ვენტუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენტუარი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სათავე სერა-პაკარაიმა
სიგრძე 520 კმ
აუზის ფართობი 40.000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვენტუარი ვიკისაწყობში

ვენტუარი (ესპ. Ventuari) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, მდინარე ორინოკოს მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 520 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 40.000 კმ². სათავე აქვს გვიანის ზეგანის დასავლეთ ნაწილში. მიედინება ბორცვნალ ადგილებში, რომელიც ტროპიკული ტყითაა დაფარული. განვითარებულია ჭორომები. წყალმოვარდნები იცის წვიმიან ამინდებში, აპრილიდან ოქტომბრამდე. სანაოსნოა მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე მანაპიარე.

ვენტუარი წყალუხვი მდინარეა, რაც განპირობებულია ადგილობრივი ოროგრაფიული პირობებით. წყლის ხარჯი 3000 მ³/წმ და მეტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • HITCHCOCK, Charles B. La región Orinoco Ventuari. Relato de la Expedición Phelps al Cerro Yaví. Caracas: Ministerio de Educación Nacional, Imprenta El Compás, 1984 (traducción de una edición anterior en inglés: The Orinoco - Ventuari Region. American Geographical Society, 1947)
  • VILA, Pablo. Geografía de Venezuela. T. I: El territorio nacional y el ambiente físico. Caracas, Ministerio de Educación, 1960.