ვასილ გაბაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენერალი ვასილ გაბაშვილი (მარცხნიდან მეოთხე) ადიუტანტებითურთ, 1918 წ.

ვასილ გაბაშვილი ასევე ცნობილი, რუსუფიცირებული სახელით ვასილი დავითის ძე გაბაევი (რუს. Василий Давидович Габаев) (დ. 1853 – გ. 1933) – ქართველი სამხედრო მეთაური რუსეთის იმპერიის და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამსახურში. იბრძოდა I მსოფლიო ომში და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო რანგი.

გაბაშვილი მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში, როგორც ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში. 1904 წლის მარტიდან 1908 წლის თებერვლამდე იყო კურინის 79–ე ქვეითი პოლკის [1] მეთაური. 1908 წლის 28 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 1913 წელს – გენერალ-ლეიტენანტის. 1914 წლის სექტემბრიდან 1915 წლის ივლისამდე იყო კავკასიის მოტომსროლელთა მე–3–ე ბრიგადის მეთაური. 1915 წლის 17 მაისის უმაღლესი ბრძანებით დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით[2] 1915 წლის ივლისიდან 1916 წლის აგვისტომდე იყო კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური.[3] 1916 – 1917 წლებში იყო თბილისის სამხედრო კომენდანტი, რის შემდეგაც ის დაინიშნა ახლადშექმნილი ქართული სამხედრო კორპუსის მეთაურად, შექმნა საფუძველი მომავალი საქართველოს ეროვნული არმიისათვის. შეინარჩუნა უმაღლესი სამხედრო პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში, მაგრამ პენსიაში გავიდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამყარების შემდეგ.[4]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. კურინის 79–ე ქვეითი პოლკი
  2. წმინდა გიორგის ორდენი.
  3. Залесский К.А. Кто был кто в Первой мировой войне. — М.: АСТ, 2003. — c. 839 — 840
  4. (რუსული) Джавахишвили Нико (2003), Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917 (Georgians under the Russian Banner), p. 95. Tbilisi State University Press.