ვენესუელის კინემატოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენესუელის კინემატოგრაფია — ვენესუელის კინოს საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის ბოლოს. ეროვნული კინოწარმოება ვენესუელაში გაჩნდა XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. უმთავრესად უშვებდნენ დოკუმენტურსა და ქრონიკულ ფილმებს. მეორე მსოფლიო ომის დროს კინოგაქირავების 80-90% ამერიკული ფილმები შეადგენდა. 1948-1954 წწ. კარაკასში მუშაობდა კინოსტუდია „ბოლივარ ფილმი“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული კინემატოგრაფიის ჩამოყალიბებაში.

ზოგი ფილმის სიუჟეტი დაკავშირებულია მარკოს პერეს ხიმენესის (ქვეყნის პრეზიდენტი 1952-1958 წწ.) რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასთან და XIX საუკუნის ეროვნული გმირის სიმონ ბოლივარის ცხოვრების ამბებთან. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა დოკუმენტურმა ფილმმა „არაია“ (1959, რეჟისორი მარგო ბენასერაფი). ფილმი წარდგენილი იყო 1959 წლის კანის კინოფესტივალზე.[1] 1977 წელს გამოვიდა ცნობილი ფილმი „თევზი, რომელიც ეწევა“. 1985 წელს გამოვიდა ფილმი „ორიანა“, რომელსაც 1985 წლის კანის კინოფესტივალზე გამარჯვება ხვდა წილად.[1]

2005 წელს გამოვიდა ფილმი „ღამის ექსპრესი“ (რეჟისორი ჯონათან იაკუბოვიჩი), რომლის პრემიერა შედგა აშშ-ში. 2006 წელს გაიხსნა კინოსტუდია „Villa del Cine“. წელიწადში უშვებენ 10-იდან 15-მდე სრულმეტრაჟიან კინოფილმს.[2]

გასულ საუკუნეში ფილმების უმეტესობა გასართობი, კომერციული ხასიათისა იყო. უმთავრესად იღებენ ტელესერიელებს, ქრონიკებსა და კინოფილმებს. იღებენ ასევე სარეკლამო ფილმებსაც. კინოს ცნობილი წარმომადგენლები არიან: ს. ენრიკესი, უ. პეტერსენი, მ. ლარა, რ. ჩალბაუდი, ა. როხასი, ე. ფერნანი, ე. მონტეხო. ტელენოველების ვარსკვლავები არიან: გაბრიელა სპანიკი, გაბი ესპინო, ჯული გილბერტი, ხუან ალფონსო ბაბტისტა, ხუან პაბლო რაბა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Festival de Cannes: Araya. festival-cannes.com. წაკითხვის თარიღი: 2009-02-14.
  2. The films inspired by Venezuela's 1999 disaster. BBC News. წაკითხვის თარიღი: 2010-02-09.