ვასო გოძიაშვილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვასილ (ვასო) გოძიაშვილი (დ. 14 (27) ნოემბერი, 1905. ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 27 იანვარი, 1976) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
1922—1924 წლებში სწავლობდა დრამუტურგიულ სტუდიაში ა. ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1958). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით და მედლებით.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- დიდოსტატის მარჯვენა (კათალიკოსი მელქისედეკი) (1970)
- რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (ავეტიკა) (1965)
- მაიაკოვსკი იწყებოდა ასე... (1958)
- ეთერის სიმღერა (პაპა) (1956)
- ქეთო და კოტე (სიკო) (1948)
- მზიანი ბილიკი (1932)