ველიუვემერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ველიუვემერი | |
|---|---|
ველიუვემერის ტბა |
|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| ფართობი | 30 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
ველიუვემერი (ნიდერლ. Veluwemeer) — სასაზღვრო ტბა ნიდერლანდებში, ფლევოლანდისა (დასავლეთით) და გელდერლანდის (აღმოსავლეთით) პროვინციების ტერიტორიაზე. ფართობი >30 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ. ვიწრო სახით გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ. ჩრდილოეთით ქალაქი ელბიურგია, ხოლო სამხრეთით — ჰარდერვეიკი. სახელი ეწოდა გელდერლანდის პროვინციაში არსებული დიდი ტყის მასივის — ველიუვეს (ფართობი 1100 კმ²) სახელის მიხედვით. გენეზისით ხელოვნური ტიპის ტბებს მიეკუთვნება, რომელიც 1957 წელს ჩამოყალიბდა ფლევოპოლდერის შექმნის შედეგად. ზაფხულის პერიოდში პოპულარულია ტურისტებს შორის.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ველიუვემერის ტბა (ნიდერლანდური)