ველვიჩია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველვიჩია (Welwitschia bainesil, Welwitschia mirabilis), შიშველთესლოვანი ორსახლიანი მცენარე ველვიჩიასებრთა ოჯახისა. იზრდება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე, ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში. მისი გრძელი და მძლავრი ფესვი ნიადაგში გრინტის წყლებამდე ეშვება, აქვს დაბალი და მსხვილი ღერო (დიამეტრი 1,2 მ), რომლის დიდი ნაწილი ნიადაგშია ჩამალული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული. ღერო წვერში უნაგირივით არის ჩაზნექილი და მასზე ორი 3 მ-მდე სიგრძის ღვედისებრი ფოთოლია. ველვიჩია 100 წელზე მეტს ცოცხლობს და ფოთლებსაც ბოლომდე ინარჩუნებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 348, თბ., 1979

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე