ვენომი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენომი
Venomamazingspiderman299.png
ედი ბროკი, პირველი ”ვენომი”.
ისტორია
გამომცემელი მარველის კომიქსები
დებიუტი საიდუმლო ომები (Secret Wars) #8 (1984 წლის დეკემბერი), როგორც "უცხო კოსტუმი" (alien costume), გამაუგნებელი ადამიანი-ობობა (The Amazing Spider-Man) #252 (1984 წლის მაისი), შეერწყა ედი ბროკს ნიკით ”ვენომი”.
ავტორ(ებ)ი დევიდ მიჩელინი
მაიკ ზეკი ("უცხო კოსტუმის" დიზაინი)
ტოდ მაკფარლანი (კუნთები და კბილები)
დახასიათება
ალტერ ეგო პიტერ პარკერი, ედი ბროკი, ანჟელო ფორტუნატო, მაკ გარგანი
სახეობა სიმბიოტი
მოკავშირეები ადამიანი-ობობა
მტრები ადამიანი-ობობა
განსაკუთრებული
ძალები
ყოველ ახალ მასპინძელს გადასცემს ადამიანი ობობას ძალებს; გონების სრული კონტროლი; ზეადამიანური ფიზიკური ძალა; ფორმის შეცვლის ლიმიტირებული შესაძლებლობა; შეუძლია გამოეყოს მასპინძლის სხეულს საფრთხეში ყოფნისას, დაიცვას თავი და დამოუკიდებლად იბრძოლოს; შეუმჩნეველია პარკერის ”ობობის მგრძნობელობის” მიერ.

ვენომი (ინგლ. Venom) არის მარველის კომიქსების მიერ გამოგონილი პერსონაჟი, სიმბიოტი, უცხოპლანეტელი თხევადი ფორმით. საარსებოდ იყენებს ადამიანის სხეულს, როგორც პარაზიტი, სანაცვლოდ კი ”მასპინძელს” ზეადამიანური შესაძლებლობებით ”აჯილდოებს”. თანდათანობით, პარაზიტი ვენომი აღწევს სრულ კონტროლს მასპინძელზე და მართავს მის სხეულს სურვილისამებრ. გარდაქმნის რა ბოროტმოქმედად, იყენებს მას დედამიწაზე მზაკვრული გეგმების განსახორციებელად. კომიქსებში სიმბიოტი წარმოადგენს ადამიანი-ობობას მტერს, ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს. თავად ობობა იყო პირველი, ვის სხეულსაც დროებით დაეუფლა უცხოპლანეტელი პარაზიტი. ხოლო მას შემდგომ, რაც ობობამ მოიცილა იგი, სიმბიოტმა უამრავი მასპინძელი გამოიცვალა, მათგან აღსანიშნავია ედი ბროკი.

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] ედი ბროკი, პირველი ”ვენომი”

კომიქსის ადრეულ ნომრებში, ვენომი პიტერის კონკურენტი - ჟურნალისტი ედი ბროკია, რომელმაც პარკერის გამო დაკარგა სამსახური და საშილად შეიძულა იგი. მას შემდგომ, რაც პიტერი გათავისუფლდა მთვარიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ’უცხო კოსტუმისგან’, რაც სინამდვილეში ცოცხალი არსება აღმოჩნდა, იგი ედი ბროკს ’შეესისხლხორცა’ და შურისმაძიებელ, შეუჩერებელ მონსტრად გარდაქმნა იგი.

კოსტუმს ერთადერთი სისუსტე აღმოაჩნდა - შიში ხმაურის მიმართ, რაც სიმბიოტს ჭკუაზე შლის... ობობამ სათავისოდ გამოიყენა იგი და დაამარცხა ძლევამოსილი მოწინააღმდეგე. ამგვარად დაასრულა არსებობა ”ვენომის” პირველმა ვერსიამ.

კომიქსის ახალ სერიებში (The Ultimate Spiderman), ბროკი უბრალო სტუდენტია, რომელმაც პიტერს შემთხვევით აღმოჩენილი უცნობი ნივთიერება აჩვენა. ასე გახდა თანამედროვე კომიქსებში პარკერი სუპერბოროტმოქმედი ვენომი, შემდგომ კი ედი გარდაიქმნა საშინელ მონსტრად.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე