621 წელს და იყო პირველი დედათა მონასტერი ციმბირში. მონასტრის დაარსების ინიციატორი იყო ციმბირის პირველი ეპისკოპოსი კიპრიანე სტარორუსენიკოვი. თავდაპირველად მონასტერი აგებული იყო ხისაგან, მაგრამ მოგვიანებით ხანძრების შედეგად ნელ-ნელა გადააკეთეს ქვის ნაგებობად.

ვერხოტურელმა ვაჭარმა და მაღაროელმა მაქსიმე მიხეილის ძე პოხოდიაშინმა თავისი ფინანსებით ააგო ღვთისმშობლის კვართისა (1744-1753 წწ.) და იოანე ნათლსიმცემლის შობის (1768 წ.) ტაძრები.

მონასტერი გაუქმდა 1782 წელს. მისი ფუნქციონირება აღსდგა 1896 წელს, ხოლო იმის გამო, რომ ადრე არსებული მონასტრის ეკლესია ახლა იყო სამრევლო, 1898-1902 წლებში ააგეს ახალი კვართის ეკლესია.

1914 წლის ივლისში მომლოცველობის პერიოდში მონასტერში შეჩერდა დიდი თავადი ელისაბედ თევდორეს ასული.

მონასტერი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1926 წელს, ხოლო რყუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი დაიბრუნა 1991 წელს. 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდა იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი[1].

მონასტერში დაცულია ციმბირელი წმინდანის კოზმა ვერხოტურელის ნეშტი. 2006 წელს მისთვის დაამზადეს ახალი სარკოფაგი და მასში ჩაასვენეს[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сойкин П. П. Верхотурский Покровский монастырь // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 166-167. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.
  • М. Ю. Нечаева. Верхотурский во имя Святителя Николая Чудотворца мужской монастырь // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2004. — Т. VIII. — С. 24-28. — 752 с. — 39 000 экз. — ISBN 5-89572-014-5.
  • По святым местам Урала. Реж: «Малыш и Карлсон». 2011 г. Стр. 10-13.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]