ვევისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ვევისი
ლიეტ. Vievis
პოლ. Jewie
რუს. Евье
გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიტვა
კოორდინატები 54°46′25″ ჩ. გ. 24°48′59″ ა. გ. / 54.77361° ჩ. გ. 24.81639° ა. გ. / 54.77361; 24.81639
პირველი ხსენება 1539
ცენტრის სიმაღლე 134 მეტრი
მოსახლეობა 4 214 (1 იანვარი, 2023)[1]
საფოსტო ინდექსი LT-21058
ვევისი — ლიეტუვა
ვევისი

ვევისი (ლიეტ. Vievis; პოლ. Jewie; რუს. Евье) — ქალაქი ლიეტუვაში, ელექტრენაის თვითმმართველობის შემადგენლობაში, ვევისის სამამასახლისოს ადმინისტრაციული ცენტრი.

საერთო დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განლაგებულია მაგისტრალის A1 ვილნიუსიკაუნასიკლაიპედა ორივე მხარეს და ვილნიუს - კაუნასის რკინიგზაზე. ქალაქშია რკინიგზა, ავტობუსების გაჩერება, სასტუმრო. საკვები მრეწველობის საწარმოები (”Vievio paukštynas”), (”Vievio malūnas”), ორი მუზეუმი — ლიეტუვის გეოლოგიის მუზეუმი და გზათა მუზეუმი (1995 წლიდან. დამთვალიერებელს აცნობს ლიეტუვაში გზების, საგზაო მშენებლობისა და ტრანსპორტის ისტორიას უძველესი დროიდან დღევანდელობამდე). აქვეა დაწყებითი და საშუალო სკოლა.

1990 წლისთვის ქალაქში იყო 5,6 ათასი მცხოვრები, 2001 წლის მონაცემებით 5,303 ხოლო 2005 წელს 5,246 ადამიანი.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დასახელება მომდინარეობს ტბა ვევისის სახელისგან. პოეტური გამონაგონი, რომელიც ქალაქის სახელს გედიმინასის ცოლს ევა იოანენს ასულს უკავშირდება, დასაბუთებული არ არის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის მიძინების ვევისის მართლმადიდებლური საყდარი

მამულის პირველი წერილობითი ხსენება 1539 წელს განეკუთვნება. იმხანად მხოლო ადგილია ნახსენები. დაახლოებით 1600 წლისთვის აიგო ეკლესია და მონასტერი. XVII საუკუნის დამდეგს ვილენის წმინდა-სასულიერო ძმობის მართლმადიდებლური ტიპოგრაფია ამოქმედდა, სადაც საეკლესიო სლავურ ენაზე კირილიცის შრიფტით რელიგიურ-ზნეობრივი და პოლემიკური შინაარსის წიგნები იბეჭდებოდა. ყველაზე ადრინდელი 1611 წლით თარიღდება. 1660 წლამდე უკვე 25 წიგნი იყო გამოცემული რუსულ და პოლონურ ენებზე. თავადმა ბოგდან ოგინელმა ღვთისმშობლის მიძინების მართლმადიდებლური ტაძრის აგებას ჩაუყარა საფუძველი. 1806 წელს მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა. 1812 წელს ნაპოლეონის ჯარის სოფელში შეჭრას ეკლესია-მონასტრის გადაწვა მოჰყვა. ვევისის მოსახლეობის ზრდას ხელი XIX საუკუნის მეორე ნახევარში სანქტ-პეტერბურგიდან —— ვილნო —— ვარშავის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობამ შეუწყო (1862). პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვევისთან ახლოს გადიოდა სადემარკაციო ხაზის, რომელიც ფაქტობრივად საზღვარი გახდა პოლონეთთან. 1950 წლიდან ვევისს ქალაქისა და რაიონული ცენტრის სტატუსი მიენიჭა. 2000 წელს კი ახლადშექმნილ ელექტრენაის თვითმმართველობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]