ვეგეტაციური პერიოდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვეგეტაციური პერიოდი (სავეგეტაციო პერიოდი) — წელიწადის დრო, როცა მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს – იზრდება და ვითარდება. ზომიერი ჰავის პირობებში, დაბლობზე ეს პერიოდი გრძელდება ზაფხულის უკანასკნელი ყინვებიდან შემოდგომის პირველ სუსხამდე, ხოლო მთაში – თოვლის აღებიდან თოვლის მოსვლამდე; ტროპიკულსა და ნაწილობრივ სუბტროპიკულში – მთელი წელი.
2) დრო, რომელიც საჭიროა მცენარის განვითარების მთლიანი ციკლის გასავლელად; სრულდება ნაყოფისა და თესლის წარმოქმნით. ვეგეტაციურ პერიოდს განსაზრვრავს მცენარის განვითარების პერიოდში მიღებული სითბოს რაოდენობა, სითბოს რაოდენობა კი ის სიდიდეა, რომელიც მიიღება ვეგეტაციური პერიოდის დღეების რაოდენობის გამრავლებით საშუალო დღე-ღამურ ტემპერატურაზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 313, თბ., 1979 წელი.