ვერხვისძირა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვერხვისძირა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Leccinum aurantiacum | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ვერხვისძირა (Leccinum aurantiacum, Boletus versipellis), ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდი 4-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ზედაპირი — ნარინჯისფერი ან ნარინისფერ-წითელი, შიშველი ან ქეჩისებრი. მოთეთრო ფეხი ძირისაკენ მსხვილდება და დაფარულია მოგრძო თეთრი, ყავისფერი ან მოშავო ქერცლით. რბილობი თეთრია, ჰაერზე ჯერ ლურჯდება, შემდეგ კი შავდება. ძირითადად იზრდება ვერხვნარებში, გვხვდება სხვა ფოთლოვან და შერეულ ტყეშიც, ზაფხულში და შემოდგომით. ზოგჯერ ამ სოკოს ვერხვისქვეშასაც უწოდებენ. იჭმება ახალი, დამუჟუჟებული და გამხმარი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 4, გვ. 380, თბ., 1979
სტატიის