ვახტანგ ჭელიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ჭელიძე (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 ივნისი, 2005), ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997).

დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით (1941). 1948-52 წწ. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი, 1955-57 წწ. — ჟურნალ „ნიანგის“, 1957-62 — ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1963-67 წწ. — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, 1967-73 წწ. — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1973-1985 წწ. — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „ხომლი“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“. ვახტანგ ჭელიძე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1997) და ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჭელიძის პირველი თარგმანი — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ გამოქვეყნდა 1945 წ. , პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ — 1955. ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დენიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ (ტ. 1-4, 1973-83).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ავალიანი, ლ., ქსე, ტ. 11, გვ. 390. თბ., 1987

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

  • ჭელიძე ვახტანგ. ქართული და ქართულად თარგმნილი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები