ვერნ ტროიერი
| ვერნ ტროიერი Verne Troyer |
|
ვერნ ტროიერი 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | ვერნ ტროიერი |
| დაიბადა | 1 იანვარი, 1969 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1994–დღემდე |
ვერნ ტროიერი (ინგლ. Verne Troyer; დ. 1 იანვარი, 1969) — ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილია ფილმ „ოსტინ პაუერსში“ შესრულებული მინი-მეს როლით. განთქმულია ასევე თავისი პატარა სიმაღლით (81 სმ). ტროიერი ცნობილია აგრეთვე როლით ფილმში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“.
ვერნ ტროიერი დაიბადა მიჩიგანში, მამამისის რუბენ ტროიერისა და დედამისის სიუზენის ოჯახში.[1] ჰყავს და-ძმა, შესაბამისად დებორა და დევონი. გაიზარდა მიჩიგანში. 1987 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე“, სადაც გვევლინება ბავშვის დუბლიორად. 1999 წლამდე ტროიერი ძირითადად მუშაობდა კასკადიორად. ასევე ეპიზოდურ როლებს ღებულობდა ფილმებში. პოპულარობა მოუტანა მინი-მეს როლმა ფილმში „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“.
2004 წლის 22 თებერვალს ვერნ ტროიერმა იქორწინა ჟენევიევ გალენზე, თუმცა მათი ქორწინებაში ყოფნა ანულირებული იყო მეორე დღესვე. ამჟამად ტროიერი ცხოვრობს კალიფორნიაში, ჰოლივუდში.
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1994 | ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე | ||
| 1996 | პინოქიოს შურისძიება | პინოქიო | |
| 1997 | მამაკაცები შავებში | უცხო | |
| 1997 | სურვილების ამსრულებელი | ||
| 1998 | ჩემი გიგანტი | ||
| 1999 | ინსტინქტი | გორილა | |
| 1999 | ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა | მინი-მე | |
| 2000 | გრინჩი | ||
| 2001 | ბიჭი ბუშტიდან | ფრიკი | |
| 2001 | ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | გობლინი | |
| 2002 | მყარი ფული | ატილა | |
| 2002 | ოსტინ პაუერსი: გოლდმემბერი | მინი-მე | |
| 2007 | ფოსტალი | ასრულებს თავის თავს | |
| 2008 | სექსის გურუ | პანჩი | |
| 2008 | კოლეჯი | ასრულებს თავის თავს | |
| 2009 | ექიმ პარნასის წარმოსახვა | პერსი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებსაიტი
- ვერნ ტროიერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ვერნ ტროიერი
- ვერნ ტროიერი
- ინტერვიუ ვერნ ტროიერთან — Movieset.com
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Verne Troyer Biography (1969-) from FilmReference.com