იაკობ ვასერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვასერმანი, იაკობ)
იაკობ ვასერმანი
გერმ. Jakob Wassermann
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1873(1873-03-10)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ფიურტი[6]
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი, 1934(1934-01-01)[6] [2] [3] [1] [4] [5] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალტაუსზეე[7]
საქმიანობა მწერალი[8] , რომანისტი, სცენარისტი და კრიტიკოსი[8]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია
ალმა-მატერი Hardenberg-Gymnasium Fürth
ჟანრი მოთხრობა და რომანი
მეუღლე Julie Wassermann-Speyer და Marta Karlweis
შვილ(ებ)ი Eva Pierrakos, Albert Wassermann, Judith Wassermann და Charles Wassermann
საიტი jakob-wassermann.de

იაკობ ვასერმანი, (დ. 10 მარტი, 1873, ფიურტი, ბავარია — გ. 1 იანვარი. 1934, ალტაუსზეე, ავსტრია) — გერმანელი მწერალი. არსებობს მოსაზრება, რომ მისი რომანები ("ცირნდორფელი ებრაელები", 1897; "მოლოხი", 1903; "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", 1909; "ბატებიანი კაცუნა", 1915; "კრისტიან ვანშაფე", 1919; "მაურიციუსის საქმე", 1928; "ეცელ ანდერგასტი", 1931) ნაწილობრივ ფსიქოანალიზისა და დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი. მწერალი გვიხატავს ცალკეული კეთილშობილი ადამიანების სახეებს. საყოველთაო უკეთურობისა და უპატიოსნობის ფონზე ეს გმირები ხშირად იღუპებიან მტრულ საზოგადოებასთნ ბრძოლაში.

მის საუკეთესოდ აღიარებულ რომანში "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", იაკობ ვასერმანი კეთილშობილურ, ჩუმი არისტოკრატიზმით და სევდიანი იუმორით სავსე, დახვეწილ და ლიტერატურულად მოქნილი წერის მანერით - განსხვავებული ბუნების და ტიპის ადამიანების თვალსაჩინო თავისებურებებზე, ცხოვრების ცალკეულ, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებზე მრავალმხრივ ცოდნას ამჟღავნებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]