ვაშუქანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშუქანიმითანის დედაქალაქი ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებში. ვარაუდობენ რომ მდებარეობდა თანამედროვე თელ-ფეხერიეს ადგილას (ჩრდილოეთი მესოპოტამია). აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალით მდიდარი სასახლე. დაარბია ხეთების მეფე სუფილულიუმა I-მა (ძვ. წ. XIV საუკუნე), დაიპყრო ასურეთის მეფე ადადნირარი I-მა (ძვ. წ. XIII საუკუნე), რომლის შემდეგაც ასურეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა.

ლიტერატურა[რედაქტირება]