ვაჩნაძის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძის ელჩობა რუსეთში 1588-1589 წლებში, კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში. ელჩობას მეთაურობდა დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თავადი ყაფლან ვაჩნაძე. ვაჩნაძის ელჩობაში მოხსენებული არიან კირილე ბერი და ხურშიტა. ვაჩნაძის ელჩობა იყო პასუხი ბირკინის ელჩობისა კახეთში, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მიიღო რუსეთის სახელმწიფო ერთგულების ფიცი. მფარველის მოვალეობა მეორე ოფიციალური დოკუმენტით (წყალობის სიგელი) უნდა გაფორმებულიყო. ამიტომ ბირკინის ელჩობას უკან გაჰყვა ვაჩნაძის ელჩობა, რომელიც კახეთიდან გაემგზავრა 1588 წელს. რუსეთის ხელმწიფემ თედორე ივანეს ძემ ელჩებს განუცხადა, რომ შეიწყნარა კახეთის მეფის თხოვნა და მათთან ერთად წყალობის სიგელით კახეთში გაგზავნიდა თავის ელჩებს (ზვენიგოროდსკის ელჩობა კახეთში, 1589-1590).

წყარო და ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • Белокуров С. А., Сношения Росиис с Кавказом, в. 1 (1578-1613), М., 1889;
  • მაჭარაძე ე., ქსე, ტ. 4, გვ. 333, თბ., 1979