ვენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენე
მშობ. სახელი: Venø

ვენეს ეკლესია
გეოგრაფია
მდებარეობა დიდი ბელტი
კოორდინატები 56°33′ ჩ. გ. 8°37′ ა. გ. / 56.550° ჩ. გ. 8.617° ა. გ. / 56.550; 8.617
ფართობი 6,5 კმ²
სიგრძე 7,5 კმ
სიგანე 1,5 კმ
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 197 (2010)
სიმჭიდროვე 30,3 /კმ²

ვენე (დან. Venø) — მომცრო კუნძული დანიაში, ლიმფიორდენში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ქალაქ სტრუერიდან 3 კმ-ით ჩრდილოეთით. კუნძულის სიგრძე 7,5 კმ-ია, სიგანე 1,5 კმ, მოსახლეობა 197 ადამიანი (2010), ფართობი კი 6,5 კმ²-ს შეადგენს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 27 მეტრზე მდებარეობს. კუნძული პოპულარულია დამსვენებელთა შორის, გამოირჩევა კარგი პლაჟებითა და კემპინგის შესაძლებლობით.

კუნძულზე აღმართულია ყველაზე პატარა ეკლესია მთელს დანიაში,[1] რომელიც სავარაუდოდ 1536 წელს აიგო და ვენეს ყველაზე ძველ ნაგებობას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Venø Kirke", Sognekirke.dk. Retrieved 15 June 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვენე&oldid=4086486“-დან