ვერუშკა ფონ ლენდორფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერა ფონ ლენდორფი

ვერუშკა ფონ ლენდორფი (გერმ. Veruschka von Lehndorff), გრაფინია ვერა გოტლიბ ანა ფონ ლენდორფი Vera Gottliebe Anna Gräfin von Lehndorff) — გერმანელი მოდელი და მსახიობი. დაიბადა 1939 წლის 14 მაისს კენიგსბერგში (აღმოსავლეთი პრუსია, გერმანიის იმპერია) ოფიცრის ოჯახში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვერუშკა შტაინორტში გაიზარდა, საუკუნეთა განმავლობაში მისი ოჯახის კუთვნილ მამულში. ლენდორფების ოჯახურ ციხესიმაგრეში საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი ნაცისტთა შეხვედრებს აწყობდა. ლენდორფთა ტყე-პარკის შორი-ახლოს, თავად ფიურერის შტაბბინა „ვოლფშანცე“ („მგლის ბუნაგი“) იყო განთავსებული. კარგა ხანს არავინ იცოდა, რომ ვერუშკას მამა — გრაფი ჰენრიხ ფონ ლენდორფ-შტაინორტი — მონაწილეობდა შეთქმულებაში. რომლის შედეგადაც 1944 წლის სექტემბერში სასამართლოს წინაშე წასრდგა და 18 სექტემბერს ბერლინის ციხეში, პლეტცენზეში, იქნა სიკვდილით დასჯილი, სადაც ვერას დედამ მეოთხე ბავშვი, ვერუშკას და, — კატარინა გააჩინა.

რამდენადაც ვერუშკას მთელი ოჯახი, ბებია-ბაბუაც კი, სახელმწიფო დამნაშავედ იქნა ცნობილი, ლენდორფები დააპატიმრეს და მათ ქონებას კონფისკაცია ჩაუტარეს. ვერა და მისი დები ბად საქსის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდნენ, სადაც მათ გვარები შეუცვალეს. ვერას ცამეტ სკოლაში მოუწია სწავლა, მათ შორის, ვალდორფის ინსტიტუტში, ქალთა მონასტერსა და სოფლის სკოლაში.

შემოქმედება[რედაქტირება]

პირველი ბეჭდვითი ორგანო, რომლის გარეკანზეც ვერუშკას ფოტო მოხვდა, იყო ჟურნალი „კონსტანცე“. ქალიშვილობისას ვერა ჰამბურგში ეუფლებოდა ხელოვნებას. მერე ფლორენციაში გადავიდა, სადაც ფოტოგრაფ უგო მულასის ყურადღება მიიპყრო და მალე ფოტომოდელად დაიწყო მუშაობა. პარიზში გადასვლის შემდეგ, სადაც ვერამ ეილინ ფორდი, ამერიკის მთავარი სამოდელო სააგენტოს Ford Models-ის უფროსი გაიცნო, გადაწყვიტა, ნიუ-იორკში მოესინჯა ბედი. ამერიკის უდიდეს ქალაქში 1961 წელს ჩავიდა. რაკი ნავარაუდევ წარმატებას ვერ მიაღწია, ევროპას დაუბრუნდა და მიუნხენში ჩავიდა და გარკვეული ხნის შემდეგ ფურორიც მოახდინა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ „ფოტოგადიდებაში“ ხუთწუთიანი ეპიზოდით. მოგვიანებით სალვადორ დალის დაუახლოვდა და ბოდი არტის პოპულარიზებას მიჰყო ხელი; იღებდნენ ტანმოხატულს.

ვერა ბავშვობიდანვე ძალიან მაღალი იყო. 14 წლის ასაკში უკვე 185 სმ იყო, მოგვიანებით მისმა სიმაღლემ 190 სმ მიაღწია.

1975 წელს ჟურნალ Vogue-ის მთავარ რედაქტორთან, გრეის მირაბელასთან, უსიამოვნება მოუვიდა და მოდის სამყარო დატოვა. დღესდღეობით ცხოვრობს ბრუკლინში, აშშ. შიგადაშიგ პოდიუმზეც გამოდის ხოლმე როგორც მიწვეული ვარსკვლავი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

  • წითელი ორკესტრი (1989) L’orchestre rouge
  • Vom Zusehen beim Sterben (1985)
  • საცოლე (1985) The Bride
  • დორიან გრეის სახე ყვითელი პრესის სარკეში (1984) Dorian Gray im Spiegel der Boulevardpresse
  • მილო – მილო (1979) Milo-Milo …
  • სხეულის ფერი (1978) Couleur chair
  • ვინ დამიწყნარა ცოლი? (1976) Cattivi pensieri … Mario Marani’s Lover
  • სალომე (1972) Salomè
  • ვერუშკა (1971) Veruschka
  • სცენარისტი
  • ვერუშკა: ცხოვრება კამერის წინ (2005) Veruschka — Die Inszenierung

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]