ვახტანგ ბარათაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ბესარიონის ძე ბარათაშვილი (დ. 18 აპრილი, 1917, ქუთაისი, — გ. 12 ივლისი, 2006), ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მწერალი და ჟურნალისტი.

დაამთავრა ლენინგრადის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი (1941). წლების მანძილზე იყო კაპიტანი, ექსპედიციების უფროსი, ფლაგმან-კაპიტანი. ბარათაშვილმა მრავალგზის გადაიყვანა გემების ქარავანი ურთულეს პირობებში ბალტიის ზღვიდან ვლადივოსტოკსა და კუბაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ავტორია საბავშვო მოთხრობების, ნოველების, რომანისა „ჰავაის ბულბული“, აგრეთვე ტექნიკური წიგნებისა და საზღვაო ტერმინოლოგიისა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები