ვერონიკა როთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონიკა როთი
ინგლ. Veronica Roth
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1988(1988-08-19)[1] [2] [3] [4] (35 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი[5]
საქმიანობა მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და რომანისტი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და Barrington High School
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა
Magnum opus დივერგენტი
ჯილდოები 21st Century Award[6]
ხელმოწერა
საიტი veronicarothbooks.com

ვერონიკა როთი (Veronica Roth, დ. 19 აგვისტო 1988) — ამერიკელი მწერალი და მოთხრობების ავტორი. ცნობილია HarperCollins-ის მიერ გამოცემული ტრილოგიით „დივერგენტის“ სამყაროს შესახებ, რომელშიც შედის „დივერგენტი“, „ინსურგენტი“ და „ელიგენტი“.

როთი დაიბადა ნიუ-იორკში და გაიზარდა ბარინგტონში (ილინოისის შტატი). დედამისი, ბარბარა როსი, ამავე ქალაქში ცხოვრობს და მხატვარია. ვერონიკა ყველაზე უმცროსის სამ დედმამიშვილს შორის. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როცა იგი 5 წლის იყო. ამის შემდეგ დედამისი დაქორწინდა ფინანსურ კონსულტანტ ფრენკ როსზე.

2005 წელს როთმა ბარიგნტონის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1 წლის შემდეგ კარლტონის კოლეჯში შევიდა, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, სადაც წერითმა შემოქმედებითმა პროგრამამ დააინტერესა. 2011 წელს ის დაქორწინდა ფოტოგრაფ ნელსონ ფიჩზე. ამჟამად წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. NooSFere — 1999.
  4. Babelio — 2007.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #1020743859 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/